ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფალოსპორინული I თაობის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი. ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ფართოა გრამდადებითი (პენიცილინაზას წარმომქმნელი სტაფილოკოკები; სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიის ჩხირები) და, აგრეთვე, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებიც (მენინგოკოკები, გონოკოკები, შიგელები, სალმონელები, ნაწლავის ჩხირი) ცეფალექსინისადმი მგრძნობიარეა. არ მოქმედებს ლურჯჩირქოვან ჩხირზე, პროტეუსის ინდოლ-დადებით შტამებზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე, ანაერობულ მიკროორგანიზმებზე. მომნელებელი ტრაქტიდან კარგად შეიწოვება.

ჩვენებები

ცეფალექსინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადების მოვლენები:

  • მათ შორის სასუნთქი გზების ზედა და ქვედა განყოფილებებში;
  • შარდის გამომყოფ გზებში;
  • კანსა და რბილ ქსოვილებში;
  • შუაყურის ანთება (ოტიტი);
  • ოსტეომიელიტი;
  • ენდომეტრიტი;
  • გონორეა.

დოზირების რეჟიმი

დგინდება ინდივიდუალურად ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, აგრეთვე მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით.

ზრდასრულებში საშუალო დოზები 250-500 მგ ფარგლებშია ყოველი 6-12 საათში ერთჯერ; თუ საჭიროა, სადღეღამისო დოზა დასაშვებია 4-6 გ-მდე გაიზარდოს. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-დან - 14 დღემდე მერყეობს. ბავშვებში თუ სხეულის მასა 40 კგ ნაკლებია, საშუალო დღეღამური დოზა 25-50 მგ/კგ ფარგლებში უნდა იყოს დაცული. მიღების სიხშირე 4-ჯერ დღეღამეში. მძიმე ინფექციის შემთხვევაში კლინიკური სურათის განვითარების მიხედვით სადღეღამისო დოზა შეიძლება 100 მგ/კგ-მდე გაიზარდოს, ხოლო მიღების სიხშირე - 6-ჯერ დღეღამეში.

ბეტა-ჰემოლიზური - ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, უმადობა, ფაღარათი, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ეოზინოფილია; იშვიათად - კვინკეს შეშუპება, ართრალგიები), კანდიდოზი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა.

გამონაკლის შემთხვევებში - ცვლილებები პერიფერიულ სისხლში (შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია); ღვიძლის ტრანსამინაზების დროებითი გააქტივება; ჰალუცინაციები. აღწერილია ქოლესტაზური სიყვითლისა და ჰეპატიტის შემთხვევებიც.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო თირკმელებისა ან ღვიძლის გამოხატული ფუნქციური მოშლილობის შემთხვევებში;

♦ ანამნეზში აღნიშნული კოლიტიც მხედველობაშია მისაღები.

პენიცილინებისადმი ჭარბად მგრძნობიარე ავადმყოფებში მოსალოდნელა ალერგიული რეაქციების გამოვლინებები ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების საპასუხოდაც.

♦ ორსულობაში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის ნავარაუდევი სასარგებლო ეფექტი ნაყოფისა ან ბავშვისათვის პოტენციალურ რისკზე მნიშვნელოვანი იქნება.

♦ მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციის გამოვლენა, აგრეთვე შარდში ცრუდადებითი რეაქციაც შაქარზე.

♦ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია