მწარმოებელი: ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, რექტალური სანთლები.
1 გ მალამო შეიცავს:
ჰეპარინი ნატრიუმის ........................ 65მე,
პრედნიზოლონის აცეტატი ............... 2,233მგ,
პოლიდოკანოლი .................................. 30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი.
1 სანთელი შეიცავს:
ჰეპარინი ნატრიუმის .............................. 120 მე,
პრედნიზოლონის აცეტატი ..................... 1,675მგ,
პოლიდოკანოლი ......................................... 30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი.
აღწერა:
მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.
სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის; განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი.
ჰეპარინი -პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი -გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში.
პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.
ჩვენება:
- გარეგანი და შიგნითა ბუასილი.
- უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.
- ანუსის მიდამოში ფისტულები, ეგზემა და ქავილი.
უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი;
* კანის სიმსივნეები;
* ორსულობა (I ტრიმესტრი);
* ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები;
* მიდრეკილება სისხლდენებისადმი.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4–ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
რექტალურად, სანთლები შეყავთ 1-2–ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.
განსაკუთრებული მითითებები:
დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.
გამოშვების ფორმა:
20გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
რექტალური სანთლები. 5 სანთელი კონტურულ პვქ.-შეფუთვაში. 2 კონტურული პვქ.-შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.