ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ქსოვილებში ჰისტამინის გამააქტივებელი ფერმენტის - დიამინოოქსიდაზას აქტივაციით. მას გააჩნია ანტიალერგიული, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატს ახასიათებს მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა, არ გააჩნია გამოხატული სედაციური და საძილე მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს ახასიათებს დაბალი ლიპოფილობა. იგი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ჩვენებები
- თივის ციება, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლის და საკვების მიღებასთან.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში - 20-50 მგ 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობისას იგი მეორდება.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ 2-3-ჯერ დღეში;
3-დან 8 წლამდე ასაკის - 1-15 მგ 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.
ცნს-ის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება.
ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.
♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
♦ რეკომენდებულია სისტემატური მკურნალობის წინ დადგინდეს იწვევს თუ არა ქიფენადინი სედაციურ ან საძილე მოქმედებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკური მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია.