სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების გამო ფინლეფსინის კომბინაცია მაო-ს ინჰიბიტორებთან (დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები) რეკომენდებული არ არის.
- ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის დროს საჭიროა მკურნალობის 14-დღიანი შესვენება.
ფინლეფსინის ზემოქმედება სისხლის პლაზმაში არსებული სხვა სამკურნალო პრეპარატების კონცენტრაციაზე:
- ფინლეფსინი იწვევს ღვიძლის გარკვეული ფერმენტების აქტივობის მომატებას და ამით სხვა პრეპარატების კონცენტრაციის შემცირებას სისხლის პლაზმაში. ამიტომ ქიმური სტრუქტურით ფინლეფსინის მსგავსი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მცირდება თითოეული მათგანის მოქმედების ეფექტი.
- ფინლეფსინთან კომბინაციის დროს საჭიროა შემდეგი პრეპარატების დოზის კორექცია: კლონაზეპამი, ეტოსუქსიმიდი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, ლამოტრიჯინი, ალპრაზოლამი, კლობაზამი, კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი, დიგოქსინი, ტეტრაციკლინები, ფელოდიპინი, ჰალოპერიდოლი, იმიპრამინი, მეტადონი, თეოფილინი, აგრეთვე ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკოუმონი, დიკუმაროლი.
- ფინლეფსინი ამცირებს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების ეფექტს. მენსტრუაციებს შორის სისხლდენების განვითარება ორსულობისაგან ჰორმონული პრეპარატებით დაცვის უკმარისობაზე მეტყველებს. ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული საშუალებების გამოყენება.
- ფინლეფსინი იწვევს სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის როგორც ზრდას, აგრეთვე მის შემცირებას, რის გამოც ზოგჯერ შესაძლებელია ცნობიერების დაბინდვა კომის განვითარებამდე.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიერ ფინლეფსინის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში:
- ფინლეფსინის მაჩვენებელს სისხლის პლაზმაში აქვეითებენ: ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, თეოფილინი. სხვა მხრივ ვალპროის მჟავა და პრიმიდონი ზრდიან ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის კარბამაზეპინ 10.11-ეპოქსიდის მაჩვენებელს სისხლის პლაზმაში.
- ფინლეფსინისა და ვალპროის მჟავას კომბინაციით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ცნობიერების დაბინდვა და კომის განვითარება. ამასთან დაკავშირებით შესაძლებლობის და მიხედვით ფინლეფსინის კომბინაცია ნებადართულია არა უმეტეს ერთ ანტიეპილეფსიურ პრეპარატთან. გარდა ამისა, რეკომენდებულია ფინლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი სისხლის პლაზმაში. სხვა სამკურნალო საშუალებების მიერ ფინლეფსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში:
- ფინლეფსინის მაჩვენებლის ზრდა სისხლის პლაზმაში შესაძლებელია შემდეგი აქტიური ნივთიერების მიერ: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბოტიკები. მაგ. ერითრომიცინი, იზონიაზიდი, კალციუმის იონების ანტაგონისტები, როგორიცაა: ვერაპამილი, დილთიაზემი; აცეტაზოლამიდი, დექსტროპროპოქსიფენ/პროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, და აზოლი, ნიკოტინამიდის დიდი დოზები მოზრდილებში, B ჯგუფის ვიტამინები, შესაძლებელია აგრეთვე ციმეტიდინი და დეზიპრამინი.
- ფინლეფსინის მაღალი კონცენტრაციებით სისხლის პლაზმაში შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დიპლოპია. აღნიშნული გვერდითი მოვლენების დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ფინლეფსინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.
სხვა ურთიერთქმედებები:
- ავადმყოფების მკურნალობისას ნეიროლეფსიური საშუალებებით (მაგ. ჰალოპერიდოლით) ან მეტოკლოპრამიდით, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფინლეფსინი ამცირებს აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამით აძლიერებს დაავადების მიმდინარეობის სურათს. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.
- ფინლეფსინისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე აქტიური ნივთიერების ნეიროტოქსიკური მოქმედება, რომლის ძირითადი სიმპტომებია: ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, თვალის კაკლების ხშირი მოძრაობა, ჰორიზონტალური ნისტაგმი. კუნთების პროპრიოცეპტული რეფლექსების მომატება და ტონურ-კლონური კრუნჩხვები. ამიტომ აღნიშნული პრეპარატების კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციების კლინიკური კონტროლი.
- ფინლეფსინი აძლიერებს იზონიაზიდის მოქმედების ეფექტს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
- ტეტრაციკლინები ასუსტებენ ფინლეფსინის თერაპიულ ეფექტს.
- ფინლეფსინის კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან და ფუროსემიდთან იწვევს ნატრიუმის რაოდენობის შემცირებას სისხლის შრატში.
- ფინლეფსინი მოქმედებს ისეთი მიორელაქსანტების ეფექტურობაზე, როგორიცაა მაგ. პანკურონიუმი, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვკუნთოვანი ბლოკადის შედარებით უფრო სწრაფი მოხსნა. ამიტომ მიორელაქსანტების გამოყენებისას საჭიროა პაციენტთა მეთვალყურეობა და აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატების დოზების მომატება.
- მიზოტრეტინოინის და ფინლეფსინის კომბინაციისას საჭიროა ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.
- ფინლეფსინი აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ელიმინაციის პროცესს და ზრდის აღნიშნულ ჰორმონებზე მოთხოვნილებას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით შეპყრობილ ავადყმოფებში. ამიტომ აღნიშნულ პირებში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დროს, ფინლეფსინით მკურნალობის დასაწყისში და მის ბოლოს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. აუცილებლობის შემთხვევაში - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატების დოზის კორექცია.
- სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესიული საშუალებების (მაგ. ფლუოქსეტინის) და ფინლეფსინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სეროტონინური ტოქსიკური სინდრომის განვითარება.
- ფინლეფსინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება, რადგან ისინი განუსაზღვრელად ცვლიან და აძლიერებენ ფინლეფსინის მოქმედების ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.