საერთაშორისო დასახელება:

MOLSIDOMINE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მოლსიდომინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოდილატატორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მოლსიდომინი ...............  2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, მანიტოლი, აეროზილი 200, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი, საღებავი, ავიცელი  pH 101.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოლსიდომინი წარმოადგენსNNO დონორს, ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ცგმფ-ის (ციკლური გუანოზინმონოფოსფატი) უჯრედშიდა კონცენტრაციას. პრეპარატი ახდენს ხანგრძლივ ანტიანგინალურ მოქმედებას (6-12 საათი). დადებითად მოქმედებს პრედატვირთვასა და მიოკარდიუმის მეტაბოლიზმზე, რის შედეგადაც მცირდება მოთხოვნილება ჟანგბადზე. ზრდის სუბენდოკარდიული სისხლძარღვების დიამეტრს და კორონალურ დებიტს. აუმჯობესებს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას, რაც თავის მხრივ ზრდის გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების ტოლერანტობას ფიზიკურ დატვირთვაზე.

ჩვენება:

  • სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით შესაფერისია ხანდაზმული ადამიანებისათვის);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

სტენოკარდიის შეტევის კუპირებისთვის: 1-2 მგ სუბლინგვალურად.

სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისთვის: თერაპიის პირველ და მეორე დღეს 1-2 მგ დღე-ღამეში 4-6-ჯერ.

სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 მგ-ს, რაც იყოფა და მიიღება 2 თანაბარ დოზად. ზოგჯერ დოზა იზრდება 6-8 მგ-მდე, რომელიც იყოფა 3-4 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12 მგ-ს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება  შეიძლება ნებისმიერ დროს; თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ინტერვალი ცალკეულ მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 საათს.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად აღინიშნება: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სწრაფი დაღლილობა, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის დაწევა, გახშირებული გულისცემა;

იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები: ქავილი, შეწითლება, გამონაყარი კანზე;

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* მწვავე სტენოკარდია;

* მკვეთრად გამოხატული ჰიპოტონია;

* ახლადგადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;

* ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორსულთა (ორსულობის სამი თვის შემდეგ) მკურნალობა სიდნოფარმის გამოყენებით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობას ნიშნავს და აკონტროლებს ექიმი, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს ნაყოფზე.

ლაქტაციის პერიოდში სიდნოფარმი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ამასთან აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სიდნოფარმი ტვინის სისხლჩაქცევის მქონე ავადმყოფებში, გლაუკომის და დაბალი არტერიული წნევის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

◄ მითითებული დოზირებით გამოყენების დროს, სიდნოფარმის ყოველი დოზა შეიცავს 60 მგ ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული იმ პირებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან გლუკოზის/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

◄ პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია) დაავადებული პირებისთვის.

პრეპარატის ზემოქმედება აქტიურ ყურადღებაზე და ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის შესაძლებლობაზე: პრეპარატის ყურადღების კონცენტრაციაზე ნეგატიური ზეგავლენის გამო, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში სიდნოფარმმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერ გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სიდნოფარმის გამოყენება შეიძლება ბეტაადრენომაბლოკირებელ (ატენოლოლი, პროპრანოლოლი) და კალციუმის იონის ანტაგონისტებთან ერთად (ნიფედიპინი, ვერაპამილი).

! პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება სრულიად დაუშვებელია!

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

თუ პრეპარატით მკურნალობის დროს ტაბლეტებმა შეიცვალა გარეგნული სახე, საჭიროა ამ შეფუთვიდან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია