შემადგენლობა : 1 გრამი ტაბლეტი შეიცავს ცოცხალ ნაწლავური მიკროფლორის ბაქტერიებს რაოდენობით 1 გრამში 107.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
" ფლორანორმი " ანტიბაქტერიული ბიოლოგიური კომპლექსური პრეპარატია და წარმოადგენს ცოცხალი ნორმალური ნაწლავური ფლორის , ანუ : ბიფიდობაქტერიების , ლაქტობაქტერიების , კოლიბაქტერიების და ენტეროკოკების ბაქტერიალურ ნარევს .
პრეპარატის მიკრობული კომპონენტები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების , ლინკომიცინის , ამინოგლიკოზიდების , ტეტრაციკლინის მოქმედებისადმი , რაც თავის მხრივ განაპირობებს " ფლორანორმის " განსაკუთრებულ ეფექტურობას ანტიბიოტიკებით გამოწვეულ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში .
" ფლორანორმის " უფრო მაღალი ეფექტურობა იგივე ჯგუფის ფართოდ გავრცელებულ პრეპარატებთან შედარებით გამოწვეულია მისი მრავალკომპონენტიანობით .
პრეპარატი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს , ხელს უწყობს ორგანიზმში B და P ჯგუფის ვიტამინების სინთეზს , ხელს უშლის ნაწლავური დაავადებების გახანგრძლივებული ფორმების ჩამოყალიბებას , ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას .
მიღების წესი და დოზირება:
" ფლორანორმ " – ით მკურნალობა ნაჩვენებია მოზრდილ და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების შემთხვევაში :
- მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები ;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზები , მათ შორის ანტიბიოტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზები ;
- ნაწლავთა დისფუნქცია ან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების ამოთესვის შემთხვევაში;
- პოსტკლინიკურ პერიოდში მყოფი ავადმყოფები , რომლებმაც გადაიტანეს მწვავე ინფექციური , ნაწლავური დაავადებები , ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პერიოდში;
- სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ .
" ფლრანორმის " ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამადე 20-30 წუთით ადრე . მცირეწლოვან ბავშვებს აძლევენ დაფხვნილ და ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ან ტკბილ წყალში გახსნილ თითო ტაბლეტს დღეში 2– ჯერ , ხოლო მოზრდილებს სამკურნალოდ უნიშნავენ თითო ტაბლეტს დღეში –3 ჯერ .
მკურნალობის კურსი 5-6 კვირაა .
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:
" ფლორანორმის " მიღებისას არ იყო გამოვლენილი .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
არ არის აღწერილი .
ჭარბი დოზირება :
არ ახასიათებს .
გამოშვების ფორმა : 5 დოზიანი ტაბლეტები 10 ტაბლეტი შეკვრაში .
ვარგისიანობის ვადა: 2 წელია . ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ არის ტოქსიკური .
შენახვის პირობები : მშრალი , გრილი , სინათლისაგან დაცული ადგილი .
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი ).
მწარმოებელი ფირმა: შპს " ბიოფარმი -L L"( საქართველო )