ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება, ხსნის შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.
ჩვენება:
გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს.
პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავლობის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
უკუჩვენება:
მკურნალობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.
მიღების წესი და დოზირება:
დასაწყისში ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის დაწყებიდან 6-7 დღის შემდეგ “სალხინო” სასურველია მიღებულ იქნას 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მეოთხედ - ძილის წინ, თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებლია ერთ ჭიქა წყლის მიყოლება.
დისკომფორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ისევ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დოზის შემცირება - თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მცირეწლოვან ბავშვებზე მიღების დოზა არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა:
90 კაფსულა ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში; ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.