მწარმოებელი: NATUR PRODUKT
მოქმედი ნივთიერება: სალბი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
სალბის ექსტრაქტი .......... 12.5 მგ
სალბის ესენცია ............... 2.4 მგ
დამხმარე ნივთიერებები : ასკორბინის მჟავა , ვაშლის მჟავა , ასპარტამი , სორბიტი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი , მაგნიუმის სტეარატი , საქარინი , სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი , საღებავი E -104, საღებავი E -132, არომატული დანამატი ,, თაფლი ".
აღწერილობა:
ბრტყელი , დაქანებული კიდეებით , მოცისფრო - მომწვანო ფერის , სპეციფიკური სუნის მქონე ტაბლეტები , შედარებით უფრო ღია და მუქი ფერის ჩანართებით . ტაბლეტის ორივე მხრეზე არის გრავირება > ხის ფონზე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი , რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს . ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ მოქმედებას . გააჩნია შემახორცებელი თვისებები .
გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების ( ანგინა , ლარინგიტი , ფარინგიტი და სხვ .), პირის ღრუს ( სტომატიტი , გინგივიტი ) სამკურნალოდ , კომპლექსურ თერაპიაში .
უკუჩვენება;
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .
მიღების გზები და დოზირება:
საჭიროა პირის ღრუში გაჩერება სრულ გაწოვამდე . – მოზრდილები დღეში 6 ტაბლეტი 2 საათის ინტერვალით .
- 5 წლამდე ბავშვები : დღეში 2 ტაბლეტი , 4 საათზე მეტი ინტერვალით ;
- 5- დან 10 წლამდე ბავშვები : დღეში 3 ტაბლეტი , 4 საათიანი ინტერვალით .
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .
განსაკუთრებული მითითებები:
ეფექტის არარსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში ან 2, 4, 6, 8 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპში .
1, 2, 3, 4, 5 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
10, 12 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპი ; 10, 15 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ ადგილას .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა:
3 წელი ;
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ
მწარმოებელი :
ნატურ პროდუკტ ევროპა ბ . ვ ., ნიდერლანდები