სავაჭრო სახელწოდება – Folrex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჯგ: ანალგეზიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალებები
მწარმოებელი ფირმა – Catalysis, S.L
მწარმოებელი ქვეყანა – ესპანეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 100გ ტუბი # 1
შემადგენლობა (100 გ-ზე):
წყალი – 79,35 გ
ნუშის ზეთი პეგ -6 ეთერი – 10,00 გ
ნატრიუმის ლაურილსულფატი – 10,00 გ
ცეტეარილის სპირტი – 0,50 გ
ფოლის მჟავა – 0,114 გ
სალიცილის მჟავა – 0,50 გ
მეთილპარაბენი – 0,10 მგ
BHT – 0,10 მგ
პროპილპარაბენი – 0,05 მგ
ჩვენებები:
კისრის, ბეჭების, მკლავების, სახსრების არეში ტკივილის და დისკომფორტის მოსახსნელი კრემი, გარეგანი
გამოყენებისათვის.
* რადიკულიტი
* ართრიტი
* რევმატიზმი
* სახსრების დაჭიმვა
* სქოლიოზი
* ანთებები
* დაჟეჟილობები
მიღების წესები და დოზირება:
წაისვით კრემის მცირე რაოდენობა დაზიანებულ არეში და გაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი მასაჟის გზით კრემის სრულ შეწოვამდე.
ეფექტი შეიმჩნევა პირველივე გამოყენების შემდეგ.
გამოიყენეთ კრემი საჭიროების შემთხვევაში.
დისკომფორტის მოსახსნელად საკმარისია კრემის დღეში 3-4-ჯერ გამოყენება.
შეიძლება გამოყენებული იქნას ორსული ქალებისა და ბავშვების მიერ, რადგანაც არ გააჩნია უკუჩვენებები.
უკუჩვენება:
არ არის დაფიქსირებული.
განსაკუთრებული მითითებები
ერიდეთ კრემის კონტაქტს თვალებთან და ლორწოვან გარსთან.
შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.