საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

სილიმარინი, Silymarin

მწარმოებელი: World Medicine, ინგლისი

აღწერილობა:

სილარსილი70 მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი მუქი ყვითელი ფერის კორპუსით და სახურავით, რო­მელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს.

სილარსილი140 მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი ნარინჯისფერი სახურავით და მქრქალი ცისფერი კორ­პუ­სით, რომელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს.

შე­მად­გენ­ლო­ბა და გამოშვების ფორმა:

სილარსილი70 მგ:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სილიმარინი ..................  70 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგ­ნიუ­მის სტეარატი.

სილარსილი140 მგ:

თითოეული კაფსულაშეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სილიმარინი ............. 140 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგ­ნიუ­მის სტეარატი.

ფარ­მა­კო­თე­რა­პი­­ლი ჯგუ­ფი:

ჰეპატოპროტექტული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სი­ლარ­სი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტოპ­რო­ტექ­ტო­რია, რომ­ლის თვი­სე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მის შემ­ადგენლობა­ში შე­მა­ვა­ლი სი­ლი­მა­რი­ნით. ეს უკა­ნას­კნე­ლი წარმოადგენს ბაყაყურას ნა­ყო­ფი­დან გა­მო­ყო­ფილ ექ­სტრაქ­ტულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ნა­რე­ვს, კერ­ძოდ კი: სი­ლი­ბი­ნი­ნი­ს, სი­ლი­დი­ა­ნი­ნი­ს, სი­ლიკ­რის­ტი­­ნი­ს და ფლა­ვო­ნო­ლის სხვა წარ­მო­ე­ბუ­ლე­ბი­ს.

სი­ლარ­სი­ლი ღვიძ­ლში ურ­თი­ერ­თქმე­დებს თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებ­თან  და მათ ნაკ­ლე­ბად ტოქ­სი­ურ ნა­ერ­თე­ბად აქ­ცევს, რითაც წყვეტს ლი­პი­დე­ბის ზე­ჯან­გუ­რი დაჟან­გვის პრო­ცესს და აჩე­რებს უჯ­რე­დის სტრუქ­ტუ­რე­ბის შემ­დგომ დაშ­ლას, ხელს უშ­ლის ტოქ­სი­ნე­ბის შეღწევას ღვიძ­ლის უჯ­რე­დებ­ში.

პრე­პა­რა­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბით და­ზი­ა­ნე­ბულ ჰე­პა­ტო­ცი­ტებ­ში ხდე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ფუნ­ქცი­უ­რი ცი­ლე­ბი­სა და ფოს­ფო­ლი­პი­დე­ბის სინ­თე­ზის სტი­მუ­ლა­ცია (რნმ-პო­ლი­მე­რა­ზა A-ს სპე­ცი­ფი­უ­რი სტი­მუ­ლაციის ხარ­ჯზე), უჯ­რე­დუ­ლი მემ­ბრა­ნე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია, უჯ­რე­დის ფერ­მენ­ტული კომ­პო­ნენ­ტე­ბის (ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბი) და­კარ­გვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, ღვიძ­ლის უჯ­რე­დე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა.

კლი­ნი­კუ­რად ეს ეფექ­ტე­ბი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი სიმ­პტო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის (ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის, გა­მა-გლო­ბუ­ლი­ნის, ბი­ლი­რუ­ბი­ნის დო­ნე) ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ა­ში. ამას მოჰ­ყვე­ბა ზოგადი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მა­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებში, რომელთაც ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გა­მო დარ­ღვე­უ­ლი აქვს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა. სილარსილის გამოყენების შედეგად უმჯობესდება მდგომარეობა გადატანილი მწვავე ჰეპატიტის შემდეგ და ქრონიკული ჰეპატიტის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას).

ფარმაკოკინეტიკა:

სი­ლი­ბი­ნი­ნი (სი­ლი­მა­რი­ნის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი) იწო­ვე­ბა კუჭ-ნაწლავის ტრაქ­ტიდან 20-40%-ით. მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია სის­ხლის პლაზ­მა­ში მიიღწევა შიგნით მი­ღე­ბი­დან 0.5-1 სა­ათ­ში. Т½ შე­ად­გენს 6 სა­ათს. მი­ღე­ბუ­ლი სი­ლი­ბი­ნი­ნის 80%-ზე მე­ტი გა­მო­იყოფა ნაღ­ველ­თან ერ­თად სულ­ფა­ტუ­რი და გლუკუ­რო­ნი­დუ­ლი კო­ნი­უ­გა­ტე­ბის სა­ხით (ეს უკა­ნას­კნე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნაწ­ლავ-ღვიძ­ლის ცირ­კუ­ლა­ცი­ას გა­ნიც­დის) და მიღებული სი­ლი­ბი­ნი­ნის მხო­ლოდ 3-7% გა­მო­ი­ყო­ფაშარ­დთან ერ­თად 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ჩვენებები:

  • ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა ალ­კო­ჰო­ლიზ­მის დროს;
  • ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ციები (მათ შო­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი) ჰა­ლო­გე­ნი­რე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბით, მძი­მე ლი­თო­ნე­ბის ნა­ერ­თე­ბით და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა;
  • ღვიძ­ლის წამლისმიერი და­ზი­ა­ნე­ბები (კერ­ძოდ, ზო­გი­ერ­თი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით, ტუ­ბერ­კუ­ლოს­ტა­ტურებით, პე­რო­რა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბით, პა­რა­ცე­ტა­მო­ლით, ზო­გი­ერ­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­თა და იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტით, სანარ­კო­ზე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით) და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა;
  • არა­ვი­რუ­სუ­ლი ეტი­ო­ლო­გი­ი­ს ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი;
  • ღვიძ­ლის ცი­რო­ზი (კომ­პლექ­სუ­რი თე­რა­პი­ის კომ­პო­ნენ­ტის სა­ხით);
  • ინ­ფექ­ცი­უ­რი და ტოქ­სი­უ­რი ჰე­პა­ტი­ტის შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბა;
  • ღვიძ­ლის დის­ტრო­ფია და ცხი­მო­ვა­ნი ინ­ფილ­ტრა­ცია;
  • შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი თე­რა­პია ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ს და ცი­რო­ზის დროს;
  • ლი­პი­დუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვების კო­რექ­ცია.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, დიარეა.

დერ­მა­ტო­ლო­გი­­რი რე­აქ­ციები: ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ციებ­ის კანისმიერი გამოვლინებები.

სხვა: ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – არ­სე­ბუ­ლი ვეს­ტი­ბულუ­რი დარ­ღვე­ვების გამ­წვა­ვე­ბა.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რა­ო­დე­ნობის წყლის მიყოლებით.

დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს ენიშნება 70 -140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 420 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 70 -140მგ 2-ჯერ დღეში.

სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდან შეადგენს 5 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 2-3 მიღებად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა.

ჭარბი დოზირება:

სიმ­პტო­მე­ბი: ჭარ­ბი დო­ზირების შემ­თხვე­ვე­ბი აღ­წე­რი­ლი არ არის. შე­საძ­ლებელია გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბა: პრე­პა­რა­ტის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბი­ს შემთხვევაში სა­ჭი­როა ღე­ბი­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, კუ­ჭის ამო­რეც­ხვა, აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის და­ნიშ­ვნა, სიმ­პტო­მუ­რი თე­რა­პი­ა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მონაცემები არ მოიპოვება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

არ მო­ი­პო­ვე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი არა­სა­სურ­ველი გავ­ლე­ნის შესახებ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სა და იმ სა­მუ­შა­ო­ების შეს­რუ­ლე­ბის უნარ­ზე, რო­მლებიც მო­ით­ხოვს ფსი­ქო­მო­ტო­რული რე­აქ­ცი­ების სისწრაფეს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულა 70 მგ.

10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მყარი ჟელატინის კაფსულა 140 მგ.

10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვე­ბი­სათვის მიუწ­ვ­დო­მელ ადგილას, 30º C-მდე ტემ­პე­რა­ტუ­­­რის პირო­ბებ­ში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვა­დის ამოწურვის შემ­დეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით).

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია