საერთაშორისო დასახელება:
CARBAMAZEPINE
მწარმოებელი: AWD, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: კარბამაზეპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
კარბამაზეპინი ....... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები;
ფინლეფსინი წარმოადგენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც ასევე გააჩნია ზომიერი ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური ეფექტი. უშაქრო დიაბეტის დროს იგი ხელს უწყობს წყლის ცვლის ნორმალიზებას.
პრეპარატის ანტიკონვულსიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი შეკავშირების უნარით Na+-ის არააქტიურ (დახურულ) არხებთან და მათი სტაბილიზაციით ამ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლის მათ გამოსვლას მოსვენებითი მდომარეობიდან და შემდგომ გახსნას. ამის შედეგად ადგილი აქვს მოქმედების პოტენციალის აღძვრის ზღურბლის მომატებას და ამასთან ერთად აღგზნების ნეირონთაშორისო გადაცემის ბლოკირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ფინლეფსინის ბიოშეღწევადობა მისი პერორალური მიღებისას ტაბლეტების სახით შეადგენს 70%. პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 4-8 სთ-ს შორის ინტერვალში მისი მიღების შემდეგ. ფინლეფსინის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 75%. ხოლო განაწილების მოცულობა - 1.4 ლ/კგ-ზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15 სთ-ს.
ჩვენებები:
- ეპილეფსია: პარციული გულყრები მიმდინარე როგორც მარტივი, ასევე რთული სიმპტომატიკით; გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ძირითადი ფოკალური გენეზის დიდი გულყრები (დიდი გულყრები ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრები);
- ეპილეფსიის შერეული ფორმები;
- სამწვერა ნერვის ნევრალგია;
- ენის ფუძის, ხახისა და რბილი სასის ცალი მხრიდან განვითარებული, უცნობი ეტიოლოგიის შეტევის მსგავსი ტკივილები (გენუინური და გლოსოფარინგეული ნევრალგია);
- პერიფერიული ნერვების დაზიანების შედეგად წარმოშობილი ტკივილები შაქრიანი დიაბეტის დროს (ტკივილით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათია);
- ეპილეფტიფორმული გულყრები გაფანტული სკლეროზის დროს, როგორიცაა მაგ. სახის კუნთების სპაზმი სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს. ტონური კრუნჩხვები, მეტყველების და მოძრაობის შეტევით ხასიათის დარღვევა (პარაქსიზმული დიზართრია და ატაქსია), უსიამოვნო შეგრძნებები (პაროქსიზმული პარესთეზიები) და ალერგიური შეტევები.
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ეპილეფსიური გულყრების პროფილაქტიკა.
- ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარებების, იპოქონდრული დეპრესიების დროს). აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა.
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ეპილეფსიური გულყრების თავიდან აცილების მიზნით ფინლეფსინის გამოყენება ხდება მხოლოდ სტაციონალურ პირობებში.
მიღების წესი და დოზირება:
ფინლეფსინით მკურნალობა იწყება ფრთხილად, პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზებით ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისათვის დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის მიხედვით; შემდგომში ხდება დოზის თანდათობით მომატება შედარებით ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე. ავადმყოფისათვის პრეპარატის ოპტიმალური დოზის შერჩევა, განსაკუთრებით კომბინირებული მკურნალობის დროს, ხდება ფინლეფსინის კონცენტრაციის მაჩვენებლების განსაზღვრით სისხლის პლაზმაში. ცნობილი მონაცემების მიხედვით ფინლეფსინის თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 4-12 მკგ/მლ-ში.
ერთი ანტიეპილეფსური საშუალების შეცვლა ფინლეფსინით ხდება ადრე გამოყენებული პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების შემდეგ. შესაძლებლობის და მიხედვით ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენება ხდება მხოლოდ მონოთერაპიის სახით.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ავადმყოფების მეთვალყურეობა ექიმი-სპეციალისტის მიერ.
ფინლეფსინის საწყისი დოზა შეადგენს 200-300 მგ-ს დღეში რომელსაც თანდათან ზრდიან 600-1200 მგ დღეში რომელსაც ყოფენ 3-4 მიღებაზე დღეში. საერთო სადღეღამისო დოზის გაზრდა, რომელიც შეადგენს 1200 მგ-ს, არ არის მიზანშეწონილი. პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ-ს, რადგან შედარებით მაღალი დოზები იწვევენ პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაძლიერებას.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მკურნალობისათვის აუცილებელი დოზის მნიშვნელოვანი კორექცია საწყისი რეკომენდებული და შემანარჩუნებელი დოზისაგან განსხვავებით (მაგ. მეტაბოლიზმის გაძლიერებისას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემის ინდუქციის ან კომბინირებული მკურნალობის დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შედეგად).
პრეპარატის მიღების რეკომენდებული სქემა ეპილეფსიის დროს:
მოზრდილებში საწყის დოზას, რომელიც შეადგენს 200-400 მგ-ს (1-2 ტაბ.) დღეში თანდათან ზრდიან შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შეადგენს 600-1200 მგ-ს (4-6 ტაბ.) დღეში.
ბავშვებში შემანარჩუნებელი დოზა საშუალოდ შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
პაციენტთა კატეგორია |
ყოველდღიური საწყისი დოზა |
ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა |
მოზრდილებში |
1 ტაბ. ერთხელ დღეში |
1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში. |
ბავშვებში 1-5 წლის ასაკამდე |
1/2 ტაბ 1-2-ჯერ დღეში* |
1 ტაბ. 1-2-ჯერ |
ბავშვებში 6-10 წლის ასაკამდე |
1/2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში |
1 ტაბ. 3-ჯერ დღეში |
ბავშვებში 11-15 წლის ასაკამდე |
1/2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში |
1 ტაბ. 3-5-ჯერ |
*4 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობას იწყებენ ფინლეფსინის სადღეღამისო დოზით, რომელიც შეადგენს 20-60 მგ-ს ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია აღნიშნული სადღეღამისო დოზის დღეგამოშვებით მომატება 20-60 მგ-ით დღეში.
4 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში. აღნიშნული სადღეღამისო დოზის დღეგამოშვებით მომატება შესაძლებელია 100 მგ-მდე, ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად. ამავე დროს ფინლეფსინის ზემოაღწერილი დოზების დიაპაზონის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ეპილეფსიური გულყრების პროფილაქტიკა სტაციონალურ პირობებში: პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 600 მგ-ს, რომელსაც ყოფენ 3 მისაღებ დოზაზე დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია აღნიშნული დოზის გაზრდა 1200 მგ-მდე (2 ტაბ. 3-ჯერ დღეში).
ფინლეფსინის კომბინაცია სედატიურ-ჰიპნოზურ საშუალებებთან ერთად თეთრი ცხელების დროს ნებადართული არ არის. კლინიკური მოთხოვნილების შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში ფინლეფსინის კომბინაცია შესაძლებელია ალკოჰოლური აბსტინენციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად.
მკურნალობის პროცესში აუცილებელია ფინლეფსინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში.
ცენტრალური და ვეგეგატური ნერვული სისტემის მხრივ განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო საჭიროა ავადმყოფების ხანგრძლივი კლინიკური მეთვალყურეობა.
სამწვერა ნერვის ნევრალგია, გენუინური გლოსოფარინგეული ნევრალგია: პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს, რომელსაც ყოფენ 1-2 მიღება დოზაზე დღეში. აღნიშნული დოზის მომატება ტკივილების სრულ გაქრობამდე შესაძლებელია საშუალოდ 400-800 მგ-მდე, რომელსაც ყოფენ 2-4 მისაღებ დოზაზე დღის განმავლობაში. ამის შემდგომ, ავადმყოფთა გარკვეული ნაწილის მკურნალობა გრძელდება პრეპარატის შედარებით მცირე შემანარჩუნებელი დოზით, რომლითაც კიდევ შესაძლებელია ტკივილის შეტევების პროფილაქტიკა და რომელიც შეადგენს 400 მგ-ს დაყოფილს 2 მისაღებ დოზაზე დღეში.
ხანდაზმულ და შედარებით მგრძნობიარე ავადმყოფებში ფინლეფსინის საწყისი დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში (1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
ტკივილი დიაბეტური ნეიროპათიის დროს:
საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 600 მგ-ს, რომელსაც ყოფენ 3 მისაღებ დოზაზე დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში ფინლეფსინის დანიშვნა შესაძლებელია 1200 მგ დოზით, რომელსაც ყოფენ 3 მისაღებ დოზაზე დღეში. ეპილეფტიფორმული გულყრები გაფანტული სკლეროზის დროს:
პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 400-800 მგ-ს (1 ტაბ. 2-4-ჯერ დღეში).
ფსიქოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
ფინლეფსინის, როგორც საწყისი, აგრეთვე შემანარჩუნელი დოზა შეადგენს 1-2 ტაბ.-ს დღეში (რაც შეესაბამება 200-400 მგ კარბამაზეპინს). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 ტაბ.-მდე 2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 800 მგ კარბამაზეპინს).
შენიშვნა:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებს ენიშნებათ ფინლეფსინის შედარებით დაბალი დოზები.
ტაბლეტების მიღება წარმოებს ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. ზოგჯერ მეტად ეფექტურია სადღეღამისო დოზის დაყოფა 4-5 მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ავადმყოფის ინდივიდუალურ რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივია. ავადმყოფის გადაყვანას ფინლეფსინზე, მისი გამოყენების ხანგრძლივობას და მის მოხსნას ყოველ ცალკეულ შემთხვევებში განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის მთლიანად შეწყვეტა შესაძლებელია კრუნჩხვების არ არსებობისას არანაკლებ 2-3 წლის განმავლობაში. მკურნალობის შეწყვეტა ხდება პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში. ენცეფალოგრაფიული მაჩვენებლები არ უნდა იცვლებოდეს.
ნევრალგიის სამკურნალოდ მიზანშეწონილია ფინლეფსინის დანიშვნა შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც საკმარისია ტკივილების მოსახსნელად, რამდენიმე კვირის განმავლობაში. ტკივილის შეტევების განახლების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება ხდება ადრინდელი შემანარჩუნებელი დოზით.
გაფანტული სკლეროზის დროს, დიაბეტური ნეიროპათიის და ეპილეფტიფორმული გულყრების დროს ტკივილის მკურნალობა იგივეა, რაც ნევრალგიების დროს.
ფინლეფსინით ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა წარმოებს პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირებით 7-10 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები კომბინირებული მკურნალობის დროს უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში.
ცნს/ფსიქიკის მხრივ: ხშირად ადგილი აქვს სმენის დაქვეითებას, ცნობიერების დარღვევას, თავბრუსხვევას, დაღლილობის შეგრძნებას, ძილიანობას, აკომოდაციის დარღვევას და თავის ტკივილს. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შესაძლებელია მეხსიერების დაქვეითება და მოუსვენრობა. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დეპრესია, აგრესიულობა, აზროვნების გაუარესება, ჰალუცინაციები და ყურებში შუილი. ფინლეფსინით მკურნალობისას შესაძლებელია ლატენტური ფსიქოზების გამწვავება. იშვიათად - უნებლიე მოძრაობა, ტრემორი. კუნთების შეკუმშვა ან თვალის ხშირი ხამხამი,
გარდა ამისა ხანდაზმულ ასაკში და თავის ტვინის დაზიანებებისას შესაძლებელია უნებლიე მოძრაობები პირ-სახის მიდამოში (პირ-სახის დისკინეზიები), როტაციული მოძრაობები (ქორეოატეტოზი). ზოგჯერ მეტყველების დარღვევა, ცრუ შეგრძნება, კუნთების სისუსტე, პერიფერიული ნევრიტი, აგრეთვე ქვედა კიდურების დამბლა (პარეზები), გემოვნების შეგრძნების დაკარგვა. აღნიშნული მოვლენების უმეტესობა თავისით გაივლის 8-14 დღის შემდეგ, ან პრეპარატის დოზის დროებითი შემცირების შემდეგ. ამიტომ შესაძლებლობისდა მიხედვით ფინლეფსინით მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზებით, მისი თანდათანობითი გაზრდით.
თვალის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია თვალის შემაერთებელი ქსოვილის ანთება, ზოგჯერ თვალის აკომოდაციის გარდამავალი დარღვევა, დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა, ბროლის შემღვრევა, გლაუკომათი დაავადებულ ავადმყოფებში აუცილებელია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სახსრებისა და კუნთების ტკივილი, აგრეთვე კუნთების სპაზმი, რომლებიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე ქრება.
კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ: ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები, მაგ. ურტიკარია, კანის ქავილი, ექსფოლიატური დერმატიტი, ერითროდერმია, ლაიელის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან კვანძოვანი ერითემა, პურპურა და წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი.
ცალკეულ შემთხვეებში ან იშვიათად შესაძლებელია თმის ცვენა და ოფლიანობა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ფინელეფსინის მკურნალობასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გარდა შესაძლებელია ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად ან ხშირად ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია. ლიტერატურული მონაცემების თანახმად ყველაზე ხშირად აღინიშნება ლეიკოპენიის კეთილთვისებიანი ფორმა (დაახლოებით შემთხვევათა 10%-ი ლეიკოპენიის გარდამავალი ფორმა, ხოლო 2%-ში - პერსისტირებული ფორმა). ზოგჯერ აღინიშნება ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში სისხლის სურათის მხრივ დარღვევები, როგორიცაა: აგრანულოციტოზი აპლასტური ანემია, ანემიის სხვა ფორმებთან ერთად (ჰემოლიზური, მეგალობლასტური), აგრეთვე ელენთისა და ლიმფური კვანძების გადიდება. ლეიკოციტოპენიის (ხშირად ნეიტროპენიის), თრომბოციტოპენიის, კანზე ალერგიული გამონაყრის (ეგზანთემის) და ცხელების დროს საჭიროა ფინლეფსინით მკურნალობის შეწყვეტა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, გულისრევა და ღებინება, იშვიათად დიარეა ან ყაბზობა. ერთეულ შემთხვევებში - მუცლის ტკივილი, აგრეთვე სტომატიტი, გინგივიტი და გლოსიტი. აღნიშნული მოვლენები თავისით გაივლის მკურნალობიდან 8-14 დღის, ან პრეპარატის დოზის დროებითი დაქვეითების შემდეგ. აღნიშნული მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია ფინლეფსინის მცირე საწყისი დოზებით დანიშვნით და მათი თანდათანობითი მომატებით. ფინლეფსინი ცალკეულ შემთხვევებში იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ზოგჯერ შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვილებები, იშვიათად - სიყვითლე, ერთეულ შემთხვევებში - ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმების განვითარება (ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური, გრანულემატოზური, შერეული).
აღწერილია მწვავე ინტერმიტირებული პორფირიის 2 შემთხვევა.
ჰორმონული, ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია) და ქალის სარძევე ჯირკვლების მხრივ ჰიპერსეკრეცია (გალაქტორეა).
ფინლეფსინი მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პარამეტრებზე (ტრიიოდთირონინი, თიროქსინი, თირეოტროპული ჰორმონი და თავისუფალი თიროქსინი), განსაკუთრებით მისი კომბინაციისას სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან.
ცალკეულ შემთხვევებში - შეშუპებები და სხეულის წონის მომატება.
ფინლეფსინი იწვევს სისხლის შრატში კალიუმის რაოდენობის შემცირებას, რომლის დროსაც ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ოსტეომალაციის განვითარება.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ცხელებით, ქოშინით (დისპნოე), ფილტვების ანთებით და ფილტვების ფიბროზით მიმდინარე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატზე.
შარდ-სასქესო ტრაქტის მხრივ: იშვიათად პროტეინურიით, ჰემატურიით, ოლიგურიით მიმდინარე და ცალკეულ შემთხვევებში თირკმელების უკმარისობით დამთავრებული თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რაც განპირობებულია სამკურნალო საშუალების ანტიდიურეზული ეფექტით. ზოგჯერ დიზურია, პოლაკიურია და შარდის შეკავება. გარდა ამისა შესაძლებელია დარღვევები სასქესო სისტემის მხრივ: მაგ. იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება.
გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრივ: იშვიათად ან ერთელ შემთხვევებში, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით შეპყრობილ ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში შესაძლებელია ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, აგრეთვე იშემიური დაავადების გამწვავება, იშვიათად -გამტარებლობის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ცალკეულ შემთხვევებში გონების დაკარგვით მიმდინარე. გარდა ამისა ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრად მომატება ან დაქვეითება. არტერიული წნევის დაქვეითება ძირითადად გამოწვეულია პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებით.
გარდა ამისა შესაძლებელია თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიის განვითარება.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად აღინიშნება ცხელებებით, კანზე გამონაყარით, სისხლძარღვების კედლის ანთებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, სახსრების ტკივილით, პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილებებით, აგრეთვე სხვა ორგანოების მაგ. ფილტვების, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის და მიოკარდის დაზიანებით მიმდინარე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შენელებული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება მწვავე გენერალიზებული რეაქცია და მიოკალონუსით და ეოზინოფილიით მიმდინარე ტვინის გარსის ასეპტიური ანთება.
- აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
- პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების, მოთენთილობით მიმდინარე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, მადის დაკარგვის, ღებინების, კანის სიყვითლის ან ღვიძლის გადიდების, ცხელების, ყელის ტკივილის და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომების, აგრეთვე ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარე კანზე ალერგიული რეაქციების, ლაიელის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია, რომლის მიერ ხდება პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
- მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფინლეფსინით მკურნალობის შეწყვეტა.
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს როგორიცაა: მაგ. მოთენთილობა, მადის დაკარგვა, ღებინება, კანის სიყვითლე ან ღვიძლის გადიდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* ძვლის ტვინის ფუნქციის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები, ატრიოვენტირკულური ბლოკადა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, მისი კომპონენტების ანტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ, აგრეთვე მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია.
* ფინლეფსინის კომბინაცია ლითიუმის პრეპარატებთან ნებადართული არ არის.
* რადგან ფინლეფსინი იწვევს ახალი, ან უკვე არსებული აბსანსების გაძლიერებას. მისი გამოყენება აღნიშნული გულყრებით შეპყრობილ ავადმყოფებში ნებადართული არ არის. ფინლეფსინის გამოყენება მაოს-ინჰიბიტორებთან ერთად წინააღმდეგნაჩვენებია. აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტა წარმოებს არანაკლებ 2 კვირით ადრე ფენილეფსინით მკურნალობის დაწყებამდე.
* ფინლეფსინის დანიშვნა ჰემატოლოგიური დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების, გულის მწვავე უკმარისობის, ნატრიუმის ცვლის მოშლის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი მკვეთრად სჭარბობს შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ფინლეფსინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
არსებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის მე-20 და მე-40 დღეებს შორის ინიშნება პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა. სადღეღამისო დოზას, განსაკუთრებით ორსულობის შედარებით უფრო მგრძნობიარე პერიოდში ყოფენ რამდენიმე მცირე დოზაზე დღის განმავლობაში. ამ დროს რეკომენდებულია აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში.
იშვიათ შემთხვევებში ფინლეფსინის გამოყენებისას ადგილი აქვს ნაყოფის განვითარების სიმახინჯეებს, აგრეთვე ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას. შესაძლებლობის მიხედვით საჭიროა ფინლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისაგან თავის შეკავება, რადგან ამ დროს იზრდება ნაყოფის სიმახინჯეების განვითარების რისკი.
ფინლეფსინის ღვიძლის ფერმენტებზე მაინდუცირებელი მოქმედების გამო მიზანშეწონილია ფოლის მჟავას დანიშვნა ორსულობის დადგომამდე და ორსულობის პერიოდში.
ახალშობილებში ჰემორაგიული გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ვიტამინ K-ს პროფილაქტიკური შეყვანა დედის ორგანიზმში ორსულობის ბოლოს, ან ახალშობილში მისი დაბადებისთანავე.
ეპილეფსიით დაავადებისას, ბავშვის გაჩენის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ფინლეფსინი ექსკრეგირებს დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით, რის გამოც თერაპიული დოზებით პრეპარატის გამოყენება ნაყოფისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მხოლოდ ახალშობილის წონაში ცუდი მატების ან ძილიანობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფინლეფსინის დანიშვნა წარმოებს განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით, მხოლოდ მკურნალობის რისკისა და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის შეფასების შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში ფინლეფსინი ინიშნება შედარებით მცირე დოზებით.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ გვერდითი რეაქციების შესაძლებელი განვითარების, აგრეთვე პრეპარატის მიმართ მომატებული რეაქციების გამო რეკომენდებულია (განსაკუთრებით პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს) პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის შემდგომ პერიოდში კვირაში ერთხელ, ხოლო მოგვიანებით თვეში ერთხელ. მკურნალობიდან პირველი 6 თვის შემდეგ აღნიშნული ანალიზები კეთდება 2-4-ჯერ წელიწადში.
◄ ასევე რეგულარულად წარმოებს ფინლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების კონცენტრაციების კონტროლი სისხლის პლაზმაში მათი კომბინირების დროს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.
◄ ფინლეფსინით მკურნალობის შეწყვეტა ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში და მათი გადაყვანა სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე ხდება არა უეცრად, არამედ პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებით.
◄ გლაუკომით დაავადებულ პირებში საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. ფინლეფსინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მსგავსია და ხშირად შესაძლებელია მათი ერთმანეთში არევა.
◄ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება როგორიცაა: გადაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითება (ზოგჯერ სიყრუე), რომლის დროსაც სუსტდება სწრაფი რეაგირების უნარი. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას ნებადართული არ არის.
◄ ალკოჰოლი კიდევ უფრო ასუსტებს სწრაფი რეაგირების უნარს, რის გამოც მკურნალობის დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტრემორი, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, აღგზნება, სუნთქვის შესაძლო დათრგუნვით და არტერიული წნევის დაქვეითებით (ხშირად მომატებით) მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება და გამტარებლობის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ცნობიერების დაკარგვა სუნთქვის და გულის გაჩერებამდე.
ცალკეულ შემთხვევებში - ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გლუკოზურია ან აცეტონურია.
მკურნალობა: სიმპტომურია და წარმოებს სტაციონარის პირობებში.
სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.