საერთაშორისო დასახელება:
FLUCONAZOLE
მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ
მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულა: შეფუთვაში 1 ც.
1 კაფს.
ფლუკონაზოლი ........... 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ზედაპირული და სისტემური სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ფლუკონაზოლი მაღალსელექტიური პრეპარატია, რომელიც აინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს ლევერგოსტეროლიდან. იგი ეფექტურია იმ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Epidermophyton spp., Trichophiton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Paracoccidiodes brasiliensis და Histoplasma capsulatum. ფლუკონაზოლი პერორალური გამოყენებისას ადვილად შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა 90%-ზე მეტია. მისი შეწოვა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას 0.5-1.5 საათის განმავლობაში აღწევს და ნახევარგამოყოფის პერიოდი 30 სთ-ის ტოლია. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილებსა და ქსოვილოვან სითხეებში მაღალია, ხოლო მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალი (12%).
ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან ძირითადად შეუცვლელი სახით შარდთან ერთად (დაახლოებით 80%) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ინიშნება შემდეგი ინფექციების დროს:
- პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზური სტომატიტი და რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია) ფილტვების, საშარდე სისტემისა და კანის კანდიდოზური ინფექციები.
- პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან, ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პრევენციისათვის.
- ფლუზამედი ასევე ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციებისას: კანის ინფექციები, მაგალითად, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილების მიკოზები;
- კანდიდათი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგალითად, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები;
- ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქოენ პაციენტების სოკოვანი ინფექციები;
- შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, გამოწვეული კრიპტოკოკით, მაგალითად, კრიპტოკოკური მენინგიტი ან სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, კერძოდ, ფილტვებისა და კანის;
- ფლუზამედი გამოიყენება სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების, კერძოდ, მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.
- ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკისათვის (თუ იმუნური სისტემის ფუნქცია დარღვეულია).
- ფლუზამედი ასევე განკუთვნილია იშვიათი სოკოვანი ინფექციების, კერძოდ, კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
ფლუზამედის კაფსულები განკუთვნილია მხოლოდ per os მიღებისათვის. ფლუზამედის გამოყენება შეიძლება, როგორც ჭამის დროს, ასევე, საკვების მიღებათა შორის ინტერვალებში.
მოზრდილებში - პირისა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - 50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-14 დღისა და მეტი ხნის განმავლობაში.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები კბილის პროთეზის მომხმარებელ ავადმყოფებში - 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციასთან ერთად).
საყლაპავის, ფილტვების, საშარდე სისტემის კანდიდოზური ინფექციები და ასევე, კანისა და ლორწოვანების კანდიდოზები - 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
პირის ღრუსა და ხახის მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში - 150 მგ კვირაში ერთხელ.
სასქესო ორგანოების მწვავე კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა - 150 მგ ერთხელ კვირაში.
მორეციდივე (3 და მეტჯერ წელიწადში) ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტა - 150 მგ ერთხელ თვეში 4-12 თვის ან საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში.
კანის სოკოვანი ინფექციები - 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 150 მგ კვირაში ერთხელ 2-4 კვირის განმავლობაში.
ტერფების დერმატომიკოზებისას მკურნალობის ხანგრძლივობამ შესაძლოა 6 კვირას მიაღწიოს.
ქატოსებური ლიქენი - 300 მგ კვირაში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ავადმყოფისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე დოზა 300 მგ კვირაში იმ დროს, როდესაც სხვებისათვის საკმარისი შეიძლება იყოს 300-400 მგ ფლუზამედის ერთჯერადი მიღება. მკურნალობის სხვა სქემაა - 50 მგ ფლუზამედი ერთხელ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ფრჩხილების მიკოზები -150 მგ კვირაში ერთხელ, ჩვეულებრივ 3-6 თვის განმავლობაში (ხელებზე) და 6-დან 12 თვემდე (ფეხებზე).
შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები - 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების შემთხვევაში ფლუზამედის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.
მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის - 500-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში ინფექციის განვითარების მაღალი რისკის პერიოდში.
შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკური ინფექციებისას - 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 6-8 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკური ინფექციებისას, ფლუზამედის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში - 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების დროს - 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2 წლის და მეტი ხნის განმავლობაში.
4 კვირიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში - ლორწოვანი გარსის კანდიდოზური ინფექციები - 3 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში პირველ დღეს, შემდეგ 6 მგ/კგ დღე-ღამეში.
შინაგანი ორგანოების კანდიდოზური და კრიპტოკოკური ინფექციები - 6-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მაღალი რისკის დროს - 3-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში.
3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში - იგივე დოზას იღებენ ერთხელ 48 სთ-ში.
2 კვირამდე ასაკის ბავშვებში - იგივე დოზას იღებენ ერთხელ 72 სთ-ში.
ხანდაზმულ ადამიანებში - თირკმელების დაავადების არარსებობისას, ფლუზამედს ჩვეულებრივი დოზით ნიშნავენ.
ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით - თირკმელების ფუნქციის მიხედვით ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა.
იმ შემთხვევაში, თუ ფლუზამედის მიღება გამოტოვეთ, შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.
გვერდითი მოვლენები:
♦ ჩვეულებრივ, ავადმყოფები ფლუზამედს კარგად იტანენ, მაგრამ, ფლუზამედმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი რეაქციები: ღებინება, გულისრევა, აბდომინალური დისკომფორტი, ფაღარათი, მეტეორიზმი, აგრეთვე გამონაყარი.
♦ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფლუზამედს, ძალიან იშვიათად აღენიშნებათ ღვიძლის ტოქსიური დაზიანების ნიშნები. როგორც წესი, აღნიშნული მოვლენები გვხვდება მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებში და ჩვეულებრივ ისინი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.
♦ ფლუზამედის გამოყენებისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციური სინჯების, შარდისა და ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დადასტურდა მსგავსი ცვლილებების კავშირი ფლუზამედის მიღებასთან.
უკუჩვენებები:
* ფლუზამედი უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები მცირეა, ამიტომ ამ ავადმყოფებში უსაფრთხოების დონე დადგენილი არაა.
ფლუზამედის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ვინაიდან ფლუკონაზოლი მაღალი კონცენტრაციით სეკრეტირდება რძეში.
ჭარბი დოზირება:
ძალიან დიდი რაოდენობით ფლუზამედის ერთჯერადმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფლუზამედის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად. ის მაღალსელექტიურია სოკოების ენზიმების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ციტოქრომ P450-თან.
ფლუზამედი არ ცვლის ანტიპირინისა და ორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.