ქაცვის ზეთი

გენერიული დასახელება:
Hippophae rhamnoides

შემადგენლობა:
1გ ზეთი  შეიცავს:
კაროტინოიდების ჯამს (გადათვლით β-კაროტინზე) არანაკლებ 180მგ-სა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება

ფორმა:
ზეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროცესების ინტენსივობას და იცავს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს დაზიანებისაგან მასში შემავალი ცხიმში ხსნადი ბიოანტიოქსიდანტების მეშვეობით. პრეპარატი იწვევს რეპარაციული პროცესების სტიმულირებას კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს, მას გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიოსტატული) მოქმედება.

ჩვენება:
კანის და ლორწოვანი გარსების სხივური დაზიანება, გინეკოლოგიური დაავადებები (კოლპიტი, ენდოცერვიციტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია), კომპლექსურ თერაპიაში კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ზემო სასუნთქი გზების ანთებითი ქრონიკული დაავადებები (ფარინგიტი, ლარინგიტი), ჰაიმორიტი, თვალის რქოვანას წყლული.

წინააღმდეგჩვენება:
ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის  ანთებითი პროცესები, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

გვერდითი მოვლენები:
მწარე გემო პირში (პერორალური გამოყენებისას), წვის შეგრძნება (გარეგანი გამოყენებისას), შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება გარეგანად, პერორალურად ან ინჰალაციის სახით. კანის პათოლოგიური პროცესების დროს იგი ინიშნება ზეთოვანი საფენების სახით დღეგამოშვებით, კანის გაწმენდამდე ნეკროზული ქსოვილებისაგან, გრანულაციის წარმოქმნამდე.
გინეკოლოგიური დაავადებების დროს _ საშოს კედლის წინასწარი გასუფთავების შემდეგ დაიტანება (კოლპიტი, ენდოცერვიციტი) ბამბის ბურთულებით ან ტამპონების მეშვეობით (საშვილოსნოს ყელის ეროზია), რომლებიც გაჟღენთილია ზეთით (5-10მლ ერთ ტამპონზე, რომელსაც მჭიდროდ აჭერენ ეროზიის ადგილას, პროცედურა გრძელდება ყოველდღე). კოლპიტების მკურნალობის კურსი _ 10-15 პროცედურა, ენდოცერვიციტების და ეროზიების _ 8-12 პროცედურა. აუცილებლობის შემთხვევაში _ განმეორებითი კურსი 4-6 კვირის შემდეგ.
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება _ ქაცვის ზეთის 1 ჩაის კოვზი 2-3 ჯერ დღეში.
ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება ინჰალაციის სახით.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები არ მოიპოვება

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აღწერილი არ არის.

შენახვის ვადა:
18 თვე

შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას

შეფუთვა:
50მლ ფლაკონი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია