საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიროქსიკამი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::
გარეთ გამოსაყენებელი გელი 0,5%
1 გ გელი შეიცავს : აქტიურ ნივთიერება პიროქსიკამს – 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები : პროპილენგლიკოლი , იზოპროპანოლი , ცეტიოლი , ჰიპრომელოზა , ნატრიუმის მეტაბისულფიტი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი , კალიუმის დიჰიდროფოსფატი , დისტილირებული წყალი .
აღწერილობა:
იზოპროპილის სპირტის სუსტი სუნის მქონე , გამჭირვალე ან ოდნავ მაოპალისცირებული ღია - ყვითელი ფერის გელი .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ( აასპ ).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელი , სიცხის დამწევი და ანტიაგრეგანტული მოქმედება . არასელექციურად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა 1 და 2.
გამოყენების ჩვენება:
ტკივილის სინდრომი : მაანკილირებელი სპონდილოართრიტი , ოსტეოართროზი , რევმატოიდული ართრიტი , იუვენილური ქრონიკული ართრიტი , ტენდინიტი , ტენდოვაგინიტი , მხარ - ბეჭის სინდრომი ; სპორტული ტრავმები ( დაჟეჟილობა , ნაღრძობი , იოგების დაზიანება ).
უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პიროქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ;
- ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასპ - ს მიმართ ;
- ორსულობა (III ტრიმესტრი );
- თირკმელების უკმარისობა ;
-14 წლამდე ასაკი .
სიფრთხილით
ბრონქული ასთმა , ალერგიული რინიტი , ცხვირის და მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზი , ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან ფილტვების ქრონიკული ინფექციები .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ფინალგელი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს . პიროქსიკამი უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება აღწევდეს დედის რძეში , ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში .
გამოყენების წესი და დოზირება:
გარეგანი გამოყენების . მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში 1 გ გელი ( ეს რაოდენობა დაახლოებით შეესაბამება ტყის თხილის ზომას ) 3-4- ჯერ დღეში . გელი თავსდება კანზე დაზიანებულ ადგილას და ოდნავ შეიზილება . მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გამოხატულებაზე და თენდინიტების , ტენდოვაგინიტების და მხარ - ბეჭის სინდრომის დროს საშუალოდ წარმოადგენს 2-3 კვირას , სპორტული ტრამვების დროს 1-2 კვირას .
გვერდითი მოვლენები:
- კანის ადგილობრივი გაღიზიანება ( ანთება , სიწითლე , ჭინჭრის ციება , ქავილი , აქერცვლა );
- ადგილობრივი ალერგიული რეაქციები .
ჭარბი დოზა:
პრეპარატის რეკომენდებულზე ჭარბი დოზით გამოყენებისას , ერთეულ შემთხვევაში არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოშობა : თავის ტკივილი ; დარღვევები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ( გულისრევა , ტკივილი ეპიგასტრალურ არეში ); ქოშინი . აღწერილია თირკმელების ფუნქციონალური უკმარისობით და ნეფროზული სინდრომით მიმდინარე ინტერსტიციალური ნეფრიტის განვითარების ერთეული შემთხვევა . ჭარბი დოზის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის რჩევის მიღება .
მკურნალობა : სიმპტომატური .
ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
არ არის ცნობილი .
განსაკუთრებული მითითებები:
როგორც წესი , ბრონქული ასთმის , ალერგიული რინიტის , ცხვირის და მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზის , ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ან ფილტვების ქრონიკული ინფექციების მქონე ავადმყოფები უფრო მგძნობიარენი არიან აასპ - ს გამოყენების მიმართ . ამ პაციენტებში შეიძლება გახშირდეს ასთმის შეტევები , განვითარდეს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჭინჭრის ციება . არ შეიძლება გელის მოთავსება კანის დაზიანებულ ადგილას . თავი აარიდეთ თვალში მოხვედრას .
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:
არ არის ცნობილი .
გამოშვების ფორმა:
გარეგანი გამოყენების გელი 0,5%. მემბრანის სახვრეტელას მქონე პლასტმასის ხუფით თავდახურული 35 გრ ან 50 გრ - იანი ალუმინის ტუბი . ტუბი , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად , თავსდება მუყაოს კოლოფში .
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი . ტუბის გახსნის მომენტიდან 6 თვე . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას . ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250 C.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ .
მწარმოებელი:
ს . პ . მ . კონტრაკტფარმა გმბხ და კო კგ , გერმანია.