პრეპარატის ყოველი 2,5 მლ. შედგება :
ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum) 0,22 მგ.
შავი კაკლის კანის ექსტრაქტი (Juglans nigra) 5 მგ.
კლდის ძირტკბილა (Polypodium virginianum) 20 მგ.
მიხაკის ზეთი (Syzigium aromaticum) 0,11 მგ.
ჩვეულებრივი ასფურცელა (Tanacetum vulgare) 0,10 მგ.
ურცი (Thumus spp) 0,12 მგ.
გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტი (Cucurbita pepo) 0,04 მგ.
მამულა (Artemisia vulgaris) 0,08 მგ.
მწარე აბზინდა (Artemisia absinthium) 0,10 მგ.
გამოხდილი წყალი და სპირტი
მოქმედება:
ნივრის ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, პარაზიტებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. რეფლექტორული, გამღიზიანებელი და სეკრეტორული მოქმედების წყალობით ხელს უწყობს მადის მომატებას, არეგულირებს კუჭის მოქმედებას,უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას. ნივრის ექსტრაქტში შემავალი ფიტონციდები, კაროტინი, სელენი და სხვა ნივთიერებები, ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ნივრის ექსტრაქტი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
შავი კაკლის კანის ექსტრაქტი - მდიდარია C, B1, B2, B3 ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, იოდით, რკინით, საკვები ბოჭკოთი, ტანინებით, იუგლონითა და იუგლონის მჟავით. აღნიშნულ ნივთიერებებს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, პარაზიტებისსაწინააღმდეგო, სოკოსსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, დამცველობითი მოქმედება; არეგულირებენ ლორწოს სეკრეციას; ნაღვლის გამოყოფას. ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია ჭიის ფერმენტების ბლოკირებით, რომლებიც ასრულებენ ძირითად როლს პარაზიტის ენერგეტიკულ ცვლაში.
კლდის ძირტკბილა – შეიცავს საპონინებს, ფლავონოიდებს, ბენზოისა და სალიცილის მჟავას, სტეროიდ-გლიკოზიდებს: პოლიპოდინს, კატექინს, შაქარს. აქვს ანტიჰელმინთური (ჭიის საწინააღმდეგო), დამამშვიდებელი, ლორწოს სეკრეციის მარეგულირებელი მოქმედბა; ხელს უწყობს ჰელმინთების (ჭიების) გამოძევებას ორგანიზმიდან; მის შემადგენლობაში არსებულ ეთერზეთებს გააჩნია ყაბზობისსაწინააღმდეგო მოქმედება ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულაციის გზით.
მიხაკის ზეთი – მისი ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ევგენოლი. იგი ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმს და ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის დროს. გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური, მოქმედება.
ჩვეულებრივი ასფურცელა – ნივთიერება თიიონი, რომელიც შედის ასფურცელას შემადგენლობაში, გამოირჩევა ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი მოქმედებით.
ურცი – გააჩნია ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, მადის მასტიმულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
მწარე და ჩეულებრივი აბზინდა – აქვს ანტიჰელმინთური, ლამბლიებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; გააჩნია დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტი – აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება, ეფექტურია ყველა სახის ჭიით ინვაზიის დროს; არ არის ტოქსიკური და არ იწვევს ალერგიას.
ჩვენებები:
* ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი);
*პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი);
*დისპეფსია, მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული
კოლიტი;
*სუსტი იმუნური სისტემა;
*მადის დაქვეითება.
დოზირება:
ბავშვები:
1 - 5 წელი: 1,25 მლ. 2 -ჯერ დღეში
5 - 12 წელი: 1,25 მლ. 3 -ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულებით.
მოზრდილები:
2,5 მლ. 3-ჯერ დღეში
პრეპარატი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 15 – 20 დღეს.
მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლოა ჩატარდეს 20 – 30 დღიანი შესვენების შემდეგ.
წინააღმდეგჩვენება:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ,
ორსულობა, ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა:
ჰელიქსი® სიროფი 100 მლ.-იან ბოთლში.
მწარმოებელი: EU, Polipharm Sp. zo.o ul. Pilsudskiego 40 48-303 Nysa, Poland