საერთაშორისო დასახელება:
CIPROFLOXACIN
მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინი ........ 250 მგ
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინი .......... 500 მგ
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 1 ტაბ. შეფუთვაში 1 და 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინი ......... 750 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
ციპროფლოქსაცინი ........ 10 მგ 100 მგ
(ლაქტატის სახით)
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ
1 მლ 1 ფლ.
ციპროფლოქსაცინი ........ 2 მგ 100 მგ
(ლაქტატის სახით)
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ
1 მლ 1 ფლ.
ციპროფლოქსაცინი ......... 2 მგ 200 მგ
(ლაქტატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები:
რძემჟავა, მარილმჟავა, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპრინოლი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სინთეტიკური ქიმიოთერაპიული საშუალებაა, რომელიც განეკუთვნება მიკრობების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ქინოლონების ჯგუფს. ბაქტერიული გირაზას სუბერთეულის ინჰიბირებით, ციპრინოლი ანელებს ბაქტერიული დნმ-ს რეპლიკაციას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისათვის.
პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მოქმედებაზე მდგრადი მიკროორგანიზმების მიმართ. ციპროფლოქსაცინის in vitro მიმართ მგრძნობიარენი არიან შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: ენტერობაქტერიები (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.), სხვა.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი შიდაუჯრედული გამაღიზიანებელი - Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphtheriae;
გრამ-დადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae). მეთიცილინის მიმართ მდგრადი სტაფილოკოკთა უმეტესობა, მდგრადნი არიან ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
მგრძნობელობა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium (მოთავსებული უჯრედი შიგნით) - ზომიერია (მათ დასათრგუნად საჭიროა დიდი კონცენტრაციები). პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია: Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides. არაეფექტურია Treponema pallidum-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტკა:
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ცვლის ბიოშეღწევადობას და მაქსიმალურ კონცენტრაციას. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 50-85% შეადგენს, პერორალური მიღებისას (ჭამის წინ) ჯანმრთელ პირებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-1.5 საათში და შეადგენს 0.76; 1.6; 2.5 და 3.4 მკგ/მლ შესაბამისად.
პერორალურად მიღებული ციპროფლოქსაცინი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ნაღველში, ფილტვებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სპერმაში, პროსტატის სითხეში, ნუშურებში, ენდომეტრიუმში, ფალოპის მილებში და საკვერცხეებში. ციპროფლოსაქცინი ასევე კარგად აღწევს ძვლებში, თვალის სითხეში, ბრონქიალურ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, კუნთებში, პლევრაში, მუცლის ფარში, ლიმფაში. მცირე რაოდენობით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია არაანთებითი თავის ტვინის გარსებისას აღწევს 6-10%-ს შრატთან შედარებით, ხოლო ანთების დროს - 14-37% შეადგენს. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად გაივლის პლაცენტას.
ციპროფლოქსაცინის აკუმულაციური კონცენტრაცია ნეიტროფილებში 2-7-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში. აქტივობა მცირდება pH-ის მჟავე რეაქციისას.
ორგანიზმში განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3.5 ლ/კგ. ცილებით შებოჭვის ხარისხი შეადგენს 30%-ს.
მეტაბოლიზირდება ღვიძლში (15-30%) და წარმოქმნის ნაკლებაქტიურ მეტაბოლიტებს (დიმეთილციპროლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი, ოქსიციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი).
ინფუზიის დაწყებიდან 60 წუთში 200 მგ და 400 მგ დოზირებისას პრეპარატის კონცენტრაცია შრატში შეადგენს 2.1 გ/მლ ან 4.6 გ/მლ. პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში თითქმის 100-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. ნახევარგამოყოფის პერიოდი თითქმის 3-5 საათის შეადგენს, დოზის დაახლოებით 50-70% უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა, თითქმის 10% მეტაბოლიტის სახით და დაახლოებით 15% შლაკებთან ერთად.
ჩვენებები:
ინფუზიები ვენაში იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობა პერორალურად შეუძლებელია. მკურნალობა ტარდება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ:
- საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები;
- პნევმონიები (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, გამწვავებები ავადმყოფებში კისტოზური ფიბროზით (განსაკუთრებით, თუ გამღიზიანებელია P.aeruginosa);
- ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები; შუაყურის მწვავე ინფექცია, სინუსიტი, მასტოიდიტი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს P.aeruginosa.
- მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულური აბსცესი და მენჯის პერიტონიტი);
- აბდომინალური და ჰეპატობილიარული ინფექციები: პერიტონიტი, აბსცესები მუცლის ღრუში, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი; კანისა და სხვა რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები;
- მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ნეიროპენიით დაავადებულ პაციენტებში (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); ბაცილამატარებლების S. typhi და სხვა სალმონელების მკურნალობა;
- ინფექციური დიარეები: თუ გამაღიზიანებლები არიან ენტეროტოქსიკური შტამები. E.coli და Campylobacter jejuni მიკრობების საწინააღმდენო თერაპია ნამდვილად საჭიროა;
- ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს ძირითადად უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიაში.
მიღების წესი და დოზირება:
ვენაში შესაყვანად ყველაზე კარგია ხანმოკლე ინფუზიის გამოყენება (იგი 60 წუთი უნდა გრძელდებოდეს). რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
♦ ზედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 200 მგ დღეში 2-ჯერ.
♦ ზედა საშარდე გზების გართულებული ინფექციები: 400 მგ დღეში 2-ჯერ.
♦ მძიმე ინფექციები (პნევმონია, ოსტეომიელიტი): 400 მგ დღეში 2-ჯერ.
♦ სხვა ინფექციები: 200-400 მგ დღეში 2-ჯერ. ძალიან მძიმე ინფექციებისა და გამაღიზიანებლის სუსტი მგრძნობელობის დროს (მაგ., ინფექცია, გამოწვეული P.aeruginosa ფიბროზული კისტოზის დროს). სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 400 მგ-მდე 3-ჯერ დღეში ვენაში.
♦ მწვავე გონორეის მკურნალობის დროს საკმარისია 100 მ-ის ერთჯერადად ვენაში შეყვანა.
♦ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შემცირება შეიძლება კრეატინინის კლირენსის, დაავადების სახეობისა და სიმძიმის მიხედვით.
ქირურგიული ჩარევების დროს ინფექციების პრევენციისათვის ინიშნება 200-400 მგ ვენაში 1/2-1 საათით ადრე ოპერაციამდე. ოპერაციის 4 საათზე მეტი გაგრძელებისას დოზა მეორდება.
♦ ავადმყოფებში, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები აწუხებთ, 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით (0.33 მლ/წმ; კრეატინინის კონცენტრაცია შრატში 400 მოლი/ლ-ზე მეტი) ინიშნება ან ჩვეულებრივი ერთჯერადი სადღეღამისო დოზა ან დოზის ნახევარი დღეში 2-ჯერ.
♦ ავადმყოფებში თირკმლის ტერმინალური უკმარისობით, რომლებიც მუდმივად ქრონიკულ ჰემოდიალიზე იმყოფებიან, მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 მგ-ს დღეში. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატის უმნიშვნელო დანაკარგის შედეგად, მისი ჩატარების შემდეგ ციპრინოლის ანაზღაურება საჭირო არ არის.
♦ ამბულატორულ პერიტონულ ჰემოდიალიზზე მყოფ პერიტონიტით დაავადებულ ავადმყოფებში რეკომენდებულია 50 მგ/ლ ციპროფლოქსაცინის დიალიზატის მუცლის ღრუში დღეში 4-ჯერ შეყვანა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკური და ბაქტერიოლოგიური ანალიზების სიმძიმეზე, ინფუზიით საწყისი მკურნალობის გაგრძელება ტაბლეტებით თერაპიით შეიძლება. მკურნალობა გრძელდება ჩვეულებრივ 3-14 დღე, ხოლო ქრონიკული პროსტატიტისა და ოსტეომიელიტის დროს - 4-6 კვირა და მეტი.
საინფუზიო ხსნარის მომზადება: გამოყენების წინ საინფუზიო კონცენტრატი აუცილებლად უნდა განზავდეს შესაბამისი საინფუზიო სითხით: ფიზიოლოგიური ხსნარით, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარით, 5% ან 10%იანი გლუკოზათი, ფრუქტოზას 10% ხსნარით და გლუკოზას 5% ხსნარით 0.225% NaCl ან 0.45% NaCl (მინიმალური მოცულობა 50 მლ).
არ შეიძლება ციპრინოლის შერევა საინფუზიო ხსნარებთან და ინექციებთან, რომლებსაც pH 3-4 ფიზიკური და ქიმიური არასტაბილურობა გააჩნიათ.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, მეტეორიზმი, უმადობა, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში), ჰეპატიტის, ჰეპატონეკროზი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლა, ტრემორი, ცნობიერების არევა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კოშმარები, ჰალუცინაციები, გულის წასვლა, იშვიათად შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, ცერებრული არტერიების თრომბოზი.
მგრძნობელობის სისტემის მხრივ: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა, მხვედლობის დარღვევა (გაორება ფერების აღქმის დარღვევა), ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება.
საშარდე სისტემის მხრივ: კრისტალურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოპენია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულისცემის რითმის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ართრალგია. იშვიათად - აწეული მგრძნობელობა სინათლის მიმართ.
ქიმიოთერაპიულ მოქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: კანდიდოზი.
ლაბორატორიული მაჩვენებლის მხრივ ცვლილებები: ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის, ბილირუბინის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის მატება.
სხვა: იშვიათად - ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, ზოგადი სისუსტე.
უკუჩვენებები:
* ორსულობა და ლაქტაცია;
* ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე;
* ციპროფლოქსაცინის მიმართ ან ფტორქინოლონიის ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება: თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა, ფსიქიური დაავადებების, ეპილეფსიური სინდრომი, ეპილეფსია, თირკმლის ან/და ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ციპრინოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
! ციპრინოლი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ ციპრინოლით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
◄სიფრთხილის დაცვა საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით (ეპილეფსია, კრუნჩხვის უნარის დაქვეითება, კრუნჩხვები ანამნეზში, ტვინის სისხლით მომარაგების დაქვეითება, ალოპეცია, ფსიქიკური დაავადები), ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევებით, თირკმლის ყველა ფორმის უკმარისობით, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობით. ციპრინოლით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ყურადღების მიქცევა შარდის მჟავიანობაზე და მზის სხივების მორიდება.
◄ ციპრინოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს აუცილებელია ავადმყოფის შესაბამისი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.
◄ ქინოლონებით მკურნალობის დროს არის მყესების ანთების ან დაწყვეტის ცალკეული შემთხვევები. თუმცა ამის პრეპარატთან კავშირი დამტკიცებული არ არის, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა მყესების ტკივილის წარმოქმნის ან მყესების ანთების პირველი ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში.
◄ მკურნალობის მიმდინარეობისას ან უშუალოდ მის შემდეგ ავადმყოფი უნდა მოერიდოს ძლიერი ფიზიკურ დატვირთვას. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის მიღება.
ზეგავლენა ფსიქოფიზიკურ უნარებზე: სტანდარტული დოზირებით ციპრინოლს შეუძლია შეამციროს სწრაფი რეაქციის უნარი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი მას ალკოჰოლთან ერთად იღებს. ექიმმა და ფარმაცევტმა ამის შესახებ აცნობონ, თუ მკურნალობის დროს ავადმყოფი ავტოტრანსპორტს მართავს ან დაზგებთან მუშაობს.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის შედეგი შეიძლება იყოს ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი და გულყრა, უფრო მძიმე შემთხვევებში შფოთვა, აღელვება, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. დოზები უნდა შემცირდეს ან დროებით შეწყდეს ინფუზია.
მკურნალობა სიმპტომატურია. მნიშვნელოვანია კარგი ჰიდრატაცია. მოწამვლისას ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლი. კუჭის ამორეცხვა, გადაუდებელი თერაპიის ჩვეული ღონისძიებები, სითხის მიწოდება. ჰემო და პერიტონეალური დიალიზის გზით გამოიყოფა მხოლოდ მცირე (10%-ზე ნაკლები) რაოდენობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ციპროფლოქსაცინის და დიდანოზინის გამოყენება ამცირებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას, ვინაიდან დიდოზინის შემცველობაში არსებული ალუმინის და მაგნიუმის მარილები ამცირებენ ციპროფლოქსაცინის კომპლექსების წარმოქმნას. მიკროსომალური ჟანგვითი პროცესების აქტივობის დათრგუნვის გამო ჰეპატოციტებში იზრდება თეოფილინის კონცენტრაცია და მისი ნახევარგამოყოფის დრო.
- ციპროფლოქსაცინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს პროთრომბინის ინდექსის დაქვეითებას.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენება (გამონაკლისია აცეტილსალიცილის მჟავა) ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.
- ანტაციდების და ალუმინის, თუთიის, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღება შესაძლებელია თანდართული იყოს ციპროფლოქსაცინის შეწოვის დაქვეითებით, ამიტომ ამ პრეპარატების მიღება საჭიროა 4 საათის დაყოვნებით.
- ციპროფლოქსაცინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება ზრდის უკანასკნელის ნეფროტოქსიკურ მოქმედებას.
- მეტოკლოპრამიდი ზრდის ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, რაც იწვევს მისი კონცერტრაციის მაქსიმალური რაოდენობის სწრაფ ზრდას სისხლში.
- ურიკოზურიული პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ციპროფლოქსაცინის გამოყოფის შემცირებას (50%-მდე) და პლაზმაში მისი კონცენტრაციის ზრდას.
- სხვა ანტიმიკრობულ მედიკამენტებთან (ბეტალაქტამები, ამინოგლიკოზიდები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ერთად მისი მიღება იწვევს, ჩვეულებრივ, სინერგიზმს: პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმომთან კომბინაციაში Pseudomonas spp.,-ით გამოწვეული ინფექციტაბლეტისას. სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას ეფექტურია კომბინაცია მეზლოცინებთან, აზლოცილინთან და სხვა ბეტა-ლაქტამებთან; სტაფილოკოკური ინფექციებისას - იზოქსაზოლპენიცილინთან და ვანკომიცინთან, ანაერობული ინფექციებისას - მეტრონიზადოლთან და კლინდამიცინთან.
- ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ან კოფეინის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში თეოფილინის ან კოფეინის კონცენტრაციის მომატება და მათი გამოყოფის დროის გახანგრძლივება. ციპრინოლისა და ციკლოსპორინის ერთად მიღება ციკლოსპრინის ნეფროტოქსიკურობას ზრდის. რეკომენდებულია შრატში თეოფილინისა და ციკლოსპორინის კონცენტრაციის ხშირი კონტროლის ჩატარება. ციპრინოლისა და ანტიკოაგულანტების კომბინირებისას შესაძლოა გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო, რის შედეგადაც აუცილებელია პროთრომბინული დროის კონტროლი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.