მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში, შეფუთვაში 30 და 100 მლ
100 მლ
Arsenum jodatum D6 ................................ |
20 მლ |
Belladonna D4 ........................................... |
20 მლ |
Scilla D4 ..................................................... |
20 მლ |
Cuprum aceticum D6 ................................ |
10 მლ |
Causticum Hahnemanni D6 ..................... |
30 მლ |
Spiritus 35 vol % |
|
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
- ხველება, რომელიც გამოწვეულია გაციების, მწვავე რესპირატორული დაავადებების სპასტიური ბრონქიტის, არატუბერკულოზური წარმოშობის პლევრიტის, ბრონქული ასთმის, ემფიზემის, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის (ქრონიკული) შედეგად;
- როგორც დამხმარე საშუალება ყივანახველას შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში;
შეტევითი ხასიათის ხველების დროს - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.