საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი ............  250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლაჟილი მიეკუთვნება ნიტრო-5-იმიდაზოლების ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი ანაერობული მიკროორგანიზმების - Peptostreptococcus, Clostridium sp., Bacteroides sp., Fusobacterium, Prevotella, Veilonella - მიმართ; თრგუნავს შემდეგი უმარტივესების განვითარებას: Trichomonas vaginalis, Giardia intestinalis (Lamblia intestinalis), Entamoeba histolytica. იგი აღწევს მიკრობის უჯრედის შიგნით, სადაც რედუქტაზების მოქმედებით ნიტროჯგუფების რედუქციის შედეგად ადგილი აქვს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც აინჰიბირებენ მიკროორგანიზმების დნმ-ის სინთეზს ან არღვევენ მის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას ფლაჟილი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-10 საათია. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უმნიშვნელოა და არ აღემატება 10-20%-ს. პრეპარატი სწრაფად აღწევს ქსოვილებში (ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, კანი, ნაღველი, თავ-ზურგ-ტვინის  სითხე, ნერწყვი, სათესლე სითხე, ვაგინალური სეკრეტი), ქალის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერში.

მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით. პრეპარატის  40-70% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით (მიღებული დოზის 20%-მდე გამოიყოფა შეუცვლელი სახით). ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი რჩება.

ჩვენებები:

  • ფლაჟილი გამოიყენება ამებიაზის, უროგენიტალური ტრიქომონიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტების, ლამბლიოზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ამებიაზის დროს ფლაჟილი ინიშნება 7 დღის განმავლობაში, შიგნით მისაღებად 1.5 გ დღეში 3 მიღებაზე (მოზრდილებში) და 30-40 მგ/კგ დღეში, ასევე 3 მიღებაზე (ბავშვებში).

ლამბლიოზის მკურნალობა წარმოებს 5 დღის განმავლობაში - მოზრდილებს ენიშნებათ 750-1000 მგ ფლაჟილი დღეში, 2-5 წლის ბავშვებს - 250 მგ დღეში; 5-10 წლის ბავშვებს - 375 მგ დღეში, ხოლო 10-15 წლის ბავშვებს - 500 მგ დღეში.

ტრიქომონიაზის დროს ქალები (ურეთრიტის და ვაგინიტის დროს) ფლაჟილი ინიშნება ერთჯერადად დოზით 2 გ, ან 10 დღიანი კურსის სახით: 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში.

არასპეციფიკური ვაგინიტების დროს ინიშნება 500 მგ ფლაჟილი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ანაერობული ინფექციების მკურნალობისას მოზრდილებს ენიშნებათ 1-1.5 გ დღეში, ხოლო ბავშვებს - 20-30 მგ/კგ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ლითონის გემო პირში, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები ჭინჭრის ციებისა და ქავილის სახით. ძალზე იშვიათად - კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები.

დიდი დოზებით ხანგრძლივ მკურნალობისას შესაძლებელია აღინიშნოს ლეიკოპენია, პერიფერიული ნევროპათიები, რომლებიც მცირდება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად.

ძალზე იშვიათად აღწერილია პანკრეატიტის შექცევადი შემთხვევები.

შესაძლებელია აღინიშნოს შარდის მოყავისფრო-წითლად შეფერვა, ფლაჟილის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პიგმენტების გამოყოფის გამო.

უკუჩვენებები:

* იმიდაზოლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.

* არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, რადგანაც მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის ინტრავენურად ხანგრძლივად შეყვანისას საჭიროა სისხლის სურათის კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.

◄ მკურნალობა უნდა შეწყდეს ატაქსიის, თავბრუსხვევის, ჰალუცინაციების გავლენისას, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების დროს.

◄ მეტრონიდაზოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტრეპონემების იმობილიზაცია, რაც ნელსონის ტესტის ცრუ დადებითი შედეგის მიზეზი ხდება.

◄ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.

◄ არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, ვინაიდან მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

სხვა წამლებთან ურთერთქმედება:

- არასასურველია ფლაჟილის ერთდროული მიღება დისულფირამთან (ესპერალთან), არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი), არაპოლარიზებად მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმი) და ლითიუმის პრეპარატებთან ერთად.

ერთდროული მიღებისას ფლაჟილი აძლიერებს ვარფარინის, ვეკურონიუმის მოქმედებას, ზრდის 5-ფტორურაცილის ტოქსიკურ ეფექტებს და ლითიუმის დონეს სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია