საერთაშორისო დასახელება:

ALBENDAZOLE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ალბენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპარაზიტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 2 ც.

1 ტაბ.

ალბენდაზოლი .....  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K 25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰელმადოლი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ პრეპარატს, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების -ალბენდაზოლის მოქმედებით;

ალბენდაზოლი განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს და ეფექტურია ნაწლავური ნემატოდოზების უმრავლესობის, ასევე ლარვული (ჭუპრისებრი ფორმები) ცესტოდოზების მიმართ. ალბენდაზოლს გააჩნია მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი.

ჩვენებები:

  • ნემატოდოზები: ასკარიდოზი, გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Ascaris lumbricoides; ტრიქოცეფალოზი (თავგარსა), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Trichocephalus trichiurus; ენტერობიოზი (მახვილები), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Enterobius vermicularis; ანკილოსტომიდოზები (ირიბთავიანები), გამომწვევები - Ancylostoma duodenale და Necator americanus ტრიქინელოზი, გამომწვევები (ხორცის ტრიქინელები) Trichinella spiralis; ტოქსოკაროზი, გამომწვევი - Toxocara canis, ძაღლების პარაზიტი; სტრონიგილოიდოზი (ნაწლავური ჭია), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Strongiloides stercoralis; ასევე შერეული ინვაზიები;
  • ქსოვილოვანი ცესტოდოზები: ცისტიცერკოზი (გამომწვევი - Cysticercus cellulosus ღორის სოლიტერის ლენტისებური პარაზიტის ჭუპრის სტადია); ღვიძლის, ფილტვების, მუცლის ჰიდატიდოზური ექინოკოკოზი, გამოწვეული ძაღლის ლენტისებური ჭიის ჭუპრისებრი ფორმით (Echinococcus granulosus); პრეპარატი ასევე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურნალობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.

პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს სხეულის 60 კგ და მეტი წონის პაციენტებს ჰელმადოლი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღეღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის პაციენტებს - 15 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ორ მიღებად.

ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.

სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზებით.

ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.

ტოქსოკაროზის მკურნალობა: ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 2 კვირიანი ან 1 თვიანი ინტერვალებით.

ჰიდატიდოზური ექინოკოკოზის მკურნალობა: მკურნალობა ტარდება ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.

ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები;

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და  ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;

* თვალის ბადურის პათოლოგიები;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატ ჰელმადოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი ჰელმადოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადების დროს.

◄ რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.

ზემოქმედება ავტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ იწვევს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდიან სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია