მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ენდოკრინოლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.
100 მლ
Senecio fuchsii D6 ...................................... |
5მლ |
Acidum nitricum D4 .................................... |
5მლ |
Erigeron canadensis D3 .............................. |
5მლ |
Moschus D6 .............................................. |
5მლ |
Viburnum opulus D3 ................................... |
5მლ |
Pulsatilla D4 .............................................. |
5მლ |
Sepia D6 ................................................... |
5მლ |
Cyclamen D4 ............................................. |
5მლ |
Ignatia D6 ................................................ |
5მლ |
Thlaspi Bursa pastoris D3 ........................... |
5მლ |
Calcium carbonicum Hahnemanni D8 ............ |
10მლ |
Aquilegia D4 .............................................. |
10მლ |
Cypripedium pubescens D8 ......................... |
10მლ |
Majorana D4 .............................................. |
10მლ |
Nux moschata D6 ....................................... |
10მლ |
Spiritus 35 vol%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
HORMEEL SN კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფიზზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე (სასქესო, ფარისებრ, თირკმელზედა ჯირკვლებზე) - ჰორმონთა მობილიზაციის გზით და აგრეთვე შემაერთებელ ქსოვილზე ზეგავლენით. ამგვარად, პრეპარატი ყველა იმ შემთხვევაშია ნაჩვენები, როდესაც ადგილი აქვს ჰორმონულ დარღვევებს.
HORMEEL SN -ის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მენსტრუაციის და სისხლდენის გაძლიერების მიზეზი გახდეს.
ჩვენებები:
- მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა, საკვერცხეებსა და ჰიპოფიზიის უკმარისობის გამოვლინება, ამენორეა, დისმენორეა.
- ზოგადად ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია, როგორც დამხმარე საშუალება უშვილობის და მუცლის ხშირი მოშლის შემთხვევაში, ადნექსიტების საკვერცხეების და ფალოპის მილების ანთების, პარა-, მიო- და ენდომეტრიტის, კოლპიტის, თეთრად შლის, კრაუროზის, შარდის ბუშტის ანთების, კანის სხვადასხვა დაავადებების (ნეიროდერმიტი, ფერიმჭამელები და ა.შ.) ლორწოვანი გარსის დაავადებების (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ხმის იოგების მოდუნების - რძიანას დროს, აფტების), ჩიყვის, ჰიპერთირეოზის დროს;
- აგრეთვე ნეიროვეგეტატური და ფსიქოსომატური დარღვევები (შაკიკი, დეპრესია, ნიმფომანია), კლიმაქსურ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დახურეთ გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.