ქლორჰექსიდინი
საერთაშორისო ქიმიური დასახელება : Chlorhexidine ;1,6- დი - პარა - ქლორფენილ - გუანიდო - ჰექსანი;
უსუნო სითხე.
შემადგენლობა : 100 მლ ხსნარი შეიცავს 0,25 მლ 20%- იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარს;
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი გამოყენების ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები
ათქ კოდი D08AC02
ფარმაკოლოგირი თვისებები
ფარმაკოდინამიკა . პრეპარატი ავლენს სწრაფ და გამოხატულ ბაქტერიოციდულ მოქმედებას გრამდადებითი დაგრამუარყოფითი ბვაქტერიების მიმართ . არ მოქმედებს ამ უკანაასკნელთა მჟავაგამძლე ფორმებზე , მიკრობულსპორებზე , ვირუსებზე , უმარტივეს სოკოებზე ; სუსტად მოქმედებს პროტეუსის და ფსეუდომონას ზოგიერთსახეობაზე . ასევე აქტიურია ტრეპონემების , გონოკოკების , ტრიქომონადების მიმართ . სტაბილურობის გამო ხელისკანის და საოპერაციო არის დამუშავების შემდეგ , მათზე მცირე რაოდენობით დარჩენის გამო აგრძელებსბაქტერიოციდულ მოქმედებას . ინარჩუნებს აქტივობას სისხლის და ჩირქის არსებობისას , თუმცა ოდნავ შემცირებულს.
წარმოადგენს ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებას . გამოყენებული კონცენტრაციიდან გამომდინარე ავლენსროგორც ბაქტერიოსტატულ , ასევე ბაქტერიოციდულ მოქმედებას . წყალხსნარების ბაქტერიოლოგიური მოქმედებავლინდება 0,01%- იანი და უფრო ნაკლები კონცენტრაციებისას ; ბაქტერიოციდული – 0,01%- ზე ნაკლებიკონცენტრაციისას , 22 °C ტემპერატურაზე 1 წუთის განმავლობაში . ფუნგიციდური ეფექტი – 0,05%- იანიკონცენტრაციისას , 22 °C ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში .
ფარმაკოკინეტიკა . ინტაქტურ კანში არ აღწევს .
მიღების ჩვენება
ოპერაციული ჭრილობის და ქირურგის ხელების დამუშავება , დამწვრობების , ჭრილობის ზედაპირების , ცისტიტისდეზინფექცია , ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა ( ათაშანგი , გონორეა , ტრიქომონიაზი ). როგორცსაპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ინფექციების დროს , ანტისეპტიკური დამუშავების დადეზინფექციისათვის . ყელ - ყურ - ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში ავადმყოფების ოპრაციის შემდგომიმოვლა . შენობების და სანიტარული მოწყობილობების დეზინფექცია.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიკროტრავმების სადეზინფექციოდ – 0,05% წყალხსნარი . მიკროტრავმებისას ჭრილობის ირგვლივ კანს ამუშავებენ ამხსნარით , რის შემდეგაც ადებენ ქლორჰექსიდინში დასველებულ საფენს და აფიქსირებენ ნახვევით ან ემპლასტროთი .
ვენერიული დაავადებების საპროფილაქტიკოდ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%- იანი ხსნარი ეფექტურია თუ ისგამოყენებულია სქესობრივი კავშირიდან არაუგვიანეს 2 საათში . განზავებული , 0,05% ხსნარი შეყავთ საშარდე მილში ,მამაკაცებში (2-3 მლ ), ქალებში (1-2 მლ ) და საშვილოსნოში (5-10 მლ ) 2-3 წუთით . ასევე აუცილებელია ბარძაყის შიდაზედაპირის , ბოქვენის , საქესო ორგანოების კანის დამუშავება . პროცედურის შემდეგ 2 საათის განმავლობაშიმოშარდვა არ შეიძლება . ოპერაციის შემდგომი მოვლისას ყელ - ყურ - ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში0,05A%- იან ხსნარს ნიშვანენ გამოსავლებად , დღეში 2-3- ჯერ . ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტებისკომპლექსურ მკურნალობას ატარებენ ურეთრაში ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%- იანი ხსნარის შესხურებისგზით , დღეში 1-2- ჯერ , მკურნალობის კურსი 10 დღე . პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით . შარდის ბუშტისგამოსარეცხად გამოიყენება 0,02% წყალხსნარი ( გასტერილებული ავტოკლავში 30 წთ - ის განმავლობაში ) გამორეცხვასაკეთებენ დღეში ერხელ , 4-12 დღის განმავლობაში (300-400 მლ პროცედურაზე )
შენობების დეზინფექცია: გამოიყენება სამედიცინო ინსტრუმენტების და სამუშაო ზედაპირების სადეზინფექციოდ ,ატარებენ ანტისეპტიკურში დასველებული სუფთა ღრუბლით , ან მასში 5 წუთით ჩატვირთვის გზით .
ქლორჰექსიდინის ხსნარი ასევე გამიყენება შენობების და სანიტარული მოწყობილობების სადეზინფექციოდ.
ხსნარების რეკომენდებული განზავება
პროცედურა |
პრეპარატის განზავება დაგამხსნელის სახე |
ხსნარის კონცენტრაცია, რომელიც შეიცავს ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატს |
სპეციალური მოთხოვნები |
ანტისეპტიკა გინეკოლოგიაში და მეანობაში |
1:400 |
0,05% |
გამოიყენება სტერილური წყალი. ხსნარის სტერილიზაციას ახდენენ ავტოკლავში 115-116 °C ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში |
ცისტოსკოპია, შარდის ბუშტის გამორეცხვა |
1:1000 წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში |
0,02% |
სტერილური ხსნარი |
მუცლის ღრუს პლევრის გამორეცხვა (ოპერაციული პროცედურები ) |
1:1000 წყალში |
0,02% |
სტერილური ხსნარი |
ანტისეპტიკა ურეთრის კათეტერიზაციისას |
1:400 |
0,05% |
სტრილურ გლიცერინთან ანტისეპტიკურად შერევა |
გვერდითი მოქმედება
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და ქავილი , დერმატიტები , ხელების კანისწებოვნევბა , რაც ნარჩუნდება 3-5 წუთის განმავლობაში , ფოტოსენსიბილიზაცია , კბილების ფერის შეცვლა , კბილისქვების გაჩენა და გემოვნების დარღვევა პირის ღრუში ანტისეპტიკური მიზნით ხანგრძლივად გამოყენებისას .
უკუჩვენება
მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი და ალერგიული დაავადებებისადმი , დერმატიტები , კანის ვირუსულიდაავადებები .
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება .
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად არ აბსორბირდება ( საჭიროა კუჭის ამორეცხვა , რძის , უმიკვერცხის , ჟელატინის ან რბილი საპნის გამოყენებით ) აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია .
არ არის რეკომენდებული კონიუნქტივის დასამუშავებლად .
დერმატიტების გაჩენის საშიშროების გამო ქლოჰექსიდინის ბიგლიკონატის გამოყენება იოდის პრპარატებთან ერთადრეკომენდებული არ არის . პაციენტებში ქალა - ტვინის ღია ტრავმებით , ზურგის ტვინის დაზიანებით , დაფის აპკისპერფორაციით , საჭიროა პრეპარატის თავის ტვინის ზედაპირზე , ტვინის გარსებზე და დაფის ღრუში მოხვედრისგანთავის დაცვა . არ შეიძლება ქლოჰექსიდინის ბიგლუკონატის შერევა სხვა სადეზინფექციო და სარეცხ საშუალებებთან .ქსოვილებზე , რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ქლორჰექსიდინთან კონტაქტში , ჰიპოქლორული მათეთრებელისაშუალებების მოხვედრისას შეიძლება გაჩნდეს ყავისფერი ლაქები . ტანსაცმელი რომელიც იმყოფებოდაქლოჰექსიდინთან კონტაქტში არ უნდა დამუშავდეს აქტიური ქლორის გამომყოფი ჰიპოქლორული და სხვაშენაერთებით . არ უნდა განზავდეს ხისტი წყლით . წყალხსნარების სტერილიზაცია შეიძლება ავტოკლავში 116 °C - ზე30 წუთის განმავლობაში . არ შეიძლება მაიონიზებელი გამოსხივებით სტერილიზაცია .
სიფრთხილით – საბავშვო ასაკი (18 წლამდე )
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სიჩქარეზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციის სიჩქარეზე .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს ბაქტერიების მგრძნობელობას ლევომიცეტინის , კანამიცინის სუფატის , ცეფალოსპორინების ,ქლორამფენიკოლის მიმართ . ეთანოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას . შეთავსებადია კათიონური ჯგუფისშემცველ პრეპარატებთან ( ბენზალკონიუმის ქლორიდი , ცენტრიმონიუმის ბრომიდი ).
შენახვის პირობები
15 - 25°C ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
გამოშვების ფორმა
100მლ, მრავალდოზიანი კონტეინერი
გაცემის რეჟიმი
ურეცეპტოდ