საერთაშორისო დასახელება:
FOLIA HEDERAE HELICIS
მწარმოებელი: KREWEL MEUSELLBACH, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 50 მლ.
1 მლ (30 წვეთი)
სუროს ფოთლების თხიერი ექსტრაქტი შაქრის და სპირტის გარეშე ........ 0.1 გ (1:1)
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი არომატული ნივთიერება.
ჩვენებები:
- სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
- შემაწუხებელი “ღამის” ხველა.
მიღების წესი და დოზირება:
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში;
ასაკი |
ერთჯერადი დოზა |
დღიური დოზა |
მოზრდილები და 10-16 წლის ასაკის ბავშვები |
30-40 წვეთი |
90-120 წვეთი |
4-10 წლის ასაკის ბავშვები |
20 წვეთი |
60 წვეთი |
1-4 წლის ასაკის ბავშვები |
15 წვეთი |
45 წვეთი |
0-1 წლის ასაკის ბავშვები |
10 წვეთი |
30 წვეთი |
ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე.
ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატის განზავება ხდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა:
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და სიძიმეზე.
მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
მონაცემები არ მოიპოვება.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს სპირტს და შაქარს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას.
♦ დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
♦ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტს, შესაძლებელია მისი შემღვრევა, ან გემოს მცირედ შეცვლა. აღნიშნულის მიუხედავად პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ მცირდება.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები არ მოიპოვება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.