ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო მაალკილირებელ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ციტოსტატურ და იმუნოდეპრესული ეფექტით. პრეპარატის ანტიკანცეროგენული მოქმედება რეალიზდება უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი იშლება ფოსფატაზების ზეგავლენით აქტიური კომპონენტების წარმოქმნით, რომლებსაც ახასიათებს მაალკილირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაქსიმუმი აღინიშნება ვენაში შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ, პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა, მაგრამ ზოგიერთი მეტაბოლიტების მათთან შეკავშირების ხარისხი აღემატება 60%-ს. იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეზღუდული რაოდენობით. პრეპარტი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში მიკროსომული ოქსიდაზური სისტემების მოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური მაალკილირებელი მეტაბოლიტები (4-OH ციკლოფოსფამიდი და ალდოფოსფამიდი), რომელთა ნაწილი შემდგომში ექვემდებარება ტრანსფორმაციას არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, ნაწილი კი ტრანსპორტირდება უჯრედებში, სადაც ფოსფატაზების ზემოქმედებით გარდაიქმნება მეტაბოლიტებად, რომლებსაც გააჩნიათ ციტოტოქსიკური მოქმედება. ვარაუდობენ, რომ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი რეალიზდება დნმ-სა და რნმ-ის ფილამენტებს შორის “განივი ნაკერების” წარმოქმნის და აგრეთვე ცილების სინთეზის ინჰიბირებით.

პრეპარატი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ამავე დროს, მისი დოზის 5-დან 25%-მდე ელიმინირდება შარდის უცვლელი სახით, ნახევრადგამოყოფის პერიოდით 3-12 სთ.

ჩვენებები

  • გამოიყენება მწვავე ლიმფობლასტური და ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფოგრანულომატოზის, არახოჯკინის ლიმფომების, მრავლობითი მიელომის, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბოს, ნეირობლასტომის, რეტინობლასტომის დროს.
  • იგი სხვა ანტიბლასტომურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენება ფილტვის კიბოს, ჰერმინოგენული სიმსივნეების, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის, შარდის ბუშტის კიბოს, რბილი ქსოვილების სარკომის, რეტიკულოსარკომის, იუინგის სარკომის, ვილმსის სიმსივნის, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შედის მრავალი ქიმიოთერაპიული მკურნალობის სქემაში, ამიტომ პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად და თითოეული შემთხვევის დროს საჭიროა სპეციალური ლიტერატურით ხელმძღვანელობა.

მოზრდილებსა და ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზისა და რეჟიმის მიხედვით:

- 50-100 მგ/კვ.მ; ყოველდღიურად 2-3 კვირის განმავლობაში;

- 100-200 მგ/კვ.მ 2-3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში;

- 600-750 მგ/კვ.მ. 2 კვირაში ერთხელ;

- 1500-2000 მგ/კვ.მ. 3-4 კვირაში ერთხელ 6-14 გ ჯამურ დოზამდე.

დოზა დგინდება მისი ანტიკანცეროგენული მოქმედების ეფექტით და/ან ლეიკოპენიის მიხედვით. ციკლოფოსფამიდის და სიმსივნის სხვა საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მისი და სხვა საშუალებების დოზის შემცირება.

ციკლოფოსფამიდის შეყვანა შესაძლებელია - ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით, კუნთებში, მუცლის ღრუში ან ინტრაპლევრულად. შეყვანის წინ პრეპარატს ხსნიან საინექციო წყალში.

გვერდითი მოვლენები

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიკური ეფექტები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისას. ლეიკოპენიის დროს ჰემოპოეზის აღდგენა ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

კანის მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმების ზრდა იწყება მკურნალობის კურსის დამთავრებისას ან მისი გახანგრძლივების შემთხვევაში. ხანდახან მკურნალობის პროცესში ვითარდება კანზე გამონაყარი. პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი: ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათად ზემოაღნიშნული შემთხვევები ატარებენ მძიმე ხასიათს და შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი. ასევე მოსალოდნელია შარდის ბუშტის ფიბროზი, რომლის თანმხლებია ცისტიტი და/ან მის გარეშე, რომელიც იშვიათად ატარებს გავრცელებულ ხასიათს. შარდში შესაძლებელია შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ცისტიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს ჰიდრატაცია. ჰემორაგიული ცისტიტის მძიმე ფორმის არსებობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ინფექციები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის იმუნოსუპრესია შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება.

პრეპარატის დოზით 4.5-10 გ/კვ.მ (120-დან 270 მგ/კგ) რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კარდიოტოქსიკურობის ნიშნები, ჩვეულებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ინტენსიური კომბინირებული თერაპიის დროს. ამასთანავე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე ხარისხის გულის შეგუბებით უკმარისობას ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, რაც განპირობებულია ჰემორაგიული მიოკარდიტით. ელექტროკარდიოგრაფიული ან ექოკარდიოგრაფიული კვლევებით პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ კარდიოტოქსიკურობა გამოწვეული პრეპარატის მაღალი დოზის გამოყენებით, არ აღინიშნებოდა მიოკარდის მდგომარეობის მხრივ რაიმე ნარჩენი ცვლილებები.

პრეპარატი აძლიერებს დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიკურ მოქმედებას.

სასუნთქი გზების მხრივ: არსებობს მონაცემები ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა. პრეპარატს შესწევს უნარი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გამოიწვიოს სტერილობა, რომელიც ზოგიერთ პაციენტებში ატარებს შეუქცევად ხასიათს.

ქალების დიდ ნაწილში ვითარდება ამენორეა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ გოგონებში, მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად, ისევე როგორც ნორმალურად მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, შემდგომში ჩასახვისათვის მზად ყოფნით.

მამაკაცებში პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია ოლიგოსპერმიის ან აზოოსპერმიის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის ნორმალური სეკრეციის ფონზე გონადოტროპინის დონის მომატებასთან. აღნიშნულ პაციენტებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება არ აღინიშნება. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ ვაჟებში მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად მოსალოდნელია ოლიგოსპერმიის. ან აზოოსპერმიის და გონადოტროპინების სეკრეციის მომატება. შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა ხარისხის ატროფია. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული აზოოსპერმია, ატარებს შექცევად ხასიათს, მაგრამ დარღვეული ფუნქციის აღდგენა მოსალოდნელია მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ.

კანცეროგენობა: ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ პრეპარატით მკურნალობა მონოთერაპიით ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, აგრეთვე მკურნალობა სხვა მეთოდებით ვითარდებოდა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ხშირად ეს იყო შარდის ბუშტის სიმსივნეები (ჩვეულებრივ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე დაავადებულნი იყვნენ ჰემორაგიული ცისტიტით), მიელოპროლიფერაციული ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. მეორადი სიმსივნეები შედარებით ხშირად ვითარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პირველადი მიელოპროლიფერაციული ავთვისებიანი სიმსივნეები, ან კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე იმუნური პროცესის დარღვევები. ზოგ შემთხვევებში მეორადი სიმსივნეები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

უკუჩვენებები

* ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა;

* ციკლოფოსფამიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება

არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ვიტალური შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება. ინფექციების მკურნალობა, მიელოსუპრესიის და/ან კარდიოტოქსიკურობის შესაბამისი მკურნალობით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს პაციენტების მდგომარეობას. ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიკური ეფექტები შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:

♦ ლეიკოპენია;

♦ თრომბოციტოპენია;

♦ ძვლის ტვინის ინფილტრაცია სიმსივნური უჯრედებით;

♦ ადრე ჩატარებული სხივური თერაპია;

♦ სხვა ციტოტოქსიკური საშუალებით ადრე ჩატარებული თერაპია;

♦ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

♦ თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

♦ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის ანალიზის ჩატარება (განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს  ნეიტროფილებსა და თრომბოციტებს), ჰემოპოეზის დათრგუნვის ხარისხის შესაფასებლად, ასევე რეკომენდებულია შარდის ანალიზის ჩატარება, მასში ერითროციტების არსებობის გამოსავლენად, რაც შეიძლება წინ უსწრებდეს ჰემორაგიული ცისტიტის განვითარებას.

1 კვ.მმ-ში 2500-მდე ლეიკოციტების და/ან 100000-მდე თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ქალებში მკურნალობის პერიოდში საჭიროა საიმედო კონტრაცეპტივის გამოყენება.

♦ ადრენალექტომია: პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ადრენალექტომია აუცილებელია როგორც სტეროიდული საშუალების, ასევე პრეპარატის დოზის კორექცია.

♦ ჭრილობის შეხორცება: პრეპარატი ხელს უშლის ნორმალური რეგენერაციის პროცესს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მეტაბოლიზმის სიჩქარე და ლეიკოპენიის გამოწვევის უნარი იზრდება მასთან ერთად ფენობარბიტალის მაღალი დოზის ქრონიკული მიღებით.

პრეპარატი ხელს უწყობს სუქცინილქოლინ ქლორიდის მოქმედების პოტენცირებას. ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი 10 დღის განმავლობაში თუ პაციენტი ღებულობს ციკლოფოსფამიდს, ამის შესახებ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია