საერთაშორისო დასახელება:
diphenhydramin hidrochloride
მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL AG, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1% გარეგანი გამოყენების გელი 20გ ტუბში
100გ გელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ცეტილპირიდინის ქლორიდი .......... 0.1გ;
როგორც დამცავი საშუალება. მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატი, პოლიაკრილის მჟავა (კარბომერები), ტრომეტამოლი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები:
- მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.
მიღების წესები და დოზები:
თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანა უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ კვალს.
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
უკუჩვენება:
* ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
შენახვის პირობები და ვადები:
არ შეინახოთ 25°C-ს ზევით ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.