შემადგენლობა:
ფორკანი -50
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP 50 მგ
ფორკანი -150
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP 150 მგ
ფორკანი -200
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP 200 მგ
ფორკანი -100 DT
თითოეული დისპერსიული უგარსო ტაბლეტი შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP 100 მგ
ფორკანი I. V. საინექციო
თითოეული მლ შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP 2 მგ
ნატრიუმის ქლორიდი IP 0,9 % წ/ვ ( წონა / მოცულობა )
საინექციო წყალი IP ქ.ს.
აღწერილობა:
ფლუკონაზოლი არის ორმაგი ტრიაზოლის ანტიფუნგალური აგენტი , სტრუქტურულად დაკავშირებული იმიდაზოლ - წარმოებულ ანტიფუნგალებთან. ტრიაზოლის აზოლის რგოლის აზოტი აკავშირებს სოკოს ციტოქრომ P -450 ენზიმ ლანოსტეროლის ჰემურ კომპონენტს 14- დიმეთილაზას, რომელიც წყვეტს ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად, რაც იწვევს დარღვევების კასკადს მემბრანის განვლადობის მხრივ, მემბრანასთან დაკავშირებული ენზიმების აქტივობაში და ქიტინის სინთეზის კოორდინაციაში .
ჩვენებები:
ფორკანი ნაჩვენებია :
ლორწოვანის კანდიდოზები, როგორიცაა ოროფარინგეალური, ეზოფაგური, კან - ლორწოვანის და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზები, ვაგინალური კანდიდოზები და ა . შ .
სისტემური კანდიდოზები : კანდიდემია , დისემინირებული კანდიდოზები, პერიტონეუმის, ენდოკარდის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციები .
კრიპტოკოკოზი : კრიპტოკოკული მენინგიტი , როგორც პირველადი , ისე შემანარჩუნებელი თერაპია
სოკოვანი ინფექციის პრევენცია : პაციენტებში სიმსივნეებით, აივ ინფექციით, ინტენსიურ განყოფილებაში და იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში.
მიღების გზები და დოზირება:
მოზრდილები
ოროფარინგეალური კანდიდოზი : 200 მგ პირველ დღეს , შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში .
ეზოფაგური კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ 21 დღის განმავლობაში.
ვაგინალური კანდიდოზი : 150 მგ ერთჯერადი დოზა
სისტემური კანდიდოზი: 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ დღეში ერთხელ.
კრიპტოკოკული მენინგიტი: 400 მგ დატვირთვის დოზა, შემდგომ 200 მგ დღეში 10-12 კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩFშ გახდება კულტურაზე ნეგატიური.
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციის მიზნით შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ დღეში.
პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში : 50-400 მგ დღეში ერთხელ დაწყებული ნეიტროპენიის პიკამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება 7 დღე მას შემდეგ , რაც ნეიტროფილების რიცხვი > 1000 უჯრედი / მმ 3 .
ბავშვები
ლორწოვანის კანდიდოზები
2-4 კვირა : 3 მგ / კგ ყოველ 48 სთ - ში
4 კვირის შემდეგ : 3 მგ / კგ დღეში
სისტემური კანდიდოზები
2-4 კვირა : 6-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ - ში
4 კვირის შემდეგ : 6-12 მგ / კგ დღეში
პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში :
2-4 კვირა : 3-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ - ში
4 კვირის შემდეგ : 3-12 მგ / კგ დღეში
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას :
ფლუკონაზოლი ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად შეუცვლელი სახით . ამიტომ , პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის კორექცია ფუნქციის დარღვევის შესაბამისად და ის დამყარებული უნდა იყოს გაზომილ ან მიახლოებით გამოთვლილ კრეატინინის კლირენსზე პაციენტში.
რეკომენდებული დოზირება :
კრეატინინის კლირენსი ( მლ / წთ ) | დოზირება შიგნითა / დღიური დოზა |
>50 21-50 10-20 პაციენტები რეგულარულ ჰემოდიალიზზე | 24 სთ /100% 48 სთ /50% 72 სთ /25% დოზის 100 % ყოველი დიალიზის შემდეგ |
ინტრავენური ინფუზიის შეთავსებადობა – თუმცა პრეპარატის გახსნა არაა საჭირო , ფორკანის ი.ვ ინფუზია შეთავსებადია შემდეგ სითხეებთან :
- დექსტროზა 20%
- რინგერის ხსნარი
- ჰარტმანის ხსნარი
- კალიუმის ქლორიდი დექსტროზაში
- ნატრიუმის ბიკარბონატი
- ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9 %)
შერევა სხვა პრეპარატთან ინფუზიამდე არაა რეკომენდებული .
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან პრეპარატის დანამატების ან აზოლის შენაერთების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
ურთიერთქმედება:
- ანტიკოაგულანტები: ფლუკონაზოლი კუმარინის პრეპარატების პროთრომბინის დროს ზრდის, ამიტომ საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი.
- ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის დონე .
- ფენიტოინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენიტოინის დონეს და AUC - ს და შედეგად ფენიტოინის ტოქსიურობას .
- ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები : ფლუკონაზოლისა და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ერთდროული მიღება ( როგორიცაა სულფონილშარდოვანა დიაბეტიკებში ) იწვევს ანტიდიაბეტური პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდას და მეტაბოლიზმის შენელებას .
- რიფამპიცინი : ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღება ამცირებს AUC - ს ფლუკონაზოლისთვის 20 %- ით .
- თეოფილინი : ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს თეოფილინის კონცენტრაცია შრატში . საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი მათი ერთდროული მიღებისას .
ორსულობა
არ მოიპოვება ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულებში . ფორკანი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ მაშინ , როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკს .
ლაქტაციის პერიოდი
რამდენადაც პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძეში , იგი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში .
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება
იხ . მიღების გზები და დოზირება
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
იხ . მიღების გზები და დოზირება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
ღვიძლის ფუნქციის გადახრის დროს საჭიროა პაციენტის მონიტორინგი . იმუნოკომპრომიტირებულ პაციანტებში გამონაყარის განვითარებისას საჭიროა მონიტორინგი და პრეპარატის მიღების შეწყვეტა , თუ სიმპტომები პროგრესირებს .
გვერდითი ეფექტები
ჩვეულებრივ , ფლუკონაზოლი კარგად აიტანება . ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია : გულისრევა , ღებინება , მუცლის ტკივილი , თავის ტკივილი , გამონაყარი და დიარეა . შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების - ალტ - ის , ასტ - ის , ტუტე ფოსფატაზას და შრატის ბილირუბინის დონის ზომიერი მატება , რომელიც გარდამავალი და შექცევადია . სერიოზული ჰეპატოტოქსიურობა იშვიათია . კლინიკური გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ნანახი იქნა აივ - ინფიცირებულებში , ვიდრე არაინფიცირებულებში , თუმცა მოდელი იყო მსგავსი. იშვიათ შემთხვევებში აღნიშნულია ანაფილაქსიური რეაქციაც.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს დამხმარე ღონისძიებები და სიმპტომური თერაპია , კუჭის ლავაჟიც მათ შორის , საჭიროებისას .
ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა , ამდენად , ფორსირებული დიურეზი ზრდის მისი ელიმინაციის სიჩქარეს .
3 საათიანი დიალიზის პროცედურა ამცირებს პლაზმაში მის დონეს 50 %- ით .
შეფუთვის ფორმა
ფორკანი -50 ფირფიტა 4 კაფსულისგან
ფორკანი -150 ფირფიტა 1 კაფსულისგან
ფორკანი -200 ფირფიტა 4 კაფსულისგან
ფორკანი -100 Dთ ბლისტერი 4 ტაბლეტისგან
ფორკანი I. V. ფლაკონი , 100 მლ
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში .
აფთიქიდან გაცემის წესი
რეცეპტით
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
მწარმოებელი
Cipla Ltd, India