საერთაშორისო დასახელება:

FLUTICASONE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუტიკაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატი ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

არაფრეონული აეროზოლი ინჰალაციისათვის:

ბალონში 120 დოზა

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი ............    50 მკგ

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ბალონში 60 დოზა.

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი .........   125 მკგ

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი ........   250 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს ინჰალაციისათვის. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება. ამცირებს ანთებითი სიმპტომების გამოხატულებას და ხელს უშლის ბრონქული ასთმის გამწვავებას.

პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია (ბიოშეღწევადობა 1%-ზე ნაკლები).

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ინჰალაციის შედეგად ფილტვებში ხვდება პრეპარატის დოზის 10-20%. დანარჩენი ნაწილი იყლაპება.

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზმის პროცესში ღვიძლში წარმოიქმნება მხოლოდ ერთი მეტაბოლიტი, რომელიც არ არის აქტიური.

გამოყოფა: პრეპარატის გადაყლაპული დოზის 87-100% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ინტრავენური გამოყენებისას ადგილი აქვს სწრაფ პლაზმურ კლირენსს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ აღემატება 3 საათს.

პრეპარატის ინტრანაზალური და ინჰალაციური გამოყენება თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემაზე.

ჩვენებები:

  • ბრონქული ასთმის ანთების საწინააღმდეგო ბაზისური მკურნალობისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 16 წლის ასაკის ზევით ბრონქული ასთმის იოლი ფორმების დროს

რეკომენდებულია 100-250 მკგ 2-ჯერ დღეში.

საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმის დროს რეკომენდებულია 250-500 მკგ 2-ჯერ დღეში.

მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის შემთხვევაში რეკომენდებულია 500 მკგ 1 მგ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 4 წლის ასაკის ზევით:

ბრონქული ასთმის სიმძიმის მიხედვით 500-100 მკგ 2-ჯერ დღეში ყოველდღიურად.

პრეპარატის დოზის კორეგირება შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანის მხრივ კანდიდოზის მოვლენები, ხმის ჩახლეჩვა. შესაძლებელია პაროდოქსული ბრონქოსპაზმის განვითარება.

სისტემური რეაქციები: მათი განვითარების რისკი მატულობს ინჰალაციური გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღების დროს დიდ დოზებში და/ან გლუკოკორტიკოიდებით პერიოდული მკურნალობის შემთხვევაში. ბავშვებში სისტემური გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დადგენილი პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფლიქსოტიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფილტვების ტუბერკულოზით.

◄ ფლიქსოტიდი არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმის შეტევის კუპირებისათვის.

◄ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ მაღალ დოზებში გლუკოკორტიკოიდებს, ფლიქსოტიდით მათი შეცვლა წარმოებს თანდათანობით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

◄ არ შეიძლება ფლიქსოდიტით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა.

◄ კანდიდოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ინჰალაციის შემდეგ პირის გამორეცხვა.

◄ პარადოქსული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისათვის ფლიქსოტიდის ინჰალაციამდე აუცილებელია ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების ინჰალაცია.

◄ ინჰალაციურ გლუკოკორტიკოიდებზე გადასვლის დროს შესაძლებელია ალერგიული დაავადებების გამწვავება (ალერგიული რინიტი ან ეგზემა), რომელიც არ აღინიშნება სისტემური გლუკოკორტიკოიდების გამოყენების დროს. ამ დაავადებების მკურნალობა რეკომენდებულია ანტიჰისტამინური საშუალებებით და/ან ადგილობრივად გამოსაყენებელი შესაბამისი პრეპარატებით (მათ შორის გლუკოკორტიკოიდებით).

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილი აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დროებით დათრგუნვას. სპეციალური მკურნალობა არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია ფლიქსოტიდით მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის თერაპიული დოზებით. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია აღდგება რამდენიმე დღეში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დღიური დოზით 2 მგ, შესაძლებელია ქრონიკული ჭარბი დოზირება, რომელიც აგრეთვე გამოიხატება თირკმელზედა ჯირკვლის  ქერქის ფუნქციის დარღვევით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება ინფორმაცია სხვა წამლებთან ფლიქსოტიდის ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია