ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები / Flavamed effervescent tablets

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ambroxol hydrochloride

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: Hermes Arzneimittel GmbH

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

გამოშვების ფორმა: 60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10

გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების აღწერა და გამოყენება

ფლავამედი® შუშხუნა  ტაბლეტები  -  არის  სამკურნალო  საშუალება,  რომელიც განკუთვნილია ნახველის გათხელებისთვის სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები გამოიყენება ბლანტი ნახველის წარმოქმნით მიმდინარე ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების  სამკურნალოდ. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების შედეგად ბლანტი ნახველი ხდება უფრო თხევადი და ადვილად გამოიყოფა სასუნთქი გზებიდან ხველის დროს.

2. პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: 

-  ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები) ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი) ან სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 ~პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების შემადგენლობა~).

- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების მიღებისას შემდეგ შემთხვევაში:

- თუ გამოვლინდა მწვავე ალერგიული რეაქცია კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

• სტივენს-ჯონსონის  სინდრომი – არის დაავადება, რომელსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, რომლის დროსაც კანი და ლორწოვანი გარსები იფარება გამონაყარით და ბუშტუკებით.

• სიცოცხლისათვის სახიფათო ლაიელის სინდრომი ცნობილია აგრეთვე ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის  სახელწოდებით. მისი  ნიშანია  კანზე  გამოვლენილი დამწვრობის მსგავსი ბუშტუკები.

ამიტომ კანზე ან ლორწოვან გარსებზე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს!

- თუ გაქვთ ჰისტამინის მიმართ აუტანლობა, თავი შეიკავეთ პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა  ტაბლეტების  ხანგრძლივი  მიღებისაგან,  რადგან  პრეპარატის  მოქმედი ნივთიერება ზეგავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეუძლია გამოიწვიოს აუტანლობის/ალერგიის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, კანის ქავილი და ა.შ.).

- თირკმელების  ფუნქციის  დარღვევის  ან  ღვიძლის  დაავადებების  შემთხვევაში, ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტები მიიღება სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით (ე.ი. დოზის შემცირებით ან პრეპარატის მიღებებს შორის დროის ინტერვალის გაზრდით; უფრო სრული ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს). თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს შესაძლებელია ორგანიზმში პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების აქტიური ნივთიერების დაშლის პროდუქტების დაგროვება.

- ჭარბი რაოდენობის ლორწოს წარმოქმნით მიმდინარე ბრონქების იშვიათი დაავადების შემთხვევაში (მაგალითად, პირველადი ცილიარული დისკინეზიის სინდრომი), რომლის დროსაც ნახველი არ გამოიყოფა ფილტვებიდან, ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

- წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების მიღების საკითხზე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რადგან მუკოლიზურ პრეპარატებს შეუძლია კუჭის ლორწოვანი გარსის მუკოზური ბარიერის დარღვევა. პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების წინ მიმართეთ ექიმს.

ბავშვები

ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში ნებადართულია მხოლოდ 12 წლის ასაკიდან.

სხვა სამკურნალო საშუალებები სმიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

ხველის დამთრგუნველი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგო საშუალებები)

პრეპარატი  ფლავამედი®     შუშხუნა  ტაბლეტების  მიღებისას  არ  შეიძლება  ხველის რეფლექსის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების მიღება  (ეგრედ წოდებული ხველის საწინააღმდეგო  პრეპარატები).  ხველის  რეფლექსი  მნიშვნელოვანია გათხიერებული ნახველის ამოსახველებლად და ფილტვებიდან ამოსაღებად.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში  ნებისმიერი  პრეპარატის  მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით!

ამჟამად ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების საკმარისი

გამოცდილება არ არსებობს. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება შესაძლებელია გადავიდეს დედის რძეში.

ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვა
პრეპარატი ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს) და სორბიტს

(დამატკბობელს). თუ თქვენთვის ცნობილია მკურნალი ექიმისგან, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების თითო ტაბლეტი შეიცავს 5,5 მილიმოლ (126,5 მგ) ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტების მიერ, ვინც აკონტროლებს ნატრიუმის მარილების მოხმარებას.

3. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების წესი
ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ზუსტად მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, პრეპარატი ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტების არასწორი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, ინსტრუქციის შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის.

თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზირება არის შემდეგი:

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქს. სადღეღამისო დოზა

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები

პირველი 2-3 დღის განმავლობაში ½  შუშხუნა ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 3 ჯერ დღე- ღამეში), შემდეგ ½  შუშხუნა ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2 ჯერ დღე-ღამეში).

1½  შუშხუნა ტაბლეტი (შეესაბამება 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)

მითითება:

მოზრდილთათვის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 ტაბლეტამდე ორჯერ დღე- ღამეში.

გამოყენების წესი

შუშხუნა ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში და აღნიშნული ხსნარი მიიღება საკვების მიღების შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

გამოყენების ხანგრძლივობა

არ  შეიძლება ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტების მიღება  4-5  დღეზე  მეტი  ხნის განმავლობაში ექიმის დანიშნულების გარეშე.

იმ შემთხვევაში თუ ჩივილები ისევ რჩება პრეპარატის მიღებიდან 4-5 დღის მერეც ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ფლავამედი®

შუშხუნა ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერია ან, პირიქით, არ არის საკმარისი.

პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დღეისათვის მოცემული პრეპარატით მოწამვლის მძიმე სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს. შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე მოუსვენრობა და დიარეა.

 დოზის მკვეთრად გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება და სისხლის წნევის დაცემა სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით.

ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ისეთი გადაუდებელი ზომების მიღება, როგორიცაა ხელოვნური ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა, უმეტეს შემთხვევაში არ ხდება აუცილებელი. გადაუდებელი ზომების მიღება საჭიროა მხოლოდ დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა დოზის გადაჭარბების ნიშნების შესაბამისად.

პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დოზის გამოტოვების

ან ძალიან დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შემდეგი მიღების დროს.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მოცემული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, ფლავამედი®  შუშხუნა ტაბლეტებსაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება.

გვერდითი მოვლენების შეფასებას საფუძვლად უდევს მათი გამოვლენის სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად:    10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1- ზე მეტს

ზოგჯერ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

იშვიათად: 1000  პაციენტიდან  1-ზე  ნაკლებს  და  10000  ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ძალიან იშვიათად: 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

ცნობილი არ არის: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია

გვერდითი მოქმედებები

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ზოგჯერ: გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: 

ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი 2. ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ფლავამედი®   შუშხუნა ტაბლეტების მიღებისას შემდეგ შემთხვევაში”)

ზოგადი დარღვევა და ადგილობრივი  რეაქციები:

ზოგჯერ: ალერგიული რექციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, ქავილი, ტემპერატურის მომატება.

ძალიან იშვიათად: გამოხატული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები შოკამდე. აუცილებელი ზომები რომელიმე   ზემოთაღნიშნული   გვერდითი   მოქმედების   განვითარების   შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება.

თუ რომელიმე ზემოთ მოყვანილი გვერდითი მოქმედება გაგირთულდათ, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები სშენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
დაიცავით შუშხუნა ტაბლეტები ტენისგან. გამოყენებისთანავე მჭიდროთ დაახურეთ ტუბს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების შემადგენლობა მოქმედი ნივთიერება: 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.

თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტები: ლიმონმჟავა უწყლო ნატრიუმის ჰიდროკარბონატი

ნატრიუმის კარბონატი უწყლო 

საქარინ-ნატრიუმი ნატრიუმის ციკლამატი ნატრიუმის ქლორიდი ნატრიუმის ციტრატი უწყლო ლაქტოზა მანიტი

სორბიტი

ალუბლის არომატიზატორი სიმეთიკონი

პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების აღწერა და შეფუთვა

მრგვალი თეთრი ტაბლეტები სწორი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. შუშხუნა ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

შეფუთვაში წარმოდგენილია 10 ან 20 ცალი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტი. შესაძლებელია გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს.

ვარგისობის ვადა3 წელი.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია