E ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი:
- ძირითადად ვრცელდება წყლით;
- ავადობის მაღალი სიხშირე ვლინდება 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები;
- ხშირია მძიმე შემთხვევები ორსულებთან;
- საქართველოში E ჰეპატიტის ძალზე იშვიათია, გავრცელებულია ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
სიმპტომები და მიმდინარეობა
E ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 14-50 დღეა. ის თანდათანობით იწყება საჭმლის მონელების დარღვევით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, იშვიათად - ტემპერატურის ხანმოკლე მატებით. А ჰეპატიტისგან განსხვავებით, სიყვითლის გამოვლენას მდგომარეობის გაუმჯობესება არ ახლავს თან. დაავადების დაწყებიდან 2-4 კვირაში სიმპტომები უკუგანვითარებას იწყებს.
E ჰეპატიტის მძიმე ფორმის დროს შეინიშნება ღვიძლისა და თირკმელების აშკარა დაზიანება. საშუალოდ მძიმე და მძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია, ვიდრე А ჰეპატიტის დროს. ორსულობის მეორე ნახევარში E ჰეპატიტით ავადობისას ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდია (9-40%), ნაყოფი პრაქტიკულად ყოველთვის იღუპება. E ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა და ვირუსმატარებლობა.
დიაგნოსტიკა
E ჰეპატიტის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს:
- მწვავე ჰეპატიტის არსებობა დასნებოვნების შესაძლო გზების გათვალისწინებით (დაავადებამდე 2-8 კვირით ადრე E ჰეპატიტისთვის სპეციფიკურ რეგიონში ყოფნა და იქ აუდუღარი წყლის მოხმარება ან ამ ინფექციის მქონე პირთან კონტაქტი);
- სისხლში A და B ჰეპატიტების მარკერების არარსებობა. სპეციფიკურია E ჰეპატიტის ვირუსის მიმართ IgI კლასის ანტისხეულების (ანტი-IAV IgI) არსებობა, რომლებიც მწვავე პერიოდში ვლინდება სისხლის შრატში იმუნოფერმენტული ანალიზით.
მკურნალობა
E ჰეპატიტს, წესისამებრ, არ მკურნალობენ. ორგანიზმი თავად ერევა ვირუსს. 1-1,5 თვის შემდეგ ხდება სრული გამოჯანმრთელება. იშვიათად ინიშნება სიმპტომური საშუალებები თავის ტკივილის, გულისრევის ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.
პროფილაქტიკა
E ჰეპატიტის პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირად ჰიგიენას:
- იბანეთ ხელები ხშირად და გულმოდგინედ, აუცილებლად - ჭამის წინ, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ, ქუჩიდან შინ შესვლისას;
- ერიდეთ ქუჩაში ჭამას;
- სუფრასთან მიტანამდე საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
- დაიცავით დაბინძურებისგან რძე, არაჟანი, სალათები;
- თუ დარწმუნებული არ ხართ წყლის უსაფრთხოებაში, სვით მხოლოდ ანადუღარი, განსაკუთრებით - ნაწლავთა ინფექციების ეპიდაფეთქების პერიოდში;
- დაიცავით ბინაში სისუფთავე, არ დაუშვათ ბუზებისა და ტარაკნების გავრცელება.