ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს I თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის პერორალურად გამოსაყენებელ ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად, პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. იგი აქტიურია, როგორც გრამდადებითი (სტაფილოკოკები, პენიცილინაზამაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიის ჩხირი, ციმბირის წყლული), ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (შიგელა, სალმონელა, ნაწლავის და ჰემოფილური ჩხირი, კლებსიელა, პროტეუსის ზოგიერთი შტამები).
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების;
- შარდგამომყოფი გზების;
- ძვლების, კანის რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაავადებები.
დოზირების რეჟიმი
მიღების წესი დგინდება ინდივიდუალურად დაავადებების სიმძიმის, ინფექციების ლოკალიზაციის, გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით. მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში პრეპარატი ინიშნება საშუალო დოზით 1-2 გ 1-2 მიღებაზე დღეში.
40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება დოზით 25-50 მგ/კგ დღეში (სასურველია სუსპენზიის ფორმით) 1-2 მიღებაზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს.
A-ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.
თირკმელების ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ-ს. მიღებებს შორის ინტერვალები განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით: 0-10 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის არსებობისას იგი შეადგენს 36 სთ-ს; 10-25 მლ/წთ - 24 სთ-ს, ხოლო 25-50 მლ/წთ - 12 სთ-ს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, კანის ქავილი, ეოზინოფილია, ცალკეულ შემთხვევაში - კინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი). იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანდიდოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).
უკუჩვენებები
ცეფალოსპორინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართაც.
♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
♦ პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.