შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ამილორიდის ჰიდროქლორიდი ............ 5 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი ................... 50 მგ
მოქმედების მექანიზმი
ჰიდიკალი შეიცავს ამილორიდის ჰიდროქლორიდს და ჰიდროქლოროთიაზიდს , ორ ნატრიურეზულ საშუალებებს , რომლებიც მაღალეფექტურნი არიან შეშუპებისა და ჰიპერტენზიის მართვის დროს .
ჰიდროქლოროთიაზიდი აბლოკირებს ნატრიუმისა და ქლორის რეაბსორბციას დისტალური მილაკების ადრეულ სეგმენტში და ამის შედეგად ხელს უწყობს ნატრიუმის , ქლორისა და წყლის თირკმლისმიერ ექსკრეციას . ეს ეფექტურად აქვეითებს სისხლის მომატებულ წნევას ექსტრაცელულური სითხის მოცულობისა და გულის კუმშვადობის სიმძლავრის დაქვეითებით . ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი თერაპიის დროს , პერიფერიულ სისხლძარღვთა რეზისტენტობა მცირდება , ხოლო გულის კუნთის შეკუმშვის ძალა ნორმალიზდება .
ამილორიდის HCI - კალიუმის შემნახველი დიურეზულია , რომელიც ხელს უშლის ნატრიუმის რეაბსორბციას და კალიუმის სეკრეციას დისტალური მილაკებში ურთიერთგაცვლის ადგილზე . ამიტომ, ის ზრდის ნატრიუმის თირკმლისმიერ ექსკრეციას და ამცირებს კალიუმის დანაკარგს.
ამგვარად , ამილორიდის HCI და ჰიდროქლოროთიაზიდი , რომლებიც მოქმედებენ კომპლემენტური მექანიზმით, უზრუნველყოფენ დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნებით. ამ თვისებების გამო , ჰიდიკალი ფართოდ გამოიყენება ჰიპერტენზიისა და შეშუპებით მიმდინარე მდგომარეობების დროს .
ჩვენებები:
სუსტი და ზომიერი ჰიპერტენზია
შეშუპება გულის შეგუბებითი უკმარისობით , ნეფროზული სინდრომი , ღვიძლის ციროზი და შეშუპებითი სხვა მდგომარეობები .
დოზირება:
ერთი - ორი ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით .
გვერდითი ეფექტები:
ჰიდიკალი უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენების დროსაც . იშვიათად , შეიძლება აღინიშნოს ჰიპერურიკემია , ჰიპერგლიკემია ან თავბრუსხვევა . თუ აღინიშნა გულისცემის სიხშირის მხრივ დარღვევები, სუნთქვის გაძნელება ან სისუსტე , საჭიროა ექიმის კონსულტაცია .
უკუჩვენებები:
* თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა , ჰიპერკალიემია ან ჰიპერმგრძნობელობა ჰიდიკალის რომელიმე კომპონენტის მიმართ .
სიფრთხილე:
ჰიდიკალთან ერთად არ შეიძლება კალიუმის მარილების მიღება , თუ არ არის ჰიპოკალიემიური მდგომარეობა .
შეფუთვა:
კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს .
შენახვის წესები :
ინახება სითბოსგან , სინათლის სხივების პირდაპირი მოქმედებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი:
ფარკო ფარმაცევტიკალსისი
Kilo 31 Alexandria-Cairo Desert Road, ალექსანდრია , ეგვიპტე.