ნაყოფის/ახალშობილის პათოლოგია და დაღუპვა: ორსულ ქალებში აგფ ინჰიბიტორების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის და ახალშობილის პათოლოგია, ასევე სიკვდილიც. მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია რამდენიმე ასეთი შემთხვევა, თუკი ორსულობა დადგინდა, აგფ ინჰიბიტორები სასწრაფოდ უნდა მოიხსნას. აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ორსულობის II და III ტრიმესტრში თან ახლდა ნაყოფისა და ახალშობილის პათოლოგიების განვითარება. მათ შორის არტერიული ჰიპოტენზიის, ახალშობილის თავის ქალას ჰიპოპლაზის, ანურიის, თირკმლის შექცევადი და შეუქცევადი უკმარისობისა და სიკვდილის ჩათვლით, არსებობს მონაცემები აგრეთვე წყალმცირობის შესახებ, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ნაყოფის თირკმელების ფუნქციის მოშლით. ასეთ შემთხვევებში წყალმცირობას თან ახლდა ნაყოფის კიდურების კონტრაქტურების, ქალას სახის ნაწილის დეფორმაცია და ფილტვების ჰიპოპლაზიის განვითარება, გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის მუცელშიგა განვითარების შენელების და არტერიული ხვრელის ნაადრევი შეხორცების შესახებ, თუმცა დადგენილი არ არის, კავშირშია თუ არა ეს პათოლოგიური მოვლენები აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან. აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ორსულობის I ტრიმესტრში არანაირ გვერდით ეფექტს ადგილი არა აქვს. ეს ეხება მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში. თუმცა, თუკი პაციენტი დაორსულდა, ექიმი რეკომენდაციას აძლევს მას, შეწყვიტოს ბენაზეპრილის მიღება რაც შეიძლება სწრაფად.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა: მგრძნობიარე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები. გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს, როდესაც თირკმლის ფუნქცია შესაძლებელია დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის აქტიურობაზე, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, ასევე (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. არტერიული ჰიპერტენზიის გამოკვლევებში თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივ სტენოზის მქონე პაციენტებთან, სიბაცენით მკურნალობას თან ახლდა სისხლის შრატში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეთა მატება; ეს დარღვევები შექცევადია სიბაცენის ან დიურეტიკის, ან ორივე პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებელი თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ზოგიერთ პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით, თირკმლის სისხლძარღვების წინამორბედი დაავადებების არარსებობისას, განუვითარდათ სისხლის შრატში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონეების მომატება (ჩვეულებრივ უმნიშვნელო და ტრანზიტორული), განსაკუთრებით სიბაცენის დიურეტიკთან ერთად მიღებისას. ამგვარი დარღვევების განვითარება მეტადაა მოსალოდნელი იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს სიბაცენის დოზების შემცირება და/ან დიურეტიკის მოხსნა. პაციენტზე სამედიცინო დაკვირვება არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლების ფუნქციის შეფასებას.
ხველა: არსებობს მონაცემები შეუპოვარი, არაპროდუქტიული ხველის განვითარების შესახებ, რაც შესაძლებელია გამოწვეულია ენდოგენური ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირებით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ეს ხველა ყოველთვის წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. აგფ ინჰიბიტორებით გამოწვეული ხველის გათვალისწინება აუცილებელია ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს.
ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია: ოპერაციის ჩატარების წინ საჭიორა ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს აგფ ინჰიბიტორებს. ანესთეზიის ჩატარებისას იმ საშუალებებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია მოახდინონ ანგიოტენზინ II მეორადი წარმოქმნის ბლოკირება, რენინის სეკრეციის კომპენსატორული გაზრდის გამო, ამიტომ, ამ მექანიზმით წარმოქმნილი არტერიული ჰიპოტენზიის მოხსნა ხორციელდება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდით.
ჰიპერკალიემია: იშვიათ შემთხვევებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნება სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება. კლინიკურ გამოკვლევებში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებთან ჰიპერკალიემიის გამო სიბაცენის მოხსნის შემთხვევების შესახებ ცნობები არ არსებობს. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის ფაქტორები შესაძლებელია იყოს თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოკალიემიის კორექციისათვის საჭირო საშუალებების ერთდროული მიღება. გამოკვლევებში, რომელშიც ჩართული იყვნენ პაციენტები თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობით, ზოგიერთმა მათგანმა შეწყვიტა მკურნალობა, ჰიპერკალიემიის წარმოქმნის გამო. თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს საჭიროა რეგულარულად უტარდებოდეთ სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
აორტული ან მიტრალური სტენოზი: ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორებით მკურნალობის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზის ან მიტრალური სტენოზის მქონე ავადმყოფებთან.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება: ისევე, როგორც ანტიჰიპერტენზული საშუალებების გამოყენების დროს, საჭიროა გარკვეული სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და/ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მართალია, მონაცემები სიბაცენის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს, შესაძლო ძირითად სიმპტომს წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: თუკი პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მეტაბოლიტი - ბენაზეპრილატი - მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით ექვემდებარება დიალიზს, დიალიზის ჩატარება ნაჩვენებია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის სეროიზული დარღვევა, ნორმალური ელიმინაციის შესანარჩუნებლად. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში ვენაში შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- იმ შემთხვევებში, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა იწყება იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს, ასევე ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს, ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ზედმეტად დაქვიეთება. ასეთ პაციენტებთან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობა შესაძლებელია მინიმუმამდე იქნას შემცირებული, თუკი დიურეტიკებით თერაპიას შეწყვეტთ სიბაცენით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
- აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს რეკომენდებული არ არის კალიუმშემნახავი დიურეტიკების (მაგალითად, სპირინოლატორი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი სუფრის მარილის შემცველებების ერთდროული მიღება, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი გაზრდა. ამასთან, თუკი სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინირება აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
- არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ლითიუმით მკურნალობის დროს, აღინიშნა ლითიუმის დონის მომატება სისხლის შრატში, ასევე ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა გარკვეული სიფრთხილის დაცვა; რეკომენდებულია სისხლის შრატში ლითიუმის დონის ხშირი განსაზღვრა. ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების რისკი შესაძლებელია გაიზარდოს დიურეტიკის ერთდროული გამოყენებისას.
- ნაჩვენები იყო, რომ აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზური ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს მათი ერთდროული გამოყენებისას ინდომეტაცინთან. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ინდომეტაცინი ზეგავლენას არ ახდენს სიბაცენის ანტიჰიპერტენზულ მოქმედებაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.