ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბიციკლურ ანტიდეპრესანტს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებული ცნს-ის ნეირონების სინაფსებში სეროტონინის უკუშეთვისების ინჰიბირებასთან. დეპრესიის არსებობისას გამოხატული კლინიკური ეფექტები ვითარდება 2-4 კვირის შემდეგ, ხოლო ობსესურ-კომპულსიური დარღვევებისას კი 4-6 კვირის შემდეგ.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 6-8 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად ფლუოქსეტინის მიღება გავლენას არ ახდენს მისი აბსორბციის ხარისხზე, მაგრამ შესაძლოა შეანელოს ამ უკანასკნელის შეწოვის სიჩქარე.

ფლუოქსეტინი მთლიანად ნაწილდება ორგანიზმში არსებულ სითხეებში. მისი პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 95%-ს. პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას ორგანიზმში შეიმჩნევა ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის დალექვა.

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატი იზოფერმენტ CYP2D6 სისტემებისა და ციტოქრომ 450-ის მეშვეობით ინტენსიურად ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტს - ნორფლუოქსეტინს, აგრეთვე სხვა არაქტიურ მეტაბოლიტებს.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. აქტიური ნივთიერების მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით ფლუოქსეტინის T1/2 შეადგენს 4-6 დღეს, ხოლო ნორფლუოქსეტინის კი 4-16 დღეს. პრეპარატის ნელი ტემპით გამოყოფა მისი მიღების შეწყვეტის შემდეგაც იწვევს ფლუოქსეტინის და ნორფლუოქსეტინის ორგანიზმში რამოდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებას.

ზოგიერთ პაციენტებში გენეტიკური დეფექტის გამო იზოფერმენტ CYP2D6 სისტემისა და ციტოქრომ 450-ის აქტიურობა დაქვეითებულია. ამ შეთხვევაში ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმი შენელებულია, რაც იწვევს სისხლის შრატში ფლუოქსეტინის კონცენტრაციის მომატებასა და ნორფლუოქსეტინის კონცენტრაციის შემცირებას. იგი არ იწვევს სისხლის შრატში ორი აქტიური ნაერთის სუმარული კონცენტრაციის გაზრდას და ფარმაკოდინამიკური ეფექტის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ამ დროს პრეპარატის გამოყოფა შენელებულია.

იმის გამო, რომ ფლუოქსეტინის უცვლელი სახით თირკმელებით გამოყოფა ხორციელდება უმნიშვნელო რაოდენობით, ამიტომ თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. პრეპარატით ხანგრძლივი დროით მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი კუმულაცია.

ჩვენებები

  • დეპრესიის და ობსესურ-კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.
  • ბულემიური ნევროზი.

დოზირების რეჟიმი

დეპრესიისა და ობსესურ-კომპულისური დარღვევების დროს ფლუოქსეტინის საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს (დილით). იმ შემთხვევაში თუკი პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ დღეღამური დოზა რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლებელია გავზარდოთ. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

დღეღამური დოზა, რომელიც 20 მგ-ს აჭარბებს რეკომენდირებულია მივიღოთ დღეღამეში ერთხელ (დილით) ან გავყოთ ორ მიღებაზე (დილას და შუადღისას).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, თანხმლები დაავადებების არსებობისას და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ურთიერთქმედებაში შედიან ფლუოქსეტინთან, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებას შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემების მხრივ: თავის ტკივილი, შიშის შეგრძნება, უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, ცახცახი, ღამის „კოშმარები“ აზროვნების პროცესის დარღვევა, აკატიზია, ატაქსია, დეპერსონალიზაცია, მანია, ნერვული ტიკი, მიოკლონია, ლოყისა და ენის სინდრომი, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მიდრიაზი, გემოს შეგრძნების დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დისპეფსია, დისფაგია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: აჩქარებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: კანის მხრის ჰემორაგიები.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ურტიკარია, გაძლიერებული ოფლდენა.

შარდგამომყოფი სისტემების მხრივ: შარდის გამოყოფის გაძნელება.

რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ორგაზმის არ არსებობა, ლიბიდოს დაქვეითება ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება შრატისმიერი ტიპის დაავადების მსგავსი რეაქციები. ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვადასხვა: ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, სისუსტე, სხეულის წონის დაქვეითება, მთქნარება.

უკუჩვენებები

* მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის მიღება და ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

* პრეპარატის მიღება მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ლაქტაციისა და ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის დადგენილი ორსულობის დროს ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ექსპერიმენტების შედეგად ნაყოფზე ფლუოქსეტინის უარყოფითი ზემოქმედება არ არის დადგენილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

არ არის დადგენილი ჩვილ ბავშვებში ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ თანმხლები დაავადებების ან იმ მდგომარეობის არსებობისას, რომლებიც პოტენციურად ახდენენ გავლენას ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმზე ან რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის მხრივ დარღვევას ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის დროს, განსაკუთრებით მისი მკურნალობის დასაწყისში. არსებობს ერთეული შემთხვევები პაციენტებში ხანგრძლივი კრუნჩხვების შესახებ, რომლებსაც ჩაუტარდათ ელექტროშოკური თერაპია და რომლებიც იყენებდნენ ფლუოქსეტინს.

♦ შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ვინაიდან მკურნალობის პროცესში შესაძლებელია პერორალური ჰიპოგლიკემია, ხოლო მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ კი ჰეპერგლიკემია. ამიტომ საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ნევროზების და სუიციდური ხასიათის დეპრესიების არსებობისას. საწყის ფაზაში მკურნალობა საჭიროა ვაკონტროლოთ პაციენტის მდგომარების მიხედვით.

♦ ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტის, აგრეთვე პრეპარატის ადექვატური დოზის შერჩევის შემთხვევაში აუციელებელია მხედველობაში მივიღოთ ფლუოქსეტინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა. ვინაიდან პრეპარატის დოზის კორექცია იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ცვლილებას მხოლოდ რამოდენიმი კვირის შემდეგ.

♦ პრეპარატას მიღებისას თუკი აღინიშნება კანზე ჰიპერემია, გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ანორექსიის განვითარების და სხეულის წონის დაქვეითებისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

♦ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 5 კვირით ადრე საჭიროა ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა.

♦ მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით (მაგ. ნიალამიდი, ფენელზინი) მკურნალობის დამთავრებას და ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებას შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს 14 დღეს, მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორით (მაგ. მოკლობემიდი) მკურნალობის დამთავრებისთანავე უშუალოდ ფლუოქსეტინის მიღებისას სეროტონინერგული სინდრომის განვითარება არ აღინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

♦ ფლუოქსეტინისა და დიურეზული საშუალებების (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში) ერთდროულად გამოყენება იწვევს ჰიპონატრიემიას. პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ნატრიუმის დონე ნორმალიზდება. შესაძლებელია, რომ ჰიპონატრიემია ვითარდება ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის გამო, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ფლუოქსეტინით მკურნალობისას.

♦ ფლუოქსეტინით მკურნალობისას მოსალოდნელია მძიმე ალერგიული რეაქციები (ცხელება, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ართრალგია, შეშუპება, შრატისმიერი დაავადება). იშვიათად შეიმჩნევა ანთებითი ან ფიბროზული ხასიათის ფილტვების დაზიანება, რესპირატორული დეპრესიული სინდრომი, პროტეინურია, სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. აღწერილია ლეტალური გამოსავალი.

♦ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ფლუოქსეტინით, მიზანშეწონილია თავი შეიკავონ ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

♦ ფლუოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ფლუოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში იკრძალება ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას. შემდგომში ამ საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი პრეპარატის მიმართ პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

ჭარბი დოზირება

გულისრევა, ღებინება, აგზნებადობა აფორიაქება, ჰიპომანია, კრუნჩხვები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომატური და ვიტალური ორგანოების შემანარჩუნებელი თერაპია.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არა აქვს გონება დაკარგული, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუცირება, გააქტივებული ნახშირის მიღება. უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში კუჭის ამორეცხვა შესაძლებელია მხოლოდ სუნთქვის და ჰემოდინამიკის პარამეტრების ნორმალიზებისას, სასუნთქი გზების გამტარიანობის შენარჩუნების პირობებში.

- გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის და ორგანიზმის სხვა სასიცოცხლო აუცილებელი ფუნქციების მუდმივი შემოწმება (მათ შორის ეკგ).

- კრუნჩვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

- მხედველობაში უნდა მივიღოთ ფორსირებული დიურეზი, პერიტონეალური დიალიზი, ჰემოდიალიზი, სისხლის გადასხმა მცირედ ეფექტურია (ფლუოქსეტინის მნიშვნელოვანი მოცულობითი განაწილების გამო).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ფლუოქსეტინის მაო-ს ინჰიბიტორებთან, ან ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტისთანავე ფლუოქსეტინის გამოყენება, ან მისი მიღების შეწყვეტისთანავე მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეროტონინერგული სინდრომის განვითარება (ჰიპერთემია, კუნთების რიგიდობა, მიოკლონია, ვეგეტატური ლაბილობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების სწრაფი დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა, ბოდვა, კომა, შესაძლოა ლეტალური გამოსავალი).

- ცალკეულ შემთხვევებში ვითარდებოდა ისეთი დარღვევები, რომლებიც ჰგვანან ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს. ფლუოქსეტინისა და ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგზნება, მოუსვენრობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები.

- ფლუოქსეტინის იმიპრამინთან და/ან დეზიპრამინთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში 2-10-ჯერ აღინიშნება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა. ეს ეფექტი შენარჩუნებულია ფლუოქსეტინის მიღების შეყვეტიდან 3 კვირის განმავლობაში. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ტრიციკლური ანტიდეპრესანტის შემოწმება და შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი დოზის შემცირება.

- ფლუოქსეტინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ლითიუმის სისხლის პლაზმაში, როგორც მომატებას, ასევე დაკლებას. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას სისხლის პლაზმაში საჭიროა ლითიუმის დონის რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

- ზოგიერთ პაციენტებში ფლუოქსეტინისა და დიაზეპამის კომბინაციისას აღინიშნება დიაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდა. პაციენტებს, რომლებიც სისტემატურად იყენებენ ფენიტოინს, ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებისას აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მისი ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები.

- ფლუოქსეტინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ფლუოქსეტინი ამუხრუჭებს იმ სამკურნალო საშუალებების ბიოტრანსფორმაციას, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ 450, CYP 2D6-ის დახმარებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, დებრიზოქინი, დექსტრომეტორფანი, ფლეკაინიდი, ეპკაინიდი, ვინდლასტინი, კარბამაზეპინი). ზემოთაღნიშნული პრეპარატების და ფლუოქსეტინის ერთდროული გამოყენებისას, ან თუკი გასული 5 კვირის განმავლობაში ტარდებოდა მათი მეშვეობით მკურნალობა, მაშინ საჭიროა ფლუოქსეტინის დოზის შემცირება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია