ჰედელიქსი
(HEDELIX)
აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების თხევადი ექსტრაქტი
წვეთები შიგნით მისაღებად: 50მლ ფლაკონში.
შემადგენლობა
100 შეიცავს: სუროს ფოთლების თხევად ექსტრაქტს 4,0გ
დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი 83.690; გლიცეროლი 20.000გ; არომატიზატორი 0.130გ; წყალში ხსნადი პიტნის ზეთი 0.030გ
1 მლ (31 წვეთი)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო (ამოსახველებელი) საშუალება.
ჩვენება
ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა.
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის პიტნის ზეთის მიმართ.
ბრონქული ასთმა
ლარინგოსპაზმისადმი წინასწარგანწყობა
არგინინსუქცინატ_სინთეტაზის დეფიციტი
ჩვილი და 2 წლამდე ასაკის ბავშვები(ლარინგოსპაზმის განვითარების საფრთხე)
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში(არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო)
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, გასტროენტერიტი, რაც აიხსნება პრეპარატში საპონინების შემცველობით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არ შეიძლება ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღება, რადგან ფერხდება ნახველის გამოყოფა.
დოზირება
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება 3-ჯერ დღეში:
ერთჯერადი დოზა დღიური დოზა
მოზრდილები და 10 წლის
ასაკის ზევით ბავშვები 31 წვეთი 93 წვეთი
4_10 წლის ბავშვები 21 წვეთი 63წვეთი
2_4 წლის ბავშვები 16 წვეთი 48 წვეთი
ჰედელიქსი მიიღება განუზავებლად.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 7 დღისა. პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
ალერგიული რეაქციები, გულისრევა, იშვიათად შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
სიფრთხილე
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან მოგუდვის შეტევის, ჩირქოვანი ნახველის ან ტემპერატურის მომატების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჰედელიქსის მიღება, რადგან იგი არ შეიცავს ეთანოლს და შაქარს.
გამოშვების ფორმა
ჰედელიქსის წვეთები 50მლ-იან ფლაკონებში.
შენახვის პირობები
ინახება +5°C _ +25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
გახსნილი ფლაკონის ვარგისიანობის ვადაა 6 თვე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კრეველ მოიზელბახ გმბხ.
კრეველშტრასეე 2,
53783 აიტორფი, გერმანია.