გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.
მწარმოებელი: შპს `ბათფარმა“.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.
აქტიური ნივთიერებები:
ქლორფენირამინის მალეატი ........................ 4,0 მგ,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ................ 10,0 მგ,
პარაცეტამოლი ........................................... 500,0 მგ,
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) .................... 120,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, მწვანე ჩაის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა (უწყლო).
პაკეტის (საშე) საერთო წონა – 15 გ.
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
- თავისა და კუნთების ტკივილს;
- მაღალ ტემპერატურას;
- ყელის ტკივილს;
- სურდოს.
ჩვენებები:
- გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.
სიფრთხილის ზომები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
15 წლამდე ასაკის ბავშვები;
სიფრთხილით გამოიყენება:
არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.
შენახვის პირობები:
10-25°C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.