ქალმენი /CALMEN
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი ქალმენი შეიცავს:
ბარამბოს მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
კრაზანას მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 100 მგ
მაგნიუმი (Mg) (მაგნიუმის ციტრატის სახით) – 200 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 5 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელიც ახდენს მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დეფიციტის შევსებას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბარამბოს ექსტრაქტი:
ბარამბოს ექტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, ასევე გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით.
ბარამბოს ექსტრაქტში შემავალი აქტიური ნივთიერებები განაპირობებენ შემდეგ ეფექტებს: ციტრონელალი - სედაციურ, გერანოილი - სპაზმოლიზურ, ფენილპროპანოიდები - ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ, ტანინი - ანტიოქსიდანტურ და ანტიკანცეროგენულ მოქმედებას. ფლავანოიდებს გააჩნიათ შიშის, შფოთვისა და პანიკის შეტევების საწინააღმდეგო ეფექტი.
ბარამბოს ექსტრაქტისთვის ასევე დამახასიათებელია ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, მცირედ გამოხატული შარდმდენი და მადის მარეგულირებელი თვისებები.
კუნელის ექსტრაქტი:
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინებს, ტრიტერპენულ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს.
ქოლინი შედის მიელოიდური გარსის შემადგენლობაში, განაპირობებს მიელინის გარსის დაცვას. ქოლინი წარმოადგენს აცეტილქოლინის წინამორბედს, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი გადაცემისთვის, აუმჯობესებს ხანმოკლე მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. ქოლინი თრგუნავს ორგანიზმში ჰომოცისტეინის წარმოქმნას, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკს.
კუნელში შემავალი ფლავანოიდები განაპირობებენ მსუბუქ სედაციურ და სპაზმოლიზურ ეფექტს, წარმოადგენენ ანტიოქსიდანტებს, ხოლო მასში შემავალი გლიკოზიდები აუმჯობესებენ გულისა და სისხლძარღვების ფუნქციებს.
კრაზანას ექსტრაქტი:
კრაზანას ექსტრაქტს გააჩნია გამოხატული ანტიდეპრესიული, ანქსიოლიზური და სედაციური ეფექტი. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აწესრიგებს ძილ-ღვიძილის ფაზებს.
კრაზანას ექსტრაქტში შემავალი აქტიური ნივთიერება ახდენს ანტიდეპრესიულ მოქმედებას, ასევე განაპირობებს სედაციურ ეფექტს.
მასში შემავალი ფლავანოიდები აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, სტრესისადმი რეზისტენტობას, დასწავლის უნარს და მოტივაციას.
კრაზანას ექსტრაქტში შემავალი ფლავანოიდები და ალკალოიდები არეგულირებენ ნორადრენალინის კონცენტრაციას ცნს-ის სხვადასხვა უბანში, რითიც აიხსნება მისი შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტი.
მაგნიუმი (Mg):
მაგნიუმი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს. მაგნიუმი წარმოდგენილია ყველა უჯრედში და განაპირობებს მათ სასიცოცხლო ფუნქციებს.
მაგნიუმი მონაწილეობს ყველა ნეიროპეპტიდის სინთეზში ცნს და პნს-ში. მის კონცენტრაციაზეა დამოკიდებული გუნება-განწყობა, დასწავლა, ხასიათი, ემოცია, ძილი, მადა და ა.შ.
მაგნიუმი განაპირობებს ისეთი ელემენტების ტრანსპორტირებას და მათი კონცენტრაციის შენარჩუნებას უჯრედშიდა და უჯრედგარე სივრცეში, როგორიცაა კალციუმი, ამიტომ მისი როლი უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის შეუცვლელი. ნერვ-კუნთოვანი გადაცემა და შეკავებითი პროცესები შეუძლებელია მაგნიუმის იონების გარეშე.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი):
პირიდოქსინი აუცილებელი ვიტამინია ცნს-ის და პნს-ის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ნეიროპეპტიდების სინთეზში და ტრანსპორტირებაში, უზრუნველყოფს ნერვული უჯრედების იმუნურ დაცვას და რეგენერაციას.
პირიდოქსინი ასევე იღებს მონაწილეობას სისხლწარმოქმნისა და ცილების მეტაბოლიზმის პროცესში, მაგნიუმისა და ზოგიერთი მინერალის ათვისებისა და განაწილების პროცესში.
ფარმაკოკინეტიკა:
ქალმენი წარმოადგენს კომბინირებულ, მრავალკომპონენტიან პრეპარატს, ამიტომ მის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე დაკვირვება შეუძლებელია.
ჩვენებები:
• მომატებული ნერვული აგზნებადობა;
• დეპრესიული მგდომარეობები;
• ნერვული დაძაბულობა;
• შფოთვისა და პანიკის შეტევები;
• ემოციური გადაღლილობა:
• კლიმაქტერული ასაკისათვის დამახასიათებელი ნერვული აგზნებადობა;
• ასთენიური მდგომარეობები;
• სტრესის შემდგომი დაძაბულობა;
• ძილის დარღვევები;
• კუნთების ტკივილი და სპაზმი;
• კუჭ-ნაწლავის სპაზმი;
• ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა).
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
გვერდითი მოქმედება:
ქალმენი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
ქალმენი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.
ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.
ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჭარბი დოზირება:
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპია.
გამოყენების თავისებურებანი:
პრეპარატ ქალმენის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს არ არის რეკომენდებული ულტრაიისფერი სხივებით დასხივება (სოლარიუმი), ალკოჰოლის მიღება. თუ გამოვლინდა სისუსტე და ძილიანობა, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვისგან.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ქალმენის გამოყენებას ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქალმენი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.
გამოშვების ფორმა:
ქალმენი N 30. ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე (food supplement).
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “WISEPHARMA” დიდი ბრიტანეთი. მწარმოებელი “GRICAR CHIMICAL” S.R.L. - იტალია.