მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინების კომპლექსი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 ტაბ.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) ..... | 2500 სე |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით) ............... | 400 სე |
ვიტამინი E (dI-α-ტოკოფეროლის აცეტატი) ................................... |
15 სე |
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი)......... | 60 მგ |
ვიტამინი B1 (თიანის მონონიტრატი) ............................ | 1.05 მგ |
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ..................................... | 1.2 მგ |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ........ | 1.05 მგ |
ფოლიუმის მჟავა ..................................................... | 300 მკგ |
ნიაცინი (ნიაცინამიდი) ............................................. | 13.5 მგ |
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) .................................. | 4.5 მკგ |
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, მონო და დიგლიცერიდები, საქაროზა, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლივიტამინების შემცველი კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
ჩვენებები:
- ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
- ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ, იმუნიტეტის ამაღლება;
- ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნებათ 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ჰიპერვიტამინოზი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად.
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.