მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მონელების პროცესის გამაუმჯობესებელი ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.

1 დრაჟე

პანკრეატინი ...................   175 მგ

(ამილაზა - 3150, ლიპაზა - 1050, პროტეაზა - 210)

ჰემიცელულოზა ...............   50 მგ

ხარის ნაღველი ..............     25 მგ

სიმეთიკონი ..................     50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი, შაქარი, როგორც შემომგარსველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია პროტეოლიზური, ლიპაზური და ამილაზური აქტივობა. პანკრეატინის ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა შლის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს.

ჰემიცულელოზა ახდენს ცულულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.

ნაღვლის მჟავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას გააქტიურებასთან და ცხიმების დაშლასთან.

სიმეთიკონი არის გააქტიურებული დიმეტიკონი, რომელიც ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და ახდენს მათ გაერთიანებას. ეს განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.

ჩვენებები:

  • საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს;
  • ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან;
  • საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან;
  • რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 შემოგარსული დრაჟე კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს.

ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ 2 შემოგარსული დრაჟე.

გვერდითი მოვლენები:

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა.

უკუჩვენებები:

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

ფლატონი არ ინიშნება:

♦ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია;

♦ პაციენტებში, ღვიძლის დაავადებით, რომელთაც თან ახლავთ ბილირუბინის მაღალი დონე;

♦ სანაღვლე სადინარის ობსტრუქციის და ილეუსის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია