ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას - კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.
ჩვენებები
- ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.
Facebook კომენტარები