ვიტამინი D3 პირში დაშლადი ფირფიტები 60000 IU

ფინევიტი D3 60 K

FINEVIT D3 60K 

არ შეიცავს შაქარს

პროდუქტის დასახელება:

ფინევიტი D3 60 K (ვიტამინი D3 პირში დაშლადი ფირფიტები 60000 IU)

შემადგენლობა:

თითოეული პირში დაშლადი ფირფიტა შეიცავს:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) USP 60000 IU

(ვიტამინის შესაბამისი დანამატი)

ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინის დანამატი

ათქ კოდი: A11CC05

თავისი ბიოლოგიურად აქტიური ფორმით ვიტამინი D3 ასტიმულირებს ნაწლავის მიერ კალციუმის შეწოვას, ახდენს კალციუმის ინკორპორაციას ოსტეოიდთან და კალციუმს გამოათავისუფლებს ძვლის ქსოვილიდან. წვრილ ნაწლავში იგი ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და შეყოვნებულ ათვისებას. ასევე სტიმულირდება ფოსფატას პასიური და აქტიური ტრანსპორტირება.

თირკმელებში იგი აინჰიბირებს კალციუმის და ფოსფატას გამოყოფას ტუბულარული რეზორბაციით. პარაფარისებრ ჯირკვალში  პარათიროიდული ჰორმონის წარმოება პირდაპირ ინჰიბირდება ვიტამინი D3-ს ბიოლოგიურად აქტიური ფორმით. პარათიროიდული ჰორმონის სეკრეცია დამატებით ინჰიბირდება ბიოლოგიურად აქტიური ვიტამინი D3-ს გავლენით, წვრილ ნაწლავში კალციუმის მომატებული ათვისებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა: კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადეკვატური ნაწლავური აბსორბაციისთვის მნიშვნელოვანია ნაღველის არსებობა.  შესაბამისად, შეწოვა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცხიმების ნაკლები შეწოვა.

განაწილება: უკავშირდება გარკვეულ α-გლობულინ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება შეინახული იყოს ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში. ნელა გამოთვისუფლდება სარეზერვო ადგილიდან და კანიდან, სადაც იგი ფორმირდება მზის სინათლის და ულტრაიისფერი სინათლის არსებობისას. იგი შეიძლება განაწილდეს დედის რძეში.

მეტაბოლიზმი:  ჰიდროქსილირდება ღვიძლში ფერმენტ ვიტამინი D 25-ჰიდროქსილაზათი, 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (კალციფედიოლი) ფორმირებით. შემდგომ ჰიდროქსილირდება თირკმელებში ფერმენტ ვიტამინით.

D-1 ჰიდროქსილაზა წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლს (კალციტრიოლი). შემდგომ მეტაბოლიზდება თირკმელებში, 1,24,25 ტრიჰიდროქსი წარმოებულების ფორმირების ჩათვლით.

გამოყოფა:  ძირითადად გამოიყოფა ნაღველში და განავალში, ხოლო შარდში მხოლოდ მცირე რაოდენობით.  

ჩვენება:

D ვიტამინის დეფიციტის  ან უკმარისობის მკურნალობა, რეფრაქტორული რაქიტი (ვიტამინის D რეზისტენტული რაქიტი), მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატემია და ჰიპოპარათიროიდიზმი, ჰიპოკალიემიის მართვა და თირკმლის ოსტეოდისტროფია დიალიზზე მყოფ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოიყენება ასევე კალციუმთან კომბინაციაში, პირველადი ან კორტიკოსტეროიდითინდუცირებული ოსტეოპოროზის მართვის და პრევენციისთვის.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილების დოზა: ერთი ფირფიტა/კვირაში, 8 კვირის მანძილზე და შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა, ერთი ფირფიტა/თვეში, 6 თვე.

ან თქვენი ექიმი გირჩევთ თუ რამდენი ფირფიტა მიიღოთ და რა სიხშირით.

მიღების წესი

პირში დაშლადი ფირფიტა მოითავსეთ ენაზე, მოითმინეთ სანამ გაიხსნება და შემდეგ გადაყლაპეთ.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ
  • ჰიპერვიტამინოზი D
  • ნეფროლითიაზი
  • ნეფროკალცინოზი
  • ჰიპერკალციემიით და/ან ჰიპერკალციურიით (მაგ: მიელომა, ძვლის მეტასტაზები ან ძვლის ავთვისებიანი სხვა დაავადება, პირევალდი ჰიპერპარათიროიდიზმი) განპირობებული დაავადებები ან მდგომარეობები
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

  • ვიტამინი D სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, საჭიროა კალციუმის და ფოსფატას დონეზე გავლენის კონტროლი. გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილის კალციფიკაციის რისკი. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვიტამინი D ქოლეკალციფეროლის სახით ნორმალურად არ მეტაბოლიზდება და გამოყენებული უნდა იყოს ვიტამინი D-ს სხვა ფორმები.
  • ვიტამინი D3 სიფრთხილით ინიშნება სარკოიდოზის ან სხვა გრანულომატოზური დაავადებების მქონე პაციენტებში რადგან მისი აქტიური ფორმის გამო არსებობს ვიტამინი D-ს მეტაბოლიზმის ზრდის რისკი. ასეთ პაციენტებში საჭიროა დაკვირვება სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონეზე.
  • D ვიტამინით  მკურნალობას აქვს პოტენციალი რომ არ შენიღბოს პირველადი ჰიპოპარათიროიდიზმი. მგრძნობიარე პაციენტებში საჭიროა კალციუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში. თუ კალციუმის დონე მომატებულია, მაშინ გასათვალისწინებელია  რომ D ვიტამინით  მკურნალობას აქვს პოტენციალი რომ არ შენიღბოს პირველადი ჰიპოპარათიროიდიზმი.
  • ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი (შრატში კრეატინინის განსაზღვრით). მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში რომლებიც პარარელურად მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით ან დიურეტიკებით, ასევე იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ კენჭის ჩამოყალიბების მომატებული ტენდენცია. ჰიპერკალციურიის (300 მგ-ზე მეტი (7.5 მმოლ)/24სთ-ში) ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მკურნალობა.
  • გასათვალისწინებელია D ვიტამინის მთლიანი დოზა და უნდა შეიცვალოს შესაბამისად, როდესაც ვიტამინი D3 პირში დაშლადი ფირფიტები ინიშნება D  ვიტამინის შემცველ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
  • ამავდროულად პაციენტებში ინდივიდუალურად გასათვალისწინებელია  კალციუმის სტატუსი და დიეტური მიღება ვიტამინი D3-ს ჩანაცვლების ან მკურნალობის დაწყებისას.  
  • შესაძლებელია საჭირო გახდეს იმ პაციენტების მონიტორინგი რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ვიტამინი D-ს მკურნალობის მიმართ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

  • ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთთად მიღებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D-ს ეფექტი მისი მეტაბოლიზმის სიჩქარის ზრდის გამო.
  • იონების ცვლის საშუალებებთან, როგორიც არის ქოლესტირამინი ან საფაღარათო საშუალებებთან როგორიც არის პარაფინის ზეთი, ერთად მკურნალობისას შეიძლება შემცირდეს ვიტამინი D-ს ნაწლავიდან შეწოვა.
  • გლუკოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D-ს ეფექტი.
  • ვიტამინი D-ს დონის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რამაც ინოტროპული ეფექტის გამო შესაძლოა გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობის და მძიმე არითმიის რისკი. პაციენტებში საჭიროა ელექტროკარდიოგრამის და შრატში კალციუმის დონის ხშირი კონტროლი.
  • თიაზიდური შარდმდენები ამცირებენ კალციუმის გამოყოფას შარდით. ჰიპერკალციემიის მაღალი რისკის გამო, საჭიროა შრატში კალციუმის რეგულარული კონტროლი თიაზიდურ შარდმდენებთან ერთად მიღებისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ორსულ ქალებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 600 IU. თუმცა, ქალებს რომლებსაც აქვთ ვიტამინი D-ს დეფიციტი, შეიძლება საჭირო გახდეს დიდი დოზის გამოყენება.  ორსულობის დროს ქალებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს მათი დეფიციტის სიმძიმის და მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. ჩვენებები არ არსებობს იმის შესახებ, რომ სამკურნალო დოზებით ვიტამინი D-ს მიღება ტერატოგენური იყოს ადამიანებში.

ლაქტაცია: ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები  გამოიყოფა დედის რძეში.  მეძუძური დედების მიერ ინდუცირებული ჭარბი დოზირება ახალშობილებში  არ არის დადგენილი. თუმცა, მეძუძურ ახალშობილებში ვიტამინი D-ს დანიშვნისას, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ვიტამინი D-ს დამატებითი დოზა დედებში.

გვერდითი მოვლენები

უარყოფითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია როგოც: არახშირი (≥1/1,000-დან

არახშირი: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია

იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, გულისრევა, ღებინება

ჭარბი დოზა და მკურნალობა

მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დოზირების ყველაზე მძიმე შედეგი არის ჰიპერკალციემია, ვიტამინი D-ს ტოქსიურობის გამო. სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, პოლურია, ანორექსია, სისუსტე, აპათია, წყურვილი, ყაბზობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზის ქრონიკულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს  სისხლძარღვების ან ორგანოს კალციფიკაცია, ჰიპერკალციემიის შედეგად. მკურნალობა მოიცავს ყველა ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტას და რეჰიდრატაციას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ზომა

4X1 ფირფიტა

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია ZIM LABORATORIES LIMITED-ს მიერ

B-21/22, MIDC AREA, კალმეშვარი, ნაგპური 441501,

მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი

წარმოება იყენებს Thironal® ტექნოლოგიას

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია