(გაგრძელება)
როგორ გამოიყენება სიმბიკორტი® ტურბუჰალერი ®
ერთი დოზის მისაღებად მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციას.
1. მოხრახნეთ და მოხსენით თავსახური.
2. დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად წითელი დოზატორით ქვემოთ (სურ. 2). დოზატორის დატრიალებისას არ დაიჭიროთ ინჰალატორი მუნდშტუკით. დოზის ასაზომად მოატრიალეთ დოზატორი მიბჯენამდე ჯერ ერთი მიმართულებით, შემდეგ კი ასევე მიბჯენამდე საწინააღმდეგო მიმართულებით. 3.ამოისუნთქეთ. არ ამოისუნთქოთ მუნდშტუკიდან.
4.ფრთხილად მოუჭირეთ მუნდშტუკს კბილებითა და ტუჩებით, ჩაისუნთქეთ პირით ღრმად და ძლიერად (სურ. 3). არ დაღეჭოთ მუნდშტუკი და არ მოუჭიროთ ძლიერად კბილებით.
5. ამოსუნთქვამდე გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან.
6. ერთზე მეტი დოზის ინჰალაციის საჭიროებისას, გაიმეორეთ 2-5 საფეხური.
7.დაახურეთ ინჰალატორს თავსახური. დარწმუნდით, რომ ინჰალატორის თავსახური იყოს კარგად მოხრახნილი.
8.გამოივლეთ წყალი (არ გადაყლაპოთ).
მნიშვნელოვანია!
არ შეეცადოდ მოხსნათ მუნდშტუკი, ვინაიდან ის არის დამაგრებული ინჰალატორზე და არ ძვრება. ტურბუჰალერის მუნდშტუკი ტრიალებს, მაგრამ არ ატრიალოთ საჭიროების გარეშე.
ვინაიდან შესუნთქული ფხვნილის რაოდენობა მცირეა, თქვენ შესაძლოა ვერ იგრძნოთ ფხვნილის გემო ინჰალაციის შემდეგ. თუმცა, თუ თქვენ მიჰყევით ინსტრუქციას, დარწმუნებული იყავით, რომ შეისუნთქეთ პრეპარატის საჭირო დოზა. თუ პრეპარატის გამოყენებამდე, ინჰალატორის ჩასატვირთად თქვენ შეცდომით გაიმეორეთ პროცედურა რამოდენომეჯერ, ინჰალაციისას თქვენ მაინც მოგეწოდებათ პრეპარატის ერთი დოზა. მაშინ, როცა დოზის ინდიკატორი აჩვენებს გადაზომილი დოზების საერთო რაოდენობას. ხმა, რომელიც თქვენ გესმით ინჰალატორის შენჯღრევისას, წარმოიქმნება დამშრობი აგენტით, და არა სამკურნალო საშუალებით.
როგორ უნდა შეიტყოთ, რომ საჭიროა ინჰალატორის შეცვლა?
დოზის ინდიკატორი (სურ. 4) აჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი დოზის მიახლოებულ რაოდენობას. სავსე ტურბუჰალერის დოზების ათვლა იწყება მე-60 ან 120-ე დოზიდან (დამოკიდებულია თქვენს მიერ შეძენილი ტურბუჰალერის საერთო დოზების რაოდენობაზე). ინდიკატორი აჩვენებს ინტერვალს 10 დოზაში, შესაბამისად, ის არ აჩვენებს თითოეულ გადაზომილ დოზას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ტურბუჰალერი აწოდებს პრეპარატის საჭირო დოზას მაშინაც, როცა თქვენ ვერ ამჩნევთ ცვლილებას დოზის ინდიკატორის ფანჯარაში. დოზის ინდიკატორის ფანჯარაში წითელი ფონის გამოჩენა მიუთითებს, რომ ტურბუჰალერში დარჩა პრეპარატის 10 დოზა. დოზის ინდიკატორის ფანჯრის ცენტრში წითელ ფონზე ციფრი 0-ის გამოჩენისას (სურ. 5) ინჰალატორი აღარ გამოიყენება.
თქვენ შეამჩნევთ, რომ მაშინაც, როცა დოზის ინდიკატორის ფანჯარაში ფიქსირდება ციფრი 0, დოზატორი აგრძელებს ბრუნვას. თუმცა დოზის ინდიკატორი წყვეტს დოზის რაოდენობის ფიქსირებას (წყვეტს მოძრაობას) და ინჰალატორის დოზის ფანჯარაში რჩება ციფრი 0.
გასუფთავება
რეგულარულად (კვირაში ერთხელ) გაასუფთავეთ მუნდშტუკი გარედან მშრალი ტილოს დახმარებით.
მუნდშტუკის გასუფთავებისას არ გამოიყენოთ წყალი ან სხვა სითხე.
უტილიზაცია
დაიცავით სიფრთხილე ინჰალატორის გამოყენებისას, გახსოვდეთ, რომ ინჰალატორის შიგნით შეიძლება დარჩეს პრეპარატის გარკვეული რაოდენობა.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის ზრდა ორი პრეპარატის ერთდროული დანიშვნის ფონზე არ გამოვლენილა. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს B-ადრენომიმეტურებისთვია დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის ტრემორი და ტაქიკარდია. სიმპტომატიკა ძირითადად არის ზომიერად გამოხატული და ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პერიოდში ბუდესონიდის გამოყენებისას, პლაცებოს ჯგუფის 4% და 3%-თან შედარებით, სისხლჩაქცევები და პნევმონია ვლინდებოდა 10%-იანი და 6%-იანი სიხშირით, (პ>0.001 და პ>0.01 შესაბამისად).
ხშირი |
ცენტრალური ნერვული სისტემა: |
თავის ტკივილი |
ნაკლებად ხშირი |
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: |
ტაქიკარდია |
იშვიათი |
კანი: |
ეგზანტემა, |
ძალიან იშვიათი |
მეტაბოლური დარღვევები |
ჰიპერგლიკემია, |
საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური მოქმედება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას. ბეტა2-ადრენომიმეტურების გამოყენება იწვევს სისხლში ინსულინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების, გლიცეროლისა და კეტონური წარმოებულების შემცველობის მატებას
უკუჩვენება:
-ჰიპერმგრძნობელობა ბუდესონიდის, ფორმოტეროლის ან საინჰალაციო ლაქტოზის მიმართ.
-6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით: ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ან არააქტიური ფორმა); სასუნთქი გზების სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციები; თირეოტოქსიკოზი, ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, არაკონტროლირებადი ჰიპოკალიემია, იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე დაავადება (გულის იშემიური დაავადება, ტაქიარითმია ან გულის უკმარისობის მძიმე ფორმა), Qთ-ინტერვალის გახანგრძლივება (ფორმოტეროლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Qთც-ინტერვალის გახანგრძლივება).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში სიმბიკორტის ან ფორმოტეროლისა და ბუდესონიდის ერთდროული გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები მოწოდებული არ არის. ორსულობის პერიოდში სიმბიკორტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პრეპარატის გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. ბრონქული ასთმის სიმპტომების ადექვატური კონტროლის შენარჩუნებისათვის გამოიყენება ბუდესონიდის უმცირესი ეფექტური დოზა.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ფორმოტეროლი ან ბუდესონიდი დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში სიმბიკორტი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელია აღემატება ბავშვისათვის ნებისმიერ შესაძლო საშიშროებას.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის შეწყვეტამდე რეკომენდებულია პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირება. მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტა რეკომენდებული არ არის
სიმბიკორტი (80/4.5 მიკროგრამი/ინჰალაცია) ტურბუჰალერი არ არის ნაჩვენები ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებისათვის.
სიმბიკორტი ტურბუჰალერი არ არის განკუთვნილი ბრონქული ასთმის მკურნალობის პირველ ეტაპზე.
თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობისას ან სიმბიკორტის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალობის თანმიმდევრობის შეცვლა. ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას და იგი ითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. ასეთ სიტუაციაში საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის მომატება, ანუ პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების კურსის დანიშვნა ან ინფექციის დართვის შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა. პაციენტებისათვის რეკომენდებულია მუდმივად თან იქონიონ გადაუდებელი დახმარების პრეპარატები ან სიმბიკორტი ტურბუჰალერი (ბრონქული ასთმის მქონე პაციენტები, რომლებიც შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ან შეტევების კუპირების მიზნით იყენებენ სიმბიკორტი ტურბუჰალერს) ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-ადრენომიმეტურები (ყველა პაციენტისათვის, რომლებიც სიმბიკორტ ტურბუჰალერს იყენებენ მხოლოდ შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით).
საჭიროა პაციენტის ყურადღების მიპყრობა იმაზე, რომ დაავადების სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი საჭიროა სიმბიკორტი ტურბუჰალერის შემანარჩუნებელი დოზის რეგულარული გამოყენება შერჩეული თერაპიის შესაბამისად. შეტევების კუპირების მიზნით სიმბიკორტი ტურბუჰალერის ინჰალაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენისას. გამოყენება არ არის ნაჩვენები რეგულარული პროფილაქტის მიზნით, მაგ. ფიზიკურ დატვირთვამდე. ასეთ შემთხვევაში ნაჩვენებია ხანმოკლე მოქმედების სხვა ბრონქოდილატატორის გამოყენება.
ბრონქული ასთმის გამწვავების პერიოდში სიმბიკორტი ტურბუჰალერით მკურნალობა არ არის რეკომენდებული.
ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო თერაპიის დროს, არსებობს პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროება. პრეპარატის დოზის გამოყენებას თან ახლავს ხროტინის გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიმბიკორტით მკურნალობის შეწყვეტა, მკურნალობის თანმიმდევრობის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში კი ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა.
სისტემური მოქმედება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით კი პრეპარატის მაღალი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას. პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან შედარებით, საინჰალაციო თერაპიის ჩატარებისას სისტემური მოქმედების გამოვლენა ნაკლებად შესაძლებელია. შესაძლო სისტემურ ეფექტებს მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ზრდის შეჩერება ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირება, კატარაქტა და გლაუკომა.
რეკომენდებულია ზრდის რეგულარული მონიტორინგი ბავშვებში, რომლებიც საინჰალაციო ფორმით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდულ თერაპიას. ზრდის შეჩერებისას, ინჰალირებული გლუკოკორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თერაპიის თანმიმდევრობა უნდა შეიცვალოს. საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის უპირატესობისა და ზრდის შეჩერების შესაძლო საშიშროების თანაფარდობის შეფასება. თერაპიის შერჩევისას საჭიროა ბავშვთა პულმონოლოგის რეკომენდაციის მიღება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების თაობაზე არსებული მწირი კვლევების საფუძველზე შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც იყენებენ საინჰალაციო ბუდესონიდს, საბოლოოდ მიაღწევენ ნორმალური სიმაღლის მაჩვენებელს. ამასთანავე, არსებობს ზრდის უმნიშვნელო ხანმოკლე შეჩერების მონაცემები, ძირითადად მკურნალობის პირველ წელიწადს. ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების პოტენციური მოქმედების შესაძლებლობის გამო, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ოსტეოპოროზის განვითარების საშიშროების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატების მაღალ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ბავშვებში საინჰალაციო ბუდესონიდის საშუალო სადღეღამისო დოზის 400 მიკროგრამის ან მოზრდილებში სადღეღამისო დოზის 800 მიკროგრამის ხანგრძლივი გამოყენების კვლევებს მნიშვნელოვანი მოქმედება ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე არ უჩვენებიათ. ინფორმაცია, ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე სიმბიკორტი ტურბუჰალერის მაღალი დოზის მოქმედების თაობაზე, ასევე არ არის მოწოდებული.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებით წინამორბედი სისტემური თერაპიის ფონზე დარღვეული იყო თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია, სიმბიკორტით მკურნალობაზე გადასვლისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება.
ბუდესონიდით ინჰალაციური თერაპიის უპირატესობაა პერორალური სტეროიდების მინიმალური მიღების საჭიროება, თუმცა პაციენტებში, რომლებიც წყვეტენ პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება შეუნარჩუნდეთ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა. ამ საშიშროების ჯგუფში ასევე შეიძლება იყვნენ პაციენტები, რომლებიც წარსულში საჭიროებდნენ საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებას. სტრესის ან ქირურგიული ჩარევის პერიოდში შესაძლებელია საჭირო გახდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი დანიშვნა.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით პაციენტს ეძლევა ინსტრუქცია გამოივლოს პირის ღრუში წყალი ყოველი შემანარჩუნებელი დოზის ინჰალაციის შემდეგ. ასევე, სიმპტომების კუპირების მიზნით ინჰალაციის ჩატარებისას პირ-ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზის განვითარების შემთხვევაშიც საჭიროა პირის ღრუს გამოვლება წყლით.
გახანგრძლივებული QTc-ინტერვალის მქონე პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. ფორმოტეროლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QTc-ინტერვალის გახანგრძლივება. ფილტვების აქტიური ან არააქტიური ფორმის ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებში საჭიროა ინჰალირებული გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების საჭიროებისა და დოზის გადახედვა. ბეტა2-ადრენომიმეტურებისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ან აძლიერებენ ჰიპოკალიემიურ ეფექტს, მაგალითად ქსანტინის წარმოებულები, სტეროიდები ან დიურეზულები, არსებობს ბეტა2-ადრენომიმეტურების ჰიპოკალიემიური ეფექტის გაძლიერების საშიშროება. საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არასტაბილური ბრონქული ასთმის მქონე პირებში, რომლებიც მძიმე ბრონქული ასთმის გამწვავებისას შეტევების მოხსნის მიზნით იყენებენ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებს, ვინაიდან ჰიპოკალიემიის განვითარების საშიშროება იზრდება ჰიპოქსიის და ისეთი მდგომარეობების დროს, როცა იზრდება ჰიპოკალიემიის ეფექტის განვითარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კალიუმის შემცველობის კონტროლი შრატში.
მწვავე ბრონქული ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ფორმოტეროლის გამოყენება 90 მკგ დოზით 3 საათის განმავლობაში არის უსაფრთხო. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი.
სიმბიკორტი ტურბუჰალერი შეიცავს ლაქტოზას (
ჩვეულებრივ ასეთი რაოდენობა არ იწვევს პრობლემებს ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
სიმბიკორტი ტურბუჰალერი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს გვერდითი ეფექტების გამოვლენისას.
ჭარბი დოზირება:
ფორმოტეროლით გამოწვეული ჭარბი დოზის შემთხვევაში ვითარდება: ტრემორი, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, QTc-ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია, გულისრევა და ღებინება. შეიძლება დაინიშნოს შემანარჩუნებელი და სიმპტომატური თერაპია.
კომბინირებული პრეპარატის შემცველობაში შემავალი ფორმოტეროლით ჭარბი დოზის შემთხვევაში სიმბიკორტი ტურბუჰალერის გამოყენების შეწყვეტისას საჭიროა შესაბამისი გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნის საკითხის განხილვა.
ბუდესონიდით ჭარბი დოზის შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ჭარბი დოზის ქრონიკული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების ისეთი სისტემური მოქმედება, როგორიც არის ჰიპერკორტიციზმი და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას, კეტონაზოლი (200 მგ დღეში ერთხელ) ზრდის პერორალური ბუდესონიდის (ერთჯერადი დოზა 3 მგ) პლაზმურ კონცენტრაციას საშუალოდ 6-ჯერ. ბუდესონიდის გამოყენებიდან 12 საათის შემდეგ კეტოკონაზოლის გამოყენებისას, ბუდესონიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება საშუალოდ 3-ჯერ. საინჰალაციო ბუდესონიდის გამოყენებისას ასეთი სახის ზემოქმედების თაობაზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის, თუმცა, სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევაშიც მოსალოდნელია პრეპარატის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში. ვინაიდან დოზების შერჩევის თაობაზე მონაცემები არ არის მოწოდებული, ზემოთ მითითებული პრეპარატების კომბინაცია რეკომენდებული არ არის. ბუდესონიდისა და კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენების საჭიროებისას რეკომენდებულია პრეპარატების გამოყენებებს შორის დროის მაქსიმალური შუალედის დაცვა. ასევე საჭიროა ბუდესონიდის დოზის შემცირების შესაძლებლობის განხილვა. CYP3A4 სხვა ძლიერმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდონ ბუდესონიდის კონცენტრაცია პლაზმაში. შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შეტევების კუპირების მიზნით არ არის რეკომენდებული სიმბიკორტის დანიშვნა პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებს.
ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება შეასუსტონ ფორმოტეროლის მოქმედება. სიმბიკორტი არ ინიშნება ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად (მათ შორის თვალის წვეთები), გამონაკლისია ერთეული შემთხვევები.
სიმბიკორტი ტურბუჰალერისა და ქინიდინის, დიზოპირამიდის, პროკაინამიდის, ფენოთიაზინის, ანტიჰისტამინური პრეპარატების (ტერფენადინი), მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორების (მაო) და ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QTc- ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმიების განვითარების საშიშროების გაზრდა.
გარდა ამისა, ლევოდოპამ, ლევოთიროქსინმა, ოქსიტოცინმა და ალკოჰოლმა შეიძლება შეამცირონ გულის კუნთის ტოლერანტობა ბეტა2-ადრენომიმეტურების მიმართ.
მაო-ს ინჰიბიტორების ან მოქმედების მსგავსი თვისების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მაგალითად ფურაზოლიდონი და პროკარბაზინი, შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა. პაციენტებში, რომლებსაც ჰალოგენიზირებული ნახშირწყალბადოვანი პრეპარატებით უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, არსებობს არითმიის განვითარების მომატებული საშიშროება.
სიმბიკორტი ტურბუჰალერისა და სხვა ბეტა-ადრენერგული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას არსებობს ფორმოტეროლის გვერდითი მოქმედების გაძლიერების საშიშროება.
ბეტა2-ადრენომიმეტურების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია, რაც შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინებით, გლუკოკორტიკოსტეროიდებით და დიურეზულებით თანმხლები მკურნალობისას. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაზარდოს არითმიის განვითარების საშიშროება პაციენტებში, რომლებიც იყენებენ საგულე გლიკოზიდებს.
ბუდესონიდისა და ბრონქული ასთმის მკურნალობისას გამოყენებულ სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის რაიმე ურთიერთქმედება დადგენილი არ ყოფილა.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 30oC–მდე ტემპერატურის პირობებში. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი:
II ჯგუფი (რეცეპტით).