საერთაშორისო დასახელება:

CHONDROITINE SULFATE; D-GLUCOSAMINE SULFATE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ქონდროიტინის სულფატი+ გლუკოზამინის სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ბუნებრივი წარმოშობის საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ქონდროიტინის სულფატის A+C .........   200 მგ

D-გლუკოზამინის სულფატი .............     250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუნებრივი წარმოშობის ქონდროპროტექტორი, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილს დესტრუქციას, ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციას, აუმჯობესებს სახსრებისა და ხერხემლის სვეტის ფუნქციურ მაჩვენებელს. პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების დანიშვის საჭიროებას.

ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.

D-გლუკოზამინის სულფატი - ენდოგენური ნივთიერება შედის პროტეო-გლიკანების და გლუკოზამინო-გლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

ჩვენებები:

სახსრებსა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

  • პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის, ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრების, ხერხემალი და სხვა);
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • სპონდილოზი;
  • ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
  • მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

მიღების წესი და დოზირება:

ხონდრო-რიცის თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში 1.5-2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.

ხონდრო-რიცის ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

- კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია