ზოგადი დახასიათება :
ძირითადი ფიზიკო - ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები გამჭვირვალე ოდნავ შესამჩნევი ჩანართებით, ნაჭდევით.
შემადგენლობა :
1 ტაბლეტი შეიცავს 1.5 გ ჰიდროპერიტს;
წყალბადის ზეჟანგის შემცველობაა დაახლოებით 35%;
გამოშვების ფორმა :
გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები. წყალბადის ზეჟანგი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა . გარეგანი გამოყენების დამჟანგველების ჯგუფში შემავალი ანტისეპტიკური საშუალება . პრეპარატის ხსნარის კონტაქტისას დაზიანებულ კანთან და ლორწოვან გარსებთან წყალბადის ზეჟანგი უჯრედული ფერმენტების ( პეროქსიდაზა , კატალაზა ) მოქმედებით იშლება თავისუფალი ჟანგბადის გამოთავისუფლებით , რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული , დეზოდორანტის , დეპიგმენტაციური თვისებები . პრეპარატის გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის მხოლოდ დროებითი კლება , ამიტომაც მისი გამოყენება სტერილიზაციისათვის მიზანშეწონილი არ არის .
ჰიდროპერიტი ასრულებს ასევე სისხლდენის ადგილობრივად შემაჩერებელ , მაღალი კონცენტრაციისას კი – მოწვის ფუნქციებს ; აქვს ზომიერი კერატოლიზური მოქმედებაც .
ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა.პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
ჩვენება:
- გამორეცხვისა და გამოვლებისათვის სტომატიტების, გინგივიტების, ანგინების, გინეკოლოგიური დაავადებების დროს;
- ანაერობული მიკროფლორით ინფიცირებული ჭრილობების გამოსარეცხად; როგორც ჰემოსტატიკური საშუალება – სისხლმდენი ჭრილობების და კაპილარული სისხლდენების (მთ შორის ცხვირიდან ) დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზები :
ჭრილობების გამოსარეცხად ჰიდროპერიტის 2 ტაბლეტი იხსნება 100 მლ ანადუღარ წყალში, რაც შეესაბამება დაახლოებით წყალბადის ზეჟანგის 1%- იან ხსნარს . პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა (200 მლ ) ანადუღარ წყალში, რაც შეესაბამება დაახლოებით წყალბადის ზეჟანგის 0.25%- იან ხსნარს.
გამოყენებულ უნდა იქნას ახლადმომზადებული ხსნარი.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია წვის შეგრძნება ჭრილობის დამუშავების დროს ; ზოგ შემთხვევაში კანის ალერგიული რეაქცია .
პირის ღრუს გამოსავლებად ჰიდროპერიტის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ენის დვრილების ჰიპერტროფია.
უკუჩვენება:
* წყალბადის ზეჟანგის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები : მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის (20-40% ხსნარი , მისი მომზადებისას დაშვებული შეცდომის გამო ) კანზე მოხვედრისას - კანის გათეთრება , დამწვრობა ბუშტუკების წარმოქმნით . აუცილებელია დამწვრობის ადგილის ჩამობანა ცივი წყლით . შიგნით მიღებისას – კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დამწვრობა . მკურნალობა სიმპტომატიურია .
გამოყენების თავისებურებები :
არ შეიძლება ჰიდროპერიტის ხსნარის შეყვანა ღრმა ჭრილობებში და ღრუებში. უნდა მოვერიდოთ ხსნარის მოხვედრას კუჭ - ნაწლავის ტრაქტსა და თვალებში.
პრეპარატის წყალხსნარი არასტაბილურია ტუტე გარემოში , მეტალების მარილების და ზოგიერთი ოქსიდანტების არსებობისას, ასევე სინათლეზე და სითბოში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :
ტუტეებთან , დამჟანგველ და აღმდგენ საშუალებებთან კონტაქტისას პრეპარატის ხსნარის აქტივობა ქვეითდება . რამდენადმე ზრდის კანზე წასასმელი სამკურნალო საშუალებების რეზორბციას .
შენახვის პირობები და ვადები : ინახება სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20 ˚C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის პირობები : რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა : ტაბლეტი №6 კონტურულ უჯრედოვან ან არაუჯრედოვან შეფუთვაში ; №8 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .
მწარმოებელი : " ლუგანსკის ქიმიკო - ფარმაცევტული ქარხანა ".
უკრაინა.