ამინომჟავები (5%) და სორბიტოლი (10%) საინფუზიო ხსნარი ელექტროლიტებთან ერთად 500 მლ ფლაკონი
სამკურნალო ფორმა: გამჭვირვალე, კრისტალური ამინომჟავების, სორბიტოლისა და ელექტროლიტების შემცველი საინფუზიო ხსნარი
აღწრილობა: უფეროდან ბაცი მოყვითალი შეფერილობის ხსნარი

შემადგენლობა გ/ლ  
ამინომჟავების საერთო შემცველობა 50 გ/ლ
სორბიტოლი 100გ/ლ
აზოტის საერთო შემცველობა 8 გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა 1140 მოსმ/ლ
ენერგეტიკული ღირებულება 600 კკალ/ლ
Na+ 45 მმოლ/ლ
K+ 25 მმოლ/ლ
Mg 2+ 2.5 მმოლ/ლ
Cl- 31 მმოლ/ლ
აცეტატი 59 მმოლ/ლ
ამინომჟავების შემცველობა გ/100 მლ  
L-იზოლეიცინი 0.255
L – ლეიცინი 0.445
L – ლიზინის ჰიდროქლორიდი 0.35
L-მეთიონინი 0.19
L-ფენილალანინი 0.255
L-თრეონინი 0.205
L-ტრიპტოფანი 0.09
L-ვალინი 0.24
L-არგინინი 0.46
L-ჰისტიდინი 0.26
L-გლიცინი 0,395
L-ალანინი 0,685
L-გლუტამინის მჟავა 0.23
L-ასპარტის მჟავა 0,065
L – პროლინი 0,445
L – სერინი 0.12
L-თიროზინი 0.03
L-ასპარაგინი 0.186
L – ცისტეინ ჰიდროქლორიდი 0.036
L-აცეტილთიროზინი 0.043
L-ორნითინ ჰიდროქლორიდი 0.16
L-ვაშლის მჟავა 0.1
ნატრიუმის აცეტატი 0.395
კალიუმის აცეტატი 0.245
მაგნიუმის აცეტატი 0.056
ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი 0.14
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 0.02

პრეპარატი შეიცავს ამინომჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით . ყველა ამინომჟავა იმყოფება L- ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მათ პირდაპირ მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში
რვავე შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია: (L-ვალინი, L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, L- ლიზინი, L- მეთიონინი, L- ტრეონინი, L-ფენილალანინი, L- ტრიფტოფანი;), 
L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, და L- ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით)აკმაყოფილებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ისინი პირდაპირ შეითვისება პერიფერიული ქსოვილების მიერ (მათი მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ღვიძლის დაზიანების ხარისხზე), ამცირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არომატული ამინომჟავების შეთვისებას და შესვლას, ამცირებენ რა ღვიძლის ენცეფალოპათიის გამოვლენას, ანორმალიზებენ ორგანიზმში ენერგეტიკულ და აზოტურ ბალანსს.
ორი პირობითად ცვლადი ამინომჟავა: 
(L- არგინინი და L- ჰისტიდინი), რომლებიც სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში, მაგრამ ზოგიერთი პათფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა) და პატარა ბავშვებში მათი კონცენტრაცია არ აღწევს აუცილებელ დონეს. L- არგინინი ხელს უწყობს ამიაკის შარდოვანად გარდაქმნას, აკავშირებს ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში ცილების კატაბოლიზმით..
ხუთი ცვლადი ამინომჟავა: 
რომლებიც უზრუნველყოფენ ღვიძლის დაავადებით მქონე პაციენტების ადექვატურ ნივთიერებათა ცვლას.
სორბიტოლი: ენეტგიის წყარო, რომელიც მეტაბოლიზდება ორგანიზმში ინსულინის გარეშე.
მასში შემავალი ელექტროლიტების რაოდენობა აკმაყოფილებს ორგანიზმისნორმალურ მოთხოვნილებას. კათიონები და ანიონები უზრუნველყოფენ ხსნარის ჰიპეროსმოლარობას (1140 მოსმოლ/ლ) წარმოადგენენ რა ჰომეოსტაზის შემანარჩუნებელ ელემენტებს.

ხსნარი კლინიკურად კარგად არის აპრობირებული


რეკომენდებულია სრული ან ნაწილობრივი პარენტერალური კვებისთვის. ინიშნება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ცილების ნაკლებობის დროს მათი გამოხატული უკმარისობის ან ჭარბი მოთხოვნილების შემთხვევაში.
1. საკვების მიღების შეუზლებლობისას, უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, პროლონგირებული კომის დროს. 
2. ქირურგიაში: 
• როდესაც კვება შეუზლებელია , ან არასასურველია.
• ინტრაოპერაციული პერიოდის სხვადასხვა გართულებების შემთხვეაში, მაგ: სისხლდენის და კლინიკური სიკვდილის დროს. იხმარება აგრეთვე ოპერაციის შემდგფომი გართულებების დროს: აბსცესი, ნაკერების და ასევე თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული გართულებებისას, 
• მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტრამვების დროს.
• ყველა ხარისხის დამწვრობისას, რომელსაც თან ახლავს ჭრილობიდან უხვი ჩირქდენა ან დაჩირქება.
• საყლაპავის და კუჭის ეროზიული დაზიანებისას
• კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტენოზი
• დიფუზური პერიტონიტი
• ოსტეომიელიტი
• პაციენტის ხელოვნური ვენტილაციის პირეობებში ხანგრზლივად ყოფნისას 
• ოპერაცია რომელსაც თან ახლავს კატაბოლური რეაქცია: ( სიმსივნის ამოკვეთა, ენდოკრინოლოგიურ ორგანოებზე , ნეირო ქირურგია)
• ოპერაციის შემდგომი ენერგიის პროტეინული დაფიციტისას ( წონაში დაკლება, ტროფიკული დაავადებები)
• მრავლობითი მოტეხილობები.
3. ნევროლოგიური და მენტალური დაავადებები, , როდესაც შეუძლერბელია ნორმალური კვება
4. მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლენიც გამოწვეულია ძლიერი ინტოქსიკაციით: ფილტვების ანთება, ქრონიკული დიარეა, ანაერობული ინფექციები.
5. ყველა ეტიოლოგიური და კლინიკური ფორმები მწვავე პროტეინული ენერგოდეფიციტის დროს. (ენდოკრინული, პსოქოგენური, სიომსივნის, კახექსიის დროს) 

გასტროინტესტინური დაავადებების მძიმე შემთხვევები (ობსტრუქცია, მალაბსორბცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და ნაწლავური ფისტულები), 
ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით), 
ცილების და ცხიმების დანაკარგის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია ენტერალური კვების გამოყენება: 
ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი), 
შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პარენტერულ კვებას (ავთვისებიანი დაავადებების დროს, ოპერაციის მოსამზადებლად და ოპერაციული ჩარევის შემდეგ).


ცელემინი 5-S Plus დოზირება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონასა და პაციენტის მდგომარეობაზე. 
მოზრდილებში:
1,0-1,5 გ ამინომჟავები / კგ წონაზე, , რომელიც არის 20-30 მლ–ხსნარის ექვივალენტი/კგ წონაზე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200-800 მლ.
ინფუზიის სიჩქარე: 60 წვეთი წუთში = 180 მლ /საათში.
ახალშობილებსა და ბავშვებში:
დღიური დოზა: 0,2-0,25 გ/კგ წონაზე.
ინფუზიის სიჩქარე: 15-20 წვეთი წუთში ინფუზიის დასაწყისში, მოგვიანებით 30-40 წვეთი წუთში.


გართულებები:
გართულებები აღინიშნება იშვიათად:
ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით, 
გულისრევა, ღებინება, 
ტაქიკარდია , არასასიამოვნო შეგრძნებაგულ–მკერდის არეში


ამინომჟავათა და სორბიტოლის მეტაბოლიზმის დარღვევები.
ღვიძლისმიერი კომა, 
თირკმლის მძიმე პროგრესირებადი დაზიანება.
ჰიპერჰიდრატაცია
ჰიპერტონული დეჰიდრატაცია
მეთანოლით ინტოქსიკაცია.
ჰიპერკალიემია


პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში .


ცელემინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს: 
კარდიოვასკულარული უკმარისობით
ჰიპონატრიემიით
აციდოზის მოვლენებით, როდესაც აღინიშნება : თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიერმია და შოკი.
ცელემინის სწრაფი გადასხმის შემთხვევაში ბავშვებში, რომლენბიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპერკალიემიას და ამიაკით გამოწვეულ ინტოქსიკაციას.


მაღალი დოზით დანიშვნამ ან სწრაფმა ინფუზიამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მხრივ დარღვევები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. თუ ინფუზია აუცილებელია, შესაძლოა მოგვიანებით გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად გადასხმა ხორციელდება ნელა! ჰიპერკალიემიის მოხსნის მიზნით, საჭიროა 200-500 მლ 10%–იანი გლუკოზის ხსნარის შეყვანა, 1-3 ერთეულ ინსულინთან ერთად გლუკოზის 3-5გ–ზე. პაციენტის სასიცოცხლო საფრთხის შემთხვევში საჭიროა დიალიზის პროცედურა.


არ არის რეკომენდირებული ცელემინი 5-S Plus – ის ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. პარენტერალური კვების პრეპარატებისა და სამკურნალო პრეპარატების ინფუზია უნდა წარმოებდეს ცალ ცალკესხვადასხვა ვენაში!
პრეპარატი არ არის შეთავსებადი ბლეომიცინის სულფატთან.
დაუშვებელია ცელემინი 5-S Plus –ის ინფუზია ბიკარბონატების შემცველ პრეპარატებთან, რაგან შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები PH- ის მხრივ. ხსნარის იონებთან ( Mg2+) წარმოქმნას უხსნადი კარბონატები. 
ინსულინისა და ცელემინი 5-S Plus –ის ხსნარის შერავა არ ამცირებს ინსულინის აქტივობას. ინსულინის 20-50 ერთეულის 1000 მლ ცელემინთან შერევისას, ხსნარი რჩება სტაბილური – 24 საათის განმავლობაში. 
ინსულინის უფრო მცირე დოზით გამოყებების შემთხვევაში, იგი გავლენას არ ახდენს ხსნარის სტაბილურობაზე. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ინსულინის ბოლუსური ინექცია, საჭიროა მისი შერევა უშუალოდ ამინომჟავების ხსნართან


შენახვის ვადა 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25ºC, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


ექიმის რეცეპტით

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია