ცისტიქეა / Cysticare
რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
რას წარმოადგენს ცისტიქეა-ს აბები?
ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეა-ს აბები?
- შარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად
- მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად
- მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად
- ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის
- იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის
- საშარდე გზების ინფექციის დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის
- თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის
- ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელია
ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეა-ს აბები?
ცისტიქეას აბები სასარგებლოა:
- მათთვის, ვისაც აღენიშნება საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება
- დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის
- ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ
- მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს
- მათთვის, ვისაც ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება სურს
- მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს
- პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის
ხარიხისს ტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას
შემადგენლობა |
ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ): |
რდნ % |
ვიტამინი C |
160მგ |
200 |
კალიუმი |
300მგ |
15 |
ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები |
100მგ |
* |
შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი) |
40მგ |
* |
ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილის ექვივალენტი) |
200მგ |
* |
ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800 მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი) |
200მგ |
* |
* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის |
** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ორ აბამდე. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება:
- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
- არ არის რეკომენდებული სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით
- დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
- არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.