მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.
100 გ
ხახვის თხიერი ექსტრაქტი ........10 გ
ნიორის თხიერი ექსტრაქტი .... 2 გ
გაფილტრული თაფლი ........... 80 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი, დისტილირებული წყალი, ალკოჰოლის შემცველობა 4-6%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობის სახით როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატული, ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
ცეპასმელი შეიცავს 80% გაფილტრულ თაფლს, რომლის არსებობა აძლიერებს პრეპარატის ანტიბაქტერიულ და საერთო მატონიზირებელ მოქმედებას, მაგრამ არ აუმჯობესებს სიროფის გემოს ხარისხს.
ჩვენებები:
- ქრონიკული ბრონქიტი;
- კატარული ანგინა;
- ლარინგიტი;
- გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადება;
- ბაქტერიული სტომატიტი.
მიღების წესი და დოზირება:
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფით (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.
უკუჩვენებები:
* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.
ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, ამიტომ მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.