ქიმიური დასახელება : ხონდროიტინი -4-( ჰიდროგენსულფატი ).

საერთაშორისო არაპატენტირებული

ხონდროიტინის სულფატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

100 გ გელი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება – ხონდროიტინის სულფატი – 5 გ ,

დამხმარე ნივთიერებები(დიმეთილსულფოქსიდი , პროპილენგლიკოლი , იზოპროპანოლი, ეთანოლი ( ეთილის სპირტი 95%), ნატრიუმის დისულფიტი (ნატრიუმის მეტაბისულფიტი),  ნიპაგინი , ნიპაზოლი, კარბოპოლი , ფორთოხლის არომატიზატორი, ნატურალურის ინდენტური , გასუფთავებული წყალი ) – 100 გ - მდე .

აღწერილობა:

მოყვითალო ნახევრად გამჭვირვალე გელი ხილის სურნელით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ქსოვილების რეგენერაციის მასტიმულირებელი .

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ხონდროქსიდი ® გელი შეიცავს ხონდროიტინის სულფატის ნატურალურ კომპონენტს , რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქსოვილებისაგან და დიმეთილსულფოქსიდს.

ხონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია, რომელიც ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დაშლის პროცესებს , რაც ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კოლაფსს . თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების გამომწვევ ფერმენტებს, ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს , ხელს უწყობს სახსრების ჩანთისა და სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას , ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას, ასტიმულირებს სინთეზურ პროცესებს ხონდროციტებში და აუმჯობესებს მათ ულტრასტრუქტურას. ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების აღდგენას.

გელის შემადგენლობაში შემავალი დიმეთილსულფოქსიდი ახდენს ანთების საწინააღმდეგო , გამაყუჩებელ და ფიბრინოლიზურ მოქმედებას , ხელს უწყობს ხონდროიტინის სულფატის უკეთესად შეღწევას უჯრედების მემბრანებიდან ქსოვილების სიღრმეში .

ხონდროქსიდი ® გელი იწვევს დაზიანებული სახსრების ტკივილის შემცირებასა და მოძრაობის მომატებას , ასევე ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზის პროგრესირების შენელებას .

ხონდროქსიდი ® გელი კარგად შეიწოვება , არ ტოვებს კანზე ნაკვალევს და არ სვრის ტანსაცმელს.

გამოყენების ჩვენებები:

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ - დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა : პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზი და ხერხემლის ოსტეოქონდროზი .

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

სიფრთხილით:

ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი , ბავშვთა ასაკი ( ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის ).

გამოყენების წესი და დოზები:

გამოიყენება გარეგანად . ხონდროქსიდი ® გელი დაიტანება 2-3- ჯერ დღეში თხელ ფენად დაზიანების კერის არეში და 2-3 წუთის განმავლობაში შეიზილება სრულ შეწოვამდე . მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2-3 კვირიდან 2-3 თვემდე . საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობის კურსი მეორდება .

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები .

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ლორწოვან გარსებზე და ღია ჭრილობებზე არ შეიძლება . კანზე ან ტანსაცმელზე მოხვედრისას გელი ადვილად ჩამოირეცხება წყლით , ნაკვალევის გარეშე . ექიმთან კონსულტაციის გარეშე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში , ასევე ბავშვთა ასაკში გელის გამოყენება არ შეიძლება .

გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის 5% ალუმინის ტუბებში 20, 25, 30, 35, 40 გ . ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი . ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრ ეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე .

აცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი: " ნიჟფარმი ", რუსეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია