მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.
1 ტაბ.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) .... |
5000 სე |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) ......................... |
400 სე |
ვიტამინი E (dIα-ტოკოფეროლის აცეტატი) ................. |
30 სე |
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი) |
60 მგ |
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) ...................... |
1.5 მგ |
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .................................. |
1.7 მგ |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ........... |
2.0 მგ |
ფოლიუმის მჟავა .................................................. |
400 მკგ |
ნიაცინი (ნიაცინამიდი) .......................................... |
20 მგ |
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ............................... |
6.0 მკგ |
პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოოტენატი) ... |
10 მგ |
ბიოტინი ............................................................. |
40 მკგ |
კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატი) ........................... |
65 მგ |
რკინა (რკინის ფუმარატი) ....................................... |
18 მგ |
ფოსფორი (დიკალციუმის ფოსფატი) ........................... |
48 მგ |
იოდი (კალიუმის იოდიდი) ...................................... |
150 მკგ |
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ................................... |
25 მგ |
თუთია (თუთიის ოქსიდი) ........................................ |
10 მგ |
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) ................................. |
2 მგ |
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, მონო- და დიგლიცერიდები, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუფოსფატი, კროსკარმელოზური ნატრიუმის, ვაშლის მჟავა, ღვინის მჟავა, ასკორბილპალმიტატი, საღეჭი რეზინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს პოლივიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
ჩვენებები:
- ჰიპო- და ავიტამინოზების, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
- იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა;
- ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების, გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (მათ შორის რადიაციული წარმომავლობის) მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* A და D ჰიპერვიტამინოზი;
* 4 წლის ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.