საერთაშორის დასახელება: Acetylsaligylic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალება, ანტიაგრეგანტები.

მწარმოებელი: Salutass Pharma GmbH, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10მგ-იანი ტაბლეტი

ერთი ტაბლეტი შეიცავს 100მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰერც ასს-ის მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქიგენაზას შეუქცევად ინაქტივაციასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით ჰერც ასს აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი მოხმარების სფეროს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებისასას.

ფარმაკოდინემიკა:

ჰერც ასს Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 სთ-ის შემდეგ, პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%. ელიმინაცია ხდება მეტაბილიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენებები:

* არასტაბილური სტენოკარდია - როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი და პროფილაქტიკა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპეტენზია, მოწევა, ასაკოვანი პაციენტები), მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;

* სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ; აორტო-კორონალური შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);

* ტვინის სისხლის მიმოქცევის გარადამავლი დარღვევების და ინსულტების პრფოფილაქტიკა;

* კორონალური არტერიების თრომბოზისა და ემბოლიის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

- არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ (ოპერაციიდან 24 სთ) პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300მგ ჰერც ასს. გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100მგ ჰერც ასს-ის დანიშვნა;

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100მგ/დღეში (ტაბლეტი უნდა ჩაიკვნიტოს);

- მიოკადიუმის განმეორებით ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300მგ/დღეში;

- მრავლობით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონალური არტერიების თრომბოზისა და ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200მგ/ჰერც ასს დღეში ან 300მგ დღეგამოშვებით.

ჰერც ასს ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

ჰერც ასს, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლიობას ადგენს ექიმი.

გვერდით მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, წინასწარგანწყობილ პაციენტებში - ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტარალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული სისხლდენა, იშვიათად - ანემია (კუჭ-ნაწლავის სიტემაში ფარული სისხლდენით გამპირობებული);

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი;

ერთეულ შემთხვევებში: თირკმრლრბისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენება:

. აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

. ჰემორაგიული დიათეზი;

. მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;

. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;

. სალიცილატების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;

. „ასპირინული ტრიადა“.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, ბავშვებსა და მოზარდებს.

პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციისპერიოდში ჰერც ასს -ის მიღება ჩვეულებრივ არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში - ანთების  საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.

აცეტილსალიცილის მჟავამ წინასწარგანწყობილ პაციენტებში (ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფის დარღვევით)შესაძლოა პოდაგრის გამწვავება გამოიწვიოს.

პრეპარატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.

ჰერც-ასს აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების (მათ შორის ტიკლოპიდინის), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.

ჰერც-ასს აქვეითებს დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და ჰერც-ასს-ის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰერც-ასს აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მეტოტრექსატის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის მოქმედებას, ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატიული საშულებების კონცენტრაციას სისხლში.

შენახვის პიროებები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია