მოქმედება:

ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.

შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
 
ვიტამინი A  - 800 მკგ; ვიტამინი B1  - 1.4 მგ; ვიტამინი B2  - 1.6 მგ; ვიტამინი B3 - 18 მგ; ვიტამინი B5   - 6 მგ; ვიტამინი B6   - 2 მგ; ვიტამინი B9 - 200 მკგ; ვიტამინი B12    - 1.0 მკგ; ვიტამინი H - 150 მკგ; ვიტამინი C - 75 მგ; ვიტამინი E - 10 მგ; ვიტამინი K  - 30 მკგ; კალციუმი - 200 მგ; ფოსფორი - 125 მგ; მაგნიუმი - 100 მგ; კალიუმი  - 80 მგ; რკინა - 5 მგ; იოდი - 100 მკგ; თუთია - 5 მგ; სპილენძი - 1 მგ; მოლიბდენი - 80 მკგ; ქრომი - 60 მკგ; სელენი - 30 მკგ. ვიტამინი D3   - 5.0 მკგ (200 სე);

ჩვენება:

- მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
- გადაღლა და სტრესი;
- არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
- ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
- რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

უკუჩვენება:
ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა.

შეფუთვა:
30 ტაბლეტი ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შპს "ავერსი-რაციონალი" საქართველო. 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია