საერთაშორისო დასახელება:

FLUPENTIXOL

მწარმოებელი: H.LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება: ფლუპენტიქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ფლუპენტიქსოლის დიჰიდროქლორიდი ........ 1 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ფლუპენტიქსოლის დიჰიდროქლორიდი .......  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. გარსი - ჟელატინი, საქაროზა, საქაროზის ფხვნილი RM 1050 რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) RM1099

საინექციო ზეთოვანი დეპო ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ფლუპენტიქსოლის დეკანოატი .........   20 მგ

საინექციო ზეთოვანი დეპო ხსნარი კუნთქვეშა შეყვანისათვის: ამპულაში, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ფლუპენტიქსოლის დეკანოატი .......  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტრიგლიცერიდები, აირ-შემავსებელი - არგონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუანქსოლი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ თიოქსანტენის წარმოებულს.

პრეპარატის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რაც როგორც ჩანს, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.

ფლუანქსოლს გააჩნია გამოხატული ანტიფსიქოზური, გამააქტივებელი და ანქსიოლიზური მოქმედება. ფლუანქსოლი განსაკუთრებით დადებით შედეგს იძლევა იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ფსიქოზები. პრეპარატი ახდენს ფსიქოზის ისეთი ძირითადი სიმპტომების რედუქცირებას, როგორიცაა ჰალუცინაციები, პარანოიდული ბოდვა და აზროვნების დარღვევა.

ფლუანქსოლი ახდენს ანტიაუტისტურ და გამააქტივირებელ მოქმედებას, ასევე ასუსტებს ხასიათის მეორად დარღვევას, რაც ხელს უწყობს ავადმყოფების დეპრესიული სიმპტომატიკით აქტივიზაციას, აძლიერებს მათ კომუნიკაბელურობას და უადვილებს მათ სოციალურ ადაპტაციას.

მცირე და საშუალო დოზებით (დღეში 25 მგ-მდე) ფლუანქსოლი არ ახდენს სედატიურ ზემოქმედებას, მაგრამ მაღალი დოზების დანიშვნისას შეიძლება განვითარდეს სედატიური ეფექტი.

მცირე დოზით მიღებისას (3 მგ-მდე) ფლუანქსოლი ახდენს ანტიდეპრესიულ ზემოქმედებას. ფლუანქსოლის ანტიფსიქოტიკური მოქმედება იწყებს გამოვლინებას უკვე 3 მგ-იანი დღიური დოზის დანიშვნის შემდეგ და მისი გამოხატულება იზრდება დოზის ზრდასთან ერთად.

პრეპარატი ასევე გამოიყენება დეპო-ინექციებისთვის, რადგანაც წარმოადგენს ფლუპენტიქსოლის დეპონირებულ ფორმას. დეპო ხსნარის ფორმით ფლუანქსოლს გააჩნია გაცილებით უფრო ხანგრძლივი მოქმედება, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს უწყვეტი ანტიფსიქოზური თერაპია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტთა მკურნალობისას, რომლებიც არ ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. ამგვარად, ფლუანქსოლი ამცირებს რეციდივებს, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტების მიერ პერორალური სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტასთან. ფლუანქსოლის ინექციები შეიძლება ჩატარდეს 2-4 კვირის ინტერვალით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ფლუპენტიქსოლის ბიომისაწვდომობა საშუალოდ შეადგენს 40%-ს. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-6 საათში.

ფლუპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტობილიტებს არ გააჩნია ნეიროლეფსიური აქტიურობა; ძირითადად გამოიყოფა განავალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. პრეპარატის ტაბლეტური ფორმის გამოყენებისას ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 35 საათს.

ინექციის შეყვანის შემდეგ (Z)-ფლუპენტიქსოლის დეკანოატი პერმანენტულად იხსნება აქტიურ კომპონენტ ცის (Z)-ფლუპენტიქსოლად და დეკანოვის მჟავას წარმოქმნით.

სისხლის შრატში ცის (Z)-ფლუპენტიქსოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს პირველი კვირის ბოლოს ინექციის შემდეგ; შრატში კონცენტრაცია ექსპონენციალურად მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდთან ერთად და შეადგენს დაახლოებით 3 კვირას, რაც ასახავს დეპოსგან პრეპარატის განთავისუფლების სიჩქარეს. ფლუპენტიქსოლის ფარმაკოკინეტიკური დოზა, რომელიც კუნთებში შეყავთ 40 მგ-ს ოდენობით 2 კვირაში ერთხელ, ექვივალენტურია ფლუპენტიქსოლის პერორალურად ყოველდღიური მიღების, 10 მგ დღე-ღამეში ოდენობით 2 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • ფსიქოზური მდგომარეობა გაძლიერებული ჰალუცინაციური სიმპტომატიკით, პარანოიდული ბოდვა და აზროვნების დარღვევა, რომელთაც თან სდევს აპათია, ანერგია და აუტიზმი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

3 მგ-იანი და მეტი დოზით (ფსიქოზების მკურნალობისას):

პრეპარატის დოზების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც წესი, თავიდან უნდა მოხდეს მცირე დოზების დანიშვნა, რომლებიც შემდეგ უნდა სწრაფად გაიზარდოს ოპტიმალურად ეფექტურ დონემდე კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე.

საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 3-15 მგ-ს, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 20-30 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი თერაპია - დღეში 5-20 მგ შეიძლება დაინიშნოს როგორც ერთჯერადი დილის დოზა.

დოზა 3 მგ-მდე (საზღვრულ ფსიქიატრიაში):

თავიდან 1 მგ-იანი ყოველდღიური ერთჯერადი დილის დოზა ან 0.5 მგ დღეში 2-ჯერ, ერთი კვირის შემდეგ, არასაკმარისი თერაპევტული ეფექტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 მგ-მდე დღეში. ყოველდღიური დოზა, რომელიც აღემატება 2 მგ-სა და 3 მგ-ს უნდა გადანაწილდეს რამდენიმე  მიღებაზე.

პაციენტებს, როგორც წესი, ფლუანქსოლზე რეაქცია ეწყებათ 2-3 დღეში. თუ მაქსიმალურ დოზას (3 მგ დღეში) არა აქვს ეფექტი კვირის განმავლობაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დეპო ხსნარი

მოზრდილებში: ფლუანქსოლის შეყვანა ხდება ღრმად კუნთებში საჯდომის არეში გარე ზემოთა ოთხკუთხედში. სხვა კუნთებში შეყვანა რეკომენდებული არ არის. დოზირება და ინექციებს შორის ინტერვალი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თერაპიული ეფექტის შესაბამისად.

ფლუანქსოლი 20 მგ/მლ: შემანარჩუნებელი მკურნალობისას დოზირების დიაპაზონი, როგორც წესი შეადგენს 20-40 მგ-ს (1-2 მლ) ყოველ 2-4 კვირაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო მაღალი დოზები ან ინექციებს შორის უფრო მოკლე ინტერვალები. თუ ფლუანქსოლის 20 მგ/მლ ხსნარის აუცილებელი მოცულობა აღემატება 2-3 მლ-ს ერთ შეყვანაზე, მაშინ რეკომენდებულია უფრო მაღალი კონცენტრაციის ხსნარზე გადასვლა (100 მგ/მლ).

ფლუანქსოლი 100 მგ/მლ: 50-200 მგ (0.5-2 მლ) ყოველ 2-4 კვირაში.

ავადმყოფობის გამწვავების ან მწვავე რეციდივის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატის შეყვანა 400 მგ-მდე დოზით მომენტალურად 2 ან 1 კვირის ინტერვალით. მწვავე სიმპტომატიკის კუპირების შემდეგ უნდა მოხდეს დოზირების ეტაპობრივი შემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე - როგორც წესი 20-200 მგ ყოველ 2-4 კვირაში.

ფლუანქსოლის პერორალური ფორმებით მკურნალობიდან ფლუანქსოლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადასვლისას, რომელიც კუნთებში შეჰყავთ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი სქემა:

ფლუანქსოლის სადღეღამისო დოზა ტაბლეტებში მგ-ში, გაძლიერებული 4-ჯერ=ფლუანქსოლის დოზას მგ-ში კუნთქვეშა საინექციო შეყვანისას 2 კვირის ინტერვალით.

ამასთან, პირველი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ფლუანქსოლის პერორალური მიღება, მაგრამ შემცირებული დოზით. მომდევნო დოზები და ინტერვალები ინექციებს შორის უნდა განისაზღვროს კლინიკური ეფექტის შესაბამისად. ფლუანქსოლის მაქსიმალური დოზა, რომელიც კუნთებში შეყავთ შეადგენს 400 მგ-ს ერთ კვირიანი ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, გაძლიერებული დაღლილობა, ფსიქომოტორული შეკავება, თავბრუსხვევა, მსუბუქი ექსტრაპირამიდული ჰიპერკინეტიკურ-ჰიპერტონული სინდრომი, აკატიზია, დისტონიური რეაქციები, გვიანი დისკინეზია, იშვიათად - ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, რომლის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია. კუნთების რიგიდობა და გონებრივი დარღვევები ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქციასთან ერთად. გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნეიროლეფსიურების მიღება, აუცილებელია ზოგადი შემანარჩუნებელი მეთოდებისა და სიმპტომატური მკურნალობის გამოყენება.

გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ: ორთოსტატური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სისხლის წარმოქმნელი ორგანოების მხრივ:

იშვიათად - გრანულოციტოპენია.

გრძნობის ორგანოების მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, ყაბზობა, ქოლესტატური სიყვითლე.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გალაქტორეა, გინეკომასტია, დისმენორეა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება, მადის მომატება, სხეულის მასის ზრდა, ოფლიანობა.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია.

ღვიძლის მხრივ: შესაძლებელია მცირე ცვლილებები „ღვიძლის“ სინჯებში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა თიოქსანტენური სტრუქტურის ნეიროლეფსიურების მიმართ.

* ცნს-ის დათრგუნვა ან ნებისმიერი წარმოშობის კომატოზური მდგომარეობები (მათ შორის თუ ისინი გამოწვეული ალკოჰოლით, ოპიატებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით).

* სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ფეოქრომოციტომა,

* ჰიპერმგრძნობელობა თიოქსანტენური სტრუქტურის ნეიროლეფსიურების მიმართ.

* ორსულობა, ლაქტაცია, ასევე ბავშვებში.

* არ უნდა დაენიშნოს მცირე დოზები (3 მგ-მდე) პაციენტებს ფსიქომოტორულ აგზნებულ მდგომარეობაში, რადგანაც ფლუანქსოლის გამააქტივებელმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის გამწვავება.

სიფრთხილის ზომები:

კრუნჩხვითი მოშლილობები, სისხლძარღვების დაავადებები (არტერიული წნევის ტრანზიტორული დაწევის საშიშროება), გლაუკომა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ალკოჰოლიზმი (შესაძლებელია გააძლიეროს ცნს-ის დათრგუნვა); სუნთქვის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია მწვავე ინფექციურ დაავადებებთან, ასთმასთან ან ფილტვების ემფიზემასთან; პარკინსონის დაავადება, ღვიძლის უკმარისობა, შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური გამოვლენით (შარდის შეკავების საშიშროება).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს ფსიქომოტორულ აგზნებულ მდგომარეობაში, რადგანაც ფლუანქსოლის გამააქტივებელმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის გამწვავება.

◄ დიაბეტის თანმდევი მკურნალობისას ფლუანქსოლის დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექცია.

◄ თუ პაციენტი მკურნალობს ნეიროლეფსიურებით ან ტრანკვილიზატორებით, მაშინ მათი მიღება ნელ-ნელა უნდა შეწყდეს. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, განსაკუთრებულად ფლუანქსოლის დიდი დოზებით მიღებისას აუცილებელია ჩატარდეს მკაცრი კონტროლი და პაციენტების მდგომარეობის პერიოდული შეფასება.

◄ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება ავტოტრანსპორტის გამოყენებისგან და პოტენციურად სახიფათო საქმიანობისგან, რომელიც საჭიროებს ყურადღების გაძლიერებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.

მკურნალობა: სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება გაქრეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით და სხვა ცენტრალური მოქმედების ანტიქოლინერგული პრეპარატებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფლუანქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება.

- არ არის რეკომენდებული ფლუანქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად, რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება.

- ფლუანქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპას, ადრენალინის და ნორადრენალინის (ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის) მოქმედება, ხოლო მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.

- ფლუანქსოლი არ უნდა შეერიოს სხვა საინექციო სითხეებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლის და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები - 3 წელი;

დეპო ხსნარი - 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია